EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ,,ჰედონიზმი“ - სკანდალური სასტუმრო, სადაც სექსუალური გარყვნილება ლეგალურია »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-03-18 19:37:33

,,ჰედონიზმი“ - სკანდალური სასტუმრო, სადაც სექსუალური გარყვნილება ლეგალურია
 
იამაიკაზე გაშენებული სასტუმროთა ქსელი ''ჰედონიზმი'' ერთ-ერთია ამ ქსელის 4 სასტუმროს შორის, რომელიც თავის კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას ოფიციალურად სთავაზობს. 
 
ადგილობრივები მას გარყვნილების ოაზისსა და სექსუალურად აღგზნებული ტურისტების ბუდეს უწოდებენ. ''ეროტიკის სამეფო'', ''ველური სექსის სამოთხე'', ''ხორციელი სიამოვნების ბუდე'', ''ყველაზე წარმოუდგენელი ეროტიკული ფანტაზიის ახდენა''. ეს ის მცირე ეპითეტებია, რომლებითაც სასტუმროთა ამ ქსელს ამკობენ...
 
არსებობის პირველივე დღიდან ''ჰედონიზმის სამოთხე'' სექსუალური პროექტის შემქმნელების იმედებს ამართლებს - თეთრი ქვიშა, მოლივლივე ცისფერი ზღვა, პალმის ფოთლების შრიალი... 
 
სწორედ ასეთ სამოთხეში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ''გარყვნილი სასტუმრო''. იქ მოხვედრა 5000 დოლარად ღირებული ტურისტული საგზურით შეიძლება ეს თანხა მხოლოდ საგზურის ფასია, თუმცა ყველა, ვინც იქ ყოფილა, ამბობს, რომ მიღებული სიამოვნება დახარჯულ თანხად ღირს...
 
თავად ცნება ''ჰედონიზმი'' ანტიკური წარმომავლობისაა. ბერძნულად იგი თავაშვებულ გართობასა და ცხოვრებით ტკბობას ნიშნავს. თავის დროზე სწორედ ეს დაედო საფუძვლად კირენაიკთა სწავლებას, რომლის მიხედვითაც ცხოვრების არსი სულიერი და ხორციელი სიამოვნების მიღებაშია.
 
ერთკვირიანი სექსდასვენება სასტუმროს არაჩვეულებრივ ნომრებში დამსვენებლებს სოლიდური თანხა უჯდებათ, თუმცა, სიძვირის მიუხედავად, ''ჰედონიზმის'' ისტორიას ჯერ არ ახსოვს სასტუმროს ცარიელი ნომრები. პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა კი, როგორც ცნობილია, კიდევ უფრო მეტის შექმნის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ მეპატრონეებმა კიდევ სამი მსგავსი სასტუმრო გახსნეს: ''სოდომი თქვენთვის'', - საზრიანი იამაიკელები ახალ სასტუმროებს სწორედ ასეთ რეკლამას უკეთებენ.
 
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ერთ-ერთ ''ჰედონიზმში'' მხოლოდ 20-დან 42 წლამდე ადამიანები სახლდებიან, მეორეში - 42-დან 65 წლამდე, მესამეში - 66-დან 75 წლამდე, ხოლო მეოთხე შერეული ტიპისაა. 
 
სასტუმროები იმაზე ზრუნავენ, რომ ყოველდღიური ამაოებითა და მჩქეფარე ცხოვრებით გადაღლილმა ტურისტებმა ერთი კვირა სრულ განცხრომაში გაატარონ. 
 
სასტუმროს ნომრებში არ არის ტელევიზორი, ტელეფონი კი სულ ახლახან გაიყვანეს. ტურისტების ტრადიციულ შეკითხვას: ''უკაცრავად, მაგრამ ჩემს ნომერში ტელეფონი რატომ არ არის?'', სასტუმროს პერსონალი დაზეპირებული ფრაზით პასუხობს: ''იმედი გვაქვს, რომ აქ არა მეგობრებთან საჭორაოდ, არამედ ინტიმური ცხოვრებისთვის ჩამოხვედით. თუ სექსი ტელეფონით გინდათ, ნება გვიბოძეთ უკეთესი რამ შემოგთავაზოთ!''. 
 
სიტყვამ მოიტანა და უნდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს პერსონალის ჩაცმულობა სრულად შეესაბამება სასტუმროებში არსებულ სექსუალურ ატმოსფეროს. კლიენტის სურვილისამებრ, პესონალი მზად უნდა იყოს თავიანთი შეძლებული გადამხდელების ''პირველადი ინსტინქტები'' დააკმაყოფილონ. პერსონალს კი მართლაც ვერავინ დაიწუნებს...
 
თუ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ბრძანდებით ან განსხვავებული მიდრეკილებები გაქვთ, პრობლემა არ არის! მთავარია, კლიენტი თავს კარგად გრძნობდეს. 
 
თუ საქმე სპორტულ ღონისძიებამდე მივიდა, ამაზე სასიამოვნო სასტუმროებში თითქმის არაფერია. აქ ყველაზე კარგად მოქმედებს ფრაზა, რომ მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა. რაც შეეხება სპორტულ დარბაზებს, სასტუმროში თვალში არა ტრენაჟორები, არამედ ინსტრუქტორები მოგხვდებათ, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ. მაგრამ, თუ სპორტული ადამიანი ბრძანდებით, 6 დღესა და 7 ღამეში საფირმო რეცეტით სრულიად განსხვავებულ ილეთებს შეგასწავლიან...
 
პლაჟის ნაწილი ნუდისტურია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არც ერთ ნუდისტურ პლაჟზე ადამიანებს ისეთი სიყვარულითა და ყურადღებით არ ექცევიან, როგორც ამ კონკრეტულ პლაჟზე. მათთვის ყოველდღე იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება.
 
ცურვის მოყვარულთათვის კი სხვადასხვანარი აუზები და ჯაკუზებია: სასტუმროს კლიენტები მათში შიშველ-ტიტვლები ეშვებიან. მოკლედ, საცურაო კასტიუმი იქ სრულიად ზედმეტია, თუმცა თუ ვინმეს გარკვეული ადგილების დამალვა მაინც სურს, მას საცურაო კოსტიუმის ჩაცმას არავინ უკრძალავს. 
 
როდესაც სადილობის დრო დგება, სასადილოებში ნახევრად შიშველი ქალები და კაცები დატანტალებენ, ხოლო თუ ვინმე შორტისა და მაისურის ჩაცმას მოინდომებს, მას გიჟად შერაცხავენ. 
 
საღამოსკენ ''ჰედონიზმი'' თავისი მჩქეფარების კულმინაციას აღწევს. საღამო იმის ნიშანია, რომ მალე სუპერგარყვნილობა დაიწყება. ორგიებს, რომლებიც იქ ღამე იმართება, მხოლოდ პორნოგრაფიული ჟანრის ფილმებში თუ ნახავთ.
 
თუმცა არ გეგონოთ, რომ ყველაფერი გარყვნილობას მიაქვს - იქ ქორწილებსაც იხდიან და თაფლობის თვესაც ატარებენ, თუმცა მეორე ნახევრის ერთგულებაზე თავის დადება ცოტა ძნელი, რადგან საითაც უნდა გაიხედო, ლამაზი და შიშველი ადამიანები დადიან.