EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რუსეთი / Russia (გაგრძელება გვ.3) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-15 22:15:47

რუსეთის კვდომა. რუსი მეცნიერები ადასტურებენ რუსეთის სწრაფ და გარდაუვალ სიკვდილს

Russia

საიდან გაუჩნდათ რუსებს იმპერია?

დამახასიათებელი თუა არა პოლიტიკური ცხოვრების ასეთი წესი, როგორც იმპერია, რუსებისათვის დასაბამიდან?
რუსეთის ისტორიის ვერსიას, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულად ითვლება, მივყავართ მოსკოვის დიდების ზრდასთან და ამ პროცესს გვიხატავს ერთადერთ შესაძლებლობად და უცილობლად დადებითად. ყველაფერი რაც ამ სქემაში არ ჯდება უარყოფილია და მიეცემა ანათემას.

სახვათაშორის რუსეთს აქვს დიდი არაიმპერიული ისტორია – მაგალითად ნიჯეგოროდისა და ფსკოვის რესპუბლიკები, რომლებიც უფრორე ევროპული სამყაროს განაპირა მხარეები იყო, ვიდრე მომავალი მოსკოვის სამეფოს პოლუფაბრიკატები. ამას გარდა, იმპერიულ ისტორიკოსთა მიერ შეჩვენებული „ფეოდალური დაქუცმაცებულობა“ არ იყო ასეთი კოშმარი, როგორც გვაფიქრებინებენ.

მაგრამ „დაქუცმაცებულობის“ ლანძღვა – იმპერიული იდეოლოგიის საყრდენი, რომლის გარშემოც დღემდის ყველაფერია შემოხვევილი. ესე იგი საკუთარი წესდებით ცხოვრება, საკუთარი უფროსის ყოლა, რომელიც იქვეა და რომელთანაც მარტივად თანხმდებიან, მეზობლებთან ვაჭრობენ თანასწორად და ა.შ. – ოფიციალური იმპერიის თვალთახედვით ეს არც ისე ცუდია. და მტკიცებულობანი ცალკეული სამთავროების დედაქალაქებში არქიტექტურის აყვავების შესახებ არაფერს ამტკიცებს: ნებისმიერი იმპერიელისათვის ცალკეული რეგიონის კეთილდღეობა უფრორე არასასურველია. იმპერიაში შესაძლებელია და უნდა აყვავდეს მხოლოდ დედაქალაქები, სახელდობრ და ჯამში მხოლოდ იქ იყრის თავს უმთავრესი ღირებული ყველა რეგიონიდან. ასე იყო ყოველთვის და ყველგან.

გადამწყვეტი როლი ითამაშა სახელგატეხილმა „მონღოლურმა უღელმა“. ისტორიულ დეტალების განზოგადების გარეშე, განვიხილავთ მთავარ პოლიტიკურ შედეგებს რუსეთისათვის.
მომთაბარეთა თავდასხმები – ეს ნამდვილად არის საგანგებო სიტუაცია.

ომი იქნა წაგებული და რუსის მთელი ტერიტორია აღმოჩნდა სამხედრო ოკუპაციის ქვეშ. მაგრამ საჭიროა ამთავითვე აღინიშნოს, რომ რუსეთში მონღოლთა ფაქტიური ყოფნა მუდმივად არ იყო. სამაგიეროდ იყო ორდოს მიერ „ზედამხედველების“ დანიშვნა, იგივე საკუთარი თავადებისა.
და აქ, ეტყობა, მოხდა რუსეთის ისტორიაში მთავარი ზარალი: ხელისუფლებამ მიიღო აზიატური აცრა და ის გადმონინერგა.

როდესაც აზიატობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიგოთ ამ მცნების პირობითობა. რა თქმა უნდა, აზიის ქვეშ აქ გაიგება არა კონტინენტი, არამედ მისი პატარა ნაწილი, რომელმაც წარმოშვა მმართველობის სასტიკი და არაჰუმანური ნიმუშები. მმართველობის ასეთი ფორმის სამშობლოდ სავსებით შესაძლებელია პირობითად ჩაითვალოს ცენტრალური აზია, სადაც ფუძნებოდა მონღოლური და პოსტმონღოლური სახელმწიფოები (მაგალითად, ამირ თემურის იმპერია).

აზიატური ხელისუფლების ფორმულა მარტივია: ხალხი – ეს უუფლებო ფარაა, რომელიც უნდა იყოლიო მორჩილებაში. ხელისუფლება კი – უკონტროლოა და უფლება აქვს გააკეთოს ყველაფრი, რაც მას აწყობს, თავისი ქვეშემრდომების ინტრერსების გადახედვის გარეშე.

იმპერიის ფორმულა, როგორც გვახსოვს, ეს გამუდმებული საგანგებო რეჟიმია სამხედრო გადახრებით. აქ საჭიროა დავამატოთ რაღაც თავისებური მემკვიდროებითობა გვიანდელი ბიზანტიისაგან, ჩვეულებრივად სიტყვა „ბიზანტიზმით“ გამოხატული.
საერთოდ ასე იწოდება ორპიროვნება, სიცრუე და ცინიზმი ხელისუფლებისა, სიცრუე გადაწყვეტილებების მიღებისას, სანახაობითი ღვთისმოსაობა და სულელური ამპარტავნება.

სამწუხაროდ, რუსეთში ხელისუფლებამ აიღო უარესი ორთავე ფორმულიდან: ხალხი აღიქმება როგორც გონებასუსტი ნახირი, რომელსაც არ უნდა უსმინო, არამედ უნდა იყოლიო მორჩილებაში, მართო სასტიკად და კულუარულად, რათა ვერვინ გაბედოს მაართველ დაჯგუფებას აართვას ხელისუფლება.

ამრიგად, აზიატური უკონტროლო და აბსოლუტური ხელისუფლების იდეა შეიკაზმა ბიზანტიელი ბასილისების ნახმარი ბარმების ჩირჩლით, ხოლო მიღებული მონსტრი წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკური ელიტის იდეალს დღესამომდის.

თანდათანობით მონღოლები, როგორც პოლიტიკური პრობლემა გაქრნენ, მაგრამ ხელისუფლებას უკვე არ შეეძლო და არ სურდა შეჩერება. მოსკოვში უღელთან ბრძოლის ტალღაზე ჩამოყალიბდა ფაქტიურად მონღოლთაგან დამოუკიდებელი, მაგრამ თავისი სულით აბსოლუტურად მონღოლური ხელისუფლება.

რუსული ხელისუფლების პორტრეტს უკანასკნელი შტრიხი დაამატა პეტრემ. მას გულახდილად სურდა რუსეთი გაეხადა ევროპად, მაგრამ ევროპიზაციის მეთოდიკა არჩეულ იქნა არა იგივე, არამედ აზიატური – ძალმომრეობასა და ახალი პოლიტიკური ფორმების ბრმა კოპირებას დამყარებული – მკაცრი შინაარსის შენარჩუნებით. დიახ, მთელი თავისი დამსახურებებით ის მაინც შუააზიური დესპოტი იყო. მას ჩინელმა ბრძენებმა ასწავლეს შინაარსის შეცვლა, ფორმის შენარჩუნებით. პეტრე მთელს ენერგიას ხარჯავდა ფორმის შეცვლაზე, ამით კი მხოლოდ გააძლიერა რუსული ხელისუფლების უარყოფითი ხასიათი, აღჭურვა რა ის მოდური ევროპული დეკორაციებით – ბიზანტიური კოსტუმები და წვერები გამოიყურებოდნენ ნამდვილად სასაცილოდ XVIII საუკუნის ევროპაში, მაგრამ ღირდა კი გადალახვად – როგორც ყველას ადამიანების მსგავსად, თუმც სანკტ-პეტერბურგს იქით რომ არც შეეჭრათ).

ამავე ხაფანგში გასაოცარი სახით გაება ბორის ელცინიც: გამოსული იმპერიული აპარატიდან, მან თავდაპირველად შიგნიდან დაამსხვრია სსრკ, შემდეგ კი ფაქტიურად აღადგინა ის რუსეთის ფედერაციაში მინიატურულად. საშინელია, რომ დასავლეთმა ამას თვალი აარიდა: მისცა რა ელცინს შესაძლებლობა ებრძოლა „კომუნისტური რევანშის წინააღმდეგ ნებისმიერი მეთოდებით, მან ფაქტიურად ნება დართო მას შეენახა ახალი შირმების ქვეშ ძველი იმპერიული იდეოლოგია, ამასთან დამატებით აკურთხა ელცინის მიერ აღორძინებული თვითდანიშნული დიქტატურის სისტემა, ხელისუფლების გადაცემა არ პატიოსანი არჩევნებით, არამედ თავისი არსით ანტიდემოკრატიული პროცედურის „მემკვიდრეობითობის“ მეშვეობით.

ასე რომ ბედის დაცინვაა – „კომუნისტურ რევანშთან“ მებრძოლი მემკვიდრე აღმოჩნდა ადამიანი, თავის თავში ყოველივე ცუდის განსხეულებით, რაც კი გასულ იმპერიებში არსებობდა.

 

იმპერიული ბეგარა

იმპერია – ძვირადღირებული რამაა. Aმიტომ იმპერიას არ უყვარს ეკონომიკკის განხილვა, თავის ქვეშერმდომებს მოუწოდებს იაზროვნონ გლობალურად და დრო გაატარონ გეოპოლიტიკურ დისკუსიებში. იმიტომ რომ, თუ ადამიანები ანგარიშს დაიწყებენ და გაიაზრებენ თავიანთი ანგარიშების შედეგებს, მაშინ წამოიჭრება უსარგებლო და უხერხული კითხვები.
რუსეთში მიუღებელია ლაპარაკი იმაზე, რომ ინგლისის, საფრანგეთის, ესპანეთის ან პორტუგალიის კოლონიალური იმპერიები დაეცნენ არა მხოლოდ კოლონიებში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამო, არამედ იმდენად კოლონიალიზმის ეკონომიკური უპერსპექტივობის გამო.

აქამდის შეიძლებოდა იძულებითა და მარტივი მექანიზაციით გაეძარცვათ მკვიდრი მოსახლეობა და მეტროპოლიაში გაეტანათ რესურსები –ყველაფერი კარგად მიდიოდა. XX საუკინის დასაწყისში კი, როცა მსოფლიო კოლონიალიზმი ესწრაფვოდა თვითლიკვიდაციას, კოლონიალური აპარატის, კოლონიალური არმიის შენახვა და კოლონიალური ტერიტორიების წარმოშობილი ელიტის გართობა ძვირი ჯდებოდა.

გარდა ამისა, გამზდმებული კოლონიალური ომები არაფრით არ შეესაბამება დემოკრატიასა და საერთოდ ცხოვრების ნორმალურ წესს. ადრე თუ გვიან ნებისმიერმა კოლონიალურმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი – ან ნორმალურად უნდა იცხოვროს – ნებაზე უნდა მიუშვას ყველა, რომელთაც არ უნდათ ან არ შეუძლიათ ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობს ტიტულოვანი ერი, ან კიდევ უნდა იცხოვროს სამხედრო დიქტატურის პირობებში.

მოკლედ, რაღაც მომენტში სარგებელი იმპერიისაგან დგება ეჭვს ქვეშ, ხარჯები კი ნათელია.

იმპერია ინსტიქტებით ცხოვრობს და არა ლოგიკითა და პერსპექტივებით. იმპერია თავის თავს თვლის სახელმწიფოს განვითარების ბოლო ფორმად და თვით აზრი იმის შესახებ, იმპერია ოდესღაც შესაძლოა აღარ იყოს – აკრძალულია.

ამიტომაც იმპერია ძვირი უჯდება მის ქვეშევრდომებს. განსაკუთრებით – ტიტულოვან ეროვნებას. იმპერიის ტრიტორიის შენარჩუნებისათვის, ერთი მხრივ, სასარგებლოა გაითამაშო იმპერიის განაპირა მხარეების პატარა ხალხებთან, მეორე მხრივ კი შეეცადო ისინი შეაზავო რუსული რეგიონებიდან ჩასახლებულებით. მეფის რუსეთი პოლონელებსა და ფინებს აძლევდა აგრეთვე ისეთ უფლებებს, რომლებიც არ ეხილათ მის ქვეშევრდომ რუსებსაც კი, მაგრამ პარალელურად არ წყდებოდა ამ რეგიონების რუსუფიკაციის მცდელობები, რაც ჯამში მაინც მივიდა მათ დაკარგვამდის და დერუსიფიკაციამდის.

რუსეთის თანამედროვე ხელისუფლება აკეთებს ამასვე: პრესტიჟის გამო ის იძულებულია შეინახოს ოდიოზური აზიატური რეჟიმების მთელი ნაშიერი, რომლებიც ინახება ქვყნის ძირეული მოსახლეობის ძარცვის ხარჟზე. ახარებთ, რომ ძალიღ არავის არ უშვებენ ჩეჩნეთში, ინგუშეთში და სამხრეთ ოსეთში საცხოვრებლად, თუმც ეს იქიდანააც მომდინარეობს, რომ გასასახლებელიც აღარავინაა, ამისათვის ხომ ძალებიც დიდი ხანია აღარ არის.

გამოდის, რომ რუსეთის იმპერია რუს მოქალაქეებს არაფერს აძლევს, გარდა მორიგ სამხედრო ავანტურაში დაღუპვის უფლებისა და ვალდებულებას ამ მოჩვენებითი დიდებულებისათვის ფულის ხდისა.

რუსი ადამიანები შიმშილობდნენ, როგორც ყველა სხვა. რუსი ადამიანები გააკულაკეს ხელისუფლების ნაბოდვარი იდეების სასარგებლოდ – ზუსტად ისევე როგორც შემდგომში გააკულაკეს პოლონელები, ლატები და ესტები.

როგორც კი ადამიანი დგება იმპერიის სამსახურში – ის კარგავს ეროვნებას. საფიქრებელია, რომ პოლონელ ოფიცრებს კლავდნენ რუსები – ეს პრობლემის გამარტივებაა. იმიტომ რომ მაშინ გაუგებარია ვინ კლავდა იმავე დროს რუსებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ იმპერია – ანტიეროვნული წარმონაქმია. მას საერთოდ არ სჭირდება ცალკეული ერები, არ სჭირდება სამშობლო მხარის, მშობლიური ენის და მშობლიური მუსიკის სიყვარული. მას სჭირდება ქვეშევრდომები, რომლებიც იმპერიის მიმდინარე ამოცანების შესასრულებლად ამაოდ არიან მზად ერთი ბოლოდან მეორეს მიაწყდნენ. დიახაც, არ უნდა გიყვარდეს მშობლიური მიწა, არც შენი სახლი, არამედ იმპერია, ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა იყო იმისათვის, რომ მშობლიური მიწა უნდა გადასცე მიმდინარე გლობალური პროექტების შესასრულებლად. Aამასთანავე –არც უნდა აღშფოთდე. იმიტომ რომ „საჭიროა“ – პრესტიჟისათვის, დიდებისათვის, სიამაყისათვის, იმისათვის, რომ შემდეგისთვისაც უნდა უჩვენეო „кузькину мать“.

გასაოცარი არ არის ის, რომ საბჭოთა ეპოქაში ბრალდება „ბურჟუაზიული ნაციონალიზმი“ იყო ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული და ხშირად ხდებოდა ეროვნული ელიტისადმი ანგარიშსწორების საბაბი.
სტალინური მმართველობის დასასრულს კი ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ერთ კომუნისტურ იდეოლოგიაზე იმპერიის აშენება იყო ძნელი. მაშინ კი გადაწყდა, რომ გამალებით შეერწყათ რუსული და საბჭოური, რუსული და იმპერიული. აქ გამოდგებოდა სამეფო გადმონაშთებიც, „მესამე რომიც“, და წყეული „ფეოდალური დაქსაქსულობაც.
ამ აგიტაციის მწარე ნაყოფს ჩვენ დღესაც ვიმკით, როდესაც ბევრი რუსი ადამიანი განიცდის მსოფლიოს ბედს, ვიდრე საკუთარ ბედსა და საკუთარი ბავშვების ბედს.

სამწუხაროდ, რუსეთისა რუსული და იმპერიული მცდარი გაიგივების იდეა აერთიანებს იმპერიის წინააღმდეგ რადიკალურ მებრძოლებსა და მის რადიკალურ დამცველებს.

იმპერისათან მრავალი მებრძოლის მთავარი თეზისი – ეს არის რუსი ხალხისა და იმპერიის განუყოფელი კავშირი. მაშასადამე, გძულდეს იმპერია, უნდა გძულდეს რუსი ხალხი, ამას გარდა, უნდა დაიწყი სწორედ მისი სიძულვილით. ამ დროს წამოიჭრება წერილის მთელი იდიოტიზმი იმის შესახებ, რომ რუსები დაბადებით მონები არიან და ა. შ. შედეგად კი ყველაფერი გადაიქცევა სულელურ რუსთმოძულეობაში, რომელიც მხოლოდ იმპერიული აგიტატორების წისქვილს ასხამს წყალს, რომლებიც გამუდმებით უმტკიცებენ რუს ხალხს რომ “ჩვენ ყველას ვძულვართ“.

იმპერიელთა მთავარი თეზისი – ეს არის რუსი ხალხის განუყოფლობა იმპერიისაგან და მისი ყველა ატრიბუტისაგან. იმპერიულობაში პარადოქსალური სახით ერწყმის ისეთი თითქოს და ურთიერთ გამომრიცხავი პოლიტიკური ძალები, როგორც კომუნისტები და მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები, ნეოსტალინელები და პუტინისეული „ენერგეტიკული იმპერიალისტები“. ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, რომ იმპერია როგორც მმართველობის ფორმა მაქსიმალურად აწყობთ მმართველ დაჯგუფებებს. დიახ, სწორედაც ამ პუბლიკის იდეოლოგიური ეკსკრემენტები ხშირად აღიქმებიან მთელი რუსი ხალხის პოზიციის დამკვირვებლებად, ამას გარდა, ხდებიან რუსოფობიური განწყობილებების ფუნდამენტად.

წრე იკვრება: მრავალ უცხოელს ეშინია და სძულს რუსები, თვლიან რა მათ დაბადებიდანვე იმპერიალისტებად და აგრესორებად, მრავალი რუსი კი ალალად მიიჩნევს, რომ უბრალოდ მოვალეები არიან იყვნენ აგრესიული იმპერიალისტები, ისე როგორც ირგვლივ ყველას სძინავს და ხედავენ, როგორმე ყველაფრისაგან განძარცვონ ისინი. საჭიროა კი ვილაპარაკოთ, რომ ამ სიტუაციიდან სარგებლობს მხოლოდ იმპერიული ხელისუფლება.

მოუტანა კი ბედნიერება იმპერიამ რუს ხალხს?
და თუ არა, ამაშ რა მიიღო საერთოდ რუსმა ხალხმა ამ იმპერიისაგან, რომელიც მთელს მსოფლიოში რუსების სახელმწიფოდ ითვლება?

მე ვთვლი, რომ იმპერია რუსი ხალხისათვის გახდა წყევლა, წარსულში ისტორიულად ჩვენი უბედურების სათავედ, აწმყოშიც და იქნებ მომავალშიაც?

დღეს ჩვენ, რუსები, რუსეთშიც მცხოვრებნიც კი, არსებითად ვართ ხალხი უქვეყნოდ. ჩვენ არ გაგვაჩნია პრივილეგიები რუსეთში. ამას გარდა, ჩვენ ვართ მორიგი თვითმარქვიების პროგრესირებადი იმპერიული შიზოფრენიის მორიგი მსხვერპლი და მძევლები. ჩვენ ბევრს არ ვუყვარვართ და ეშინიათ ჩვენი, გვხედავენ რა ყოველ უბედურებაში ბრალეულს, მაგრამ ეს ადამიანები სცდებიან: ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ საერთო მტერი გვყავს – ეს ბოროტი და სისხლიანი იმპერიაა, როგორადაც არ უნდა იწოდებოდეს ის მიმდინარე ეტაპზე.

სამწუხაროდ, პროპაგანდის საუკუნეებმა გააკეთა თავისი საქმე. ბევრს ახლაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობის აზრია – ხელი შევუშალოთ ნორმალურ ცხოვრებაში მეზობლებს. ბევრნი კიდევ ბოროტად მისტირიან საშინელ საბჭოურ დროს, როდესაც გამხეცებული სტალინური სატრაპია გვაიძულებდა მთელი დანარჩენი მსოფლიოს კანკალს. ეს ყველაფერი ხომ დიდი ჭკუისაგან არ მოდის.

სამწუხაროა, რომ სიცრუე რუსების თანდაყოლილი სურვილის შესახებ – იცხოვრონ იმპერიაში – მოედინება ყოველი მხრიდან, ჩვენ, რუსები სახელგატეხილნი ვართ მტრებისაგან, მაგრამ ჩვენი ვითომ მეგობრები უარესნი არიან ჩვენს მტრებზედ.
ჩვენ ყველანი დავიღალენით იმპერიისაგან, და თუ ოდესმე ჩვენ ამაში საბოლოოდ გამოვტყდებით. გამოვტყდებით იმაში, რომ იმპერიამ მთავარი დანაშაული ჩაიდინა რუსების წინააღმდეგ – მან ჩვენ წაგვართვა სამშობლო.

ჩვენთვის, რუსებისათვის სასარგებლოა დავრჩეთ ჩვენს თავთან პირისპირ, შევწყვიტოთ მსოფლიოს ბედზედ ფიქრი და ვიფიქროთ ჩვენზედ, საკუთარ მომავალზე და საკუთარ ცხოვრებაზე. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს მომენტი დადგება და ეს იქნება სულ სხვა, რუსეთის ისტორიისათვის და რუსი ხალხისთვის ჯერ არნახულის დასაწყისი.

 

რუსულიდან თარგმნა ალ.სანდუხაძემ

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3