EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« რა არ შეიძლება მაღალყელიან წინდებსა და კოლგოტებზე »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: Nisa
თარიღი: 2014-03-18 19:04:46
1. საქმიან სტილში არ დაიშვება ბადე ნაქსოვი ან ნახატებიანი "კოლგოტები", ასევე, სხვადასხვა ტექსტურის. შავი, სქელი წინდებიც არ უხდება საქმიან კოსტიუმს.
2. ფერადი, მბზინავი "კოლგოტები" მხოლოდ ოფისის გარეთ დაიშვება. არასოდეს გააკეთოთ არჩევანი ე.წ. პერლამუტრ, მბზინავ, რუჯისეფექტიან "კოლგოტზე" – ეს ძალიან ვულგარული და იაფფასიანია.
3. თუ პატარა, შავი კაბის ჩაცმა გაქვთ გადაწყვეტილი, ნუ შეუხამებთ მას გამჭვირვალე, ხორცისფერ "კოლგოტებს".
4. ღია, საზაფხულო ფეხსაცმელი მოკლეყელიან წინდებსა და "კოლგოტებთან" ერთად – აკრძალული კომბინიციაა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ბოლო დროის კოლექციებში მოდელებს ფერად სანდლებსა და სქელ "კოლგოტებს" აცმევენ, მაინც გირჩევთ, ფრთხილად შეარჩიოთ ეს კომბინაცია, განსაკუთრებით, საქმიანი დრეს-კოდისას.
5. სხვათა შორის, სანდლებსა და ღია ფეხსაცმელებს ზოგადად მოდის მიმდევრები საქმიან გარდერობში დიდად არ მიესალმებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტივი იქნება წესის დაცვა, რომლის მიხედვითაც, საქმიან დრეს-კოდში "კოლგოტების" ჩაცმა ზაფხულობითაც დასაშვებია.
6. ცივი სეზონის ჰიტი "თეთრი ჩექმა და შავი "კოლგოტი" ან შავი ჩექმა და ხორცისფერი "კოლგოტი" – დაუშვებელი შეხამებაა.
7. დაბოლოს, "კოლგოტები" არ უნდა იყოს მკვეთრად ამოვარდნილი ფეხსაცმლისა და ზედა სამოსის ტონებისგან.