EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არამიწიერი ცისარტყელას პირველი ფოტო »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2014-03-18 23:30:15
ევროპის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა – „ვენერა-ექსპრესი“, სხვა პლანეტის ატმოსფეროში ცისარტყელას სურათი გადაიღო(esa).
გლორია ცისარტყელას ტიპია, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში სინათლის 180 გრადუსით გარდატეხის დროს ჩნდება, მზესა და დამკვირვებელს შორის პირდაპირი ხედვის ხაზზე. თვითმფრინავების მგზავრები და ალპინისტები გლორიას ხშირად ხედავენ ხოლმე.
ამ ოპტიკური ეფექტის გაჩნის აუცილებელი პირობაა ატმოსფეროში არსებული სითხის წვეთების ერთნაირი ზომები. ვენერას ატმოსფეროში გლორიას დამზერა იმაზე მეტყველებს, რომ მის შიდა დიამეტრში მაინც, ეს პირობა სრულდება. ავტორთა გამოთვლებით, ვენერას ატმოსფეროში შეტივტივებული წვეთბის ზომა 1,2 მიკრომეტრია.
ცისარტყელას სპექტროსკოპული ანალიზით დადგინდა, რომ ულტრაიისფერ ნაწილში მაღალი შთანთქმის მაჩვენებელი, მარტო წყლისა და გოგირდმჟავას ორთქლით ვერ აიხსნება. ეს უკანასკნელნი ვენერას ატმოსფეროში დიდი ხანია რაც აღმოაჩინეს. მეცნიერთა თქმით, ეს ჭარბი შთანთქმა რკინის ქლორიდისა და მყარი გოგირდის ნაწილაკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კოსმოსური აპარატი „ვენერა-ექსპრესი“ ევროპელებმა 2005 წელს გაუშვეს. ნახევარი წლის მერე მან ვენერას მიდამოებს მიაღწია და მას შემდეგ იქ მუშაობას. აპარატზე ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტრომეტრებია დაყენებული, ასევე მაგნიტომეტრი და პლაზმის საკვლევი მოწყობილობა.