EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Lela

თარიღი: 2014-03-18 11:53:39

clubdrugs

14 თებერვალს ღამის კლუბ "გალერიში" ცნობილი კარდიოლოგის გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცლებული ინფორმაციით, ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი, ნარკოტიკული საშუალების, ე.წ. "ბიოს" გადაჭარბებული დოზა გახდა.

ბოლო დროს საქართველოში სინთეზური კანაბინოიდების შემცველი მოსაწევების მოხმარება მასობრივად დაიწყეს. ღამის კლუბებშიც ხშირად ნახავთ ამ ნივთიერებით გაბრუებულ ადამიანებს. როგორ შეაქვთ ნარკოტიკული საშუალებები ქართულ ღამის კლუბებში? სად შოულობენ ახალგაზრდები ნარკოტიკებს? რა ფატალური შედეგებით სრულდება ბოჰემური გართობა და ხდება თუ არა ამ პროცესის კონტროლი? ამ თემებზე ambebi.ge-ს ქართული კლუბების ხშირი სტუმარი ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- ნარკოტიკის შეტანა ღამის კლუბებში ძალიან მარტივია, ვინაიდან არ ხდება მკაცრი შემოწმება და ჩხრეკა. მით უფრო, თუ კლუბის ხშირი სტუმარი ხარ, იციან, რომ ფულს ხარჯავ და მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენ, შესაძლოა, ყოველგვარი შემოწმების გარეშეც შეგიშვან. ხელით გამოწმებენ ცივი ან სხვა სახის იარაღი ხომ არ გაქვს, მაგრამ წინდაში და იღლიაში თუ რამეს მალავ, არავინ ნახულობს. არც რაიმე სახის ოფიციალური აკრძალვა მოქმედებს. ამიტომ თავისუფლად შეიძლება კლუბში ნარკოტიკის მიღება. თან გააჩნია ნარკოტიკს, ზოგი აბების სახით არსებობს, ზოგს ეწევიან. აბები ძალიან მარტივი მისაღებია, არავინ გიყურებს, ვერავინ დაგიშლის. რაც შეეხება მოსაწევს, ამისთვის საპირფარეშოში გადიან. ჩემთვის ადვილი გასარჩევია, ვინ არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და ვინ - ალკოჰოლის. მთვრალი ადამიანი, მათგან განსხვავებით, უფრო აგრესიულად იქცევა. "კაიფში" მყოფი ადამიანი ცოტას "უბერავს".

- არსებობს თუ არა ადამიანთა გარკვეული წრე, რომლისთვისაც დასაშვებია კლუბში ნარკოტიკის შეტანა? თავად კლუბში თუ იყიდება ნარკოტიკული საშუალებები?
- ნებისმიერს შეუძლია. პირადად მე კლუბში "ბარიგები" არასდროს შემხვედრია და ჩემთვის ნარკოტიკი არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ თუ ნარკოტიკის შეძენა გინდა, უნდა იცნობდე იმ ადამიანებს, რომლებიც მაგას ასაღებენ. თავად კლუბში არა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობენ "ბარიგები".

- ამას არავინ აკონტროლებს? პოლიცია ან კლუბების მეპატრონეები თვალს ხუჭავენ ამ ფაქტებზე?
- ამ ფაქტით არავინ ინტერესდება, არავის სურს ამ ტიპებს პრობლემა შეუქმნან, იმიტომ რომ ისინი სჭირდებათ. როცა ადამიანი კლუბში გასართობად მიდის და ადგილზე სთავაზობენ ისეთ საშუალებებს, რომლითაც თავის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, არავის აწყობს, რომ ასეთ ადამიანებს პრობლემა შეუქმნან. პოლიციასთან "ჩაშვების" ფაქტს არასდროს შევსწრებივარ და პრობლემებიც ნაკლები აქვთ. შესაძლოა, იჭერენ კიდეც, მაგრამ ჩემი თვალით ასეთი შემთხვევა არ მინახავს.

- რომელია ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი ქართულ კლუბებში?
- ყველაზე პოპულარულია "ბიო", მანაგუა, ლსდ (LSD), ფხვნილი და კრისტალები, ეს ბოლოს შემოვიდა.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანი კლუბში ცუდად გამხდარა და სამედიცინო დამხარება დასჭირვებია?
- პარასკევ ან შაბათ საღამოს მიბრძანდით არამიანცის საავადმყოფოში და იმდენ შემთხვევას ნახავთ, ვერ დათვლით, რიგები არ წყდება. ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი კაზინოში გახდა ცუდად, სასმელით მოიწამლა. მამამისმა დაგვირეკა და საავადმყოფოში მივედით ძმაკაცები. დაახლოებით, 60 კაცი შემოიყვანეს 4 საათის განმავლობაში. ყველას ერთი და იგივე პრობლმემა ჰქონდა - "ბიოთი" ან სასმელით ინტოქსიკაცია.

- რა თანხაა საჭირო ნარკოტიკის შესაძენად?
- მაგალითად, ერთი

http://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=358&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=ac8263c2

პაკეტი ფხვნილი 200 ლარი ღირს. "ბიოს" ძირითადად ინტერნეტით იწერენ, ღირებულება რაოდენობაზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ფასი 80 დოლარიდან იწყება.

- კლუბ "გალერიში" თუ დადიხარ, სადაც ცოტა ხნის წინ ცნობილი კარდიოლოგის შვილიშვილი გარდაიცვალა?
- მართალი გითხრათ, არასდროს მომწონდა ეგ კლუბი, იმიტომ რომ მანდ როცა კი ვყოფილვარ, ახალგაზრდების უმრავლესობა ისეთ "გაგლეჯილ კაიფში" იყო, მაგათ ფეხს ვერ ვუწყობდი... პირადად მე, ნარკოტიკებს სასმელი მირჩევნია.

- გამოსავალს რაში ხედავ? როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა ან ნაწილობრივ მოგვარება?
- ჩემი აზრით, ქართულ კლუბებში ამდენი პრობლემა იმიტომ არის, რომ აკრძალულია "პლანის" (მარიხუანა) მოწევა, რომელიც ნაკლებად მავნებელია. ფაქტია, რომ საქართველოში უფრო ხელმისაწვდომია "ბიო", "კრაკადილი" და სხვა საზიზღრობები, რამაც ასეულობით ახალგაზრდა შეიწირა. თუ ადამიანს კაიფი უნდა, მაინც იკაიფებს, თავს ვერ დაანებებინებ, მაგრამ უმჯობესია ისეთი საშუალებების ლეგალიზაცია მოხდეს ქვეყანაში, რომელიც მიღების შემთხვევაში, არ მოგკლავს. ცოტა ხნის წინ აბებით დიდუბეში გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა, უამრავი მსგავსი შემთხვევის შესახებ მსმენია. ყველაზე გონივრული იქნება მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვან.

სოფო მინაშვილი
 



წყარო - http://www.ambebi.ge