EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ გადავაგდოთ სიგარეტი დამოუკიდებლად »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-09 23:40:46

როგორ გადავაგდოთ სიგარეტი დამოუკიდებლად

როგორ გადავაგდოთ სიგარეტი დამოუკიდებლად

ნებისმიერი მწეველი ერთხელ მაინც ცდილობს თავი დაანებოს მოწევას. ეს პროცესი ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად საჭიროებს გარკვეულ ცოდნას, როგორ დავძლიოთ ლტოლვა და მივაღწიოთ წარმატებას. თამბაქოს მოხმარების დამოუკიდებლად გადაჩვევის მსურველებს გთავაზობთ თეორიულ რჩევას.

ნებისმიერი მწეველი მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური მანერით ხასიათდება და ეს პირველ რიგში გულისხმობს ე.წ. რიტუალურ ღერებს მის „რაციონში“. ეს ის ღერებია,რომელიც მეორდება ყოველდღიურად, სხვადასხვა სიტუაციაში და მწეველისთვის ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს. მათზე უარის თქმა განსაკუთრებულად რთულია და თუ გინდათ სიგარეტის გადაგდების მცდელობა მარცხით არ დასრულდეს, პირველ დღეებში არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი სასურველი სიგარეტის ღერებზე. სიგარეტის გადაგდება დაიწყეთ იმ ღერებზე უარის თქმით, რომელიც თქვენთვის ისედაც არასასიამოვნოა (ვგულისხმობ სიგარეტის იმ ღერებს რომელსაც ავტომატურად ვეწევით და სიამოვნებას რომელსაც მწეველს ანიჭებს კვამლი აღარ ვგრზნობთ ანუ იმ წუთას არ გვაქვს ფიზიკური მოთხოვნილება , უბრალოდ „ზა კამპანიუ“ ვეწევით ან ჯიბიდან ავტომატურად ვიღებთ ღერს იმიტომ რომ ჯიბეში ან თუნდც სადმე გვიდევს და ვიცით რომ გვაქვს და მაინც მოსაწევია რა :) ) ამავდროულად იწვევს ზოგჯერ არასასიამოვნო შეგრძნებას.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ რიტუალი თუმცა კი ზედმეტ მოწევას რიტუალს ვეღარ დავარქმევთ შეცვალეთ , მზესუმზირით, კანფეტით, ნუშით, საუბრით, საღეჭი რეზინით (საღეჭი რეზინა ჩემი აზრით ველაზე კარგი ვარიანტია)

სიგარეტის მოწევის პროცესი ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებს მწეველს. ზოგიერთი თვლის რომ საჭიროა ქცევის შეცვლა, მაგალითად: გადაჩვევის პროცესში ხელოვნურად შექმენით უსიამოვნო გარემო. ძირფესვიანად შეცვალეთ მოწევის სტილი, ხელი, რომლითაც ეწევვით, სიგარეტის მარკა და ა.შ.

რა უნდა ვიცოდეთ:

1 რაც ყველაზე მთავარია მართლა გვინდა დავანებოთ თავი სიგარეტს თუ არა?

(მაგალითისთვის ვიტყვი რომ მე გარკვეულ სიტუაციებში მსიამოვნებს მოწევა  მაშინაც კი როცა არ ვეწევი და დიდი ხანი თავი დანებებული მაქვს მაგალითად დალევის დროს თუმცა ამ დროს ორჯერ მავნებელია, მაგრამ მსიამოვნებს. საქმიანი, ან თუნდაც სასიამოვნო და ახლობელ ხალხთან ყოფნის დროს ლაპარაკის პროცესში და ა.შ.)

2 რა გზა ავირჩიოთ ამისთვის როგორ მოვახერხოთ ისე რომ თუნდაც გადავაგდოთ და ერთი კვირის მერე ისევ არ მოგვინდეს ან თუნდაც სამი კვირის მერე

დანებებას რაც შეეხება 2 დღით გაუძლებს ადამიანი უსიგარეტობას, თავდაკიდებულიც გაძლებს, საუბარია იმაზე რა იქნება მერე?.. აუცილებელია სიგარეტისკენ მიმართული ყურადგება რაღაცაზე გადავიტანოთ და ეს რაღაცა იყოს მუდმივი, მაგალითისთვის რომ ვთქვათ საუკეთესო ვარიანტია ვარჯიშზე ყურადღების გადატანა ახალი მოძრაობების სწავლა თუნდაც საბრძოლო ხელოვნებაში, ზოგიერთისთვის საუკეთესო ალტერნატივა ცეკვის შესწავლა შეიძლება იყოს ზოგისთვის კომპიუტერთან ახალი პროგრამის შესწავლა თუმცა კომპიუტეთან ჯდომასა და ვარჯიშს შორის ის განსხვავებაა რომ ვარჯიშის მერე ორგანიზმი სიგარეტს აღარ მოგთხოვთ თუმცა მე მინახავს ვარჯიშის მერე გამოსული ახალგაზრდები რომლებიც სიგარეთს ეწევიან მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ორგანიზმი ნიკოტინს არ თხოვს მათ. მთავარი ერთია აღმოაჩინო საკუთარი თავი და საკუთარ თავში ის თუ რა გინდა და როგორ გინდა, რომ გააკეთო როგორ განახორციელო შენი ჩანაფიქრები.

სიგარეტის უცბად გადაგდება სერიოზული მწეველებისთვის არ არის სასურველი გამომდინარე იქიდან რომ შეიძლება შიგადაშიგ მოგცეთ არითმია  ორი სამი დღის მერე, კბილები მოგერყეთ, ამიტომაც საჭიროა ამ დროს მიიღოთ კალციუმი თუმცა საშიში პროცესი სულაც არაა 5, 6 დგის შემდეგ ყველაფერი მწყობრში დგება და ორგანიზმი ჩვეულ რითმს უბრუნდება მაგრამ როგორც აღვნიშნე მთავარი გონებაა მაინც, საუკეთესო ვარიანტი მაინც სიგარეტის ნელ ნელა გადაგდებაა, მაგალითად ჯერ დაინიშნეთ დრო და 4 საათამდე ნუ მოწევთ შემდეგ გაზარდეთ დრო და 6 საათამდე არ მოწიოთ, ამ დროის განმავლობაში მოწიეთ ისე როგორც გინდათ 2 დგის განმავლობაში, ხოლო 2 დღის მერე დაიწყეთ სიგარეტის დათვლა და დაიყვანეთ სამ ღერამდე 1 კვირის შემდეგ კი თავი დაანებეთ მაგრამ გონება ნელ ნელა შეაჩვიეთ იმას რომ თქვენ სიგარეტზე აღარ ხართ დამოკიდებული და იფიქრეთ იმაზე რაც ზევით უკვე აღვნიშნე და კიდევ ნუ იყიდით სიგარეტის მთელ კოლოფს ან თუ იყიდით მიაბარეთ იმას ვინც წამალივით იმდენს მოგცემთ რამდენიც გჭირდებათ და გათვლილი გაქვთ თითოეული დღისათვის თამბაქოს გადაგდების პროცესის დროს.

ზოგადად ყველაფერი ინდივიდუალურია.

გისურვებთ წარმატებებს.

ევპატორი