EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სპარტა / Sparta »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2014-03-21 21:58:52
სპარტა
სპარტა (ძვ. ბერძნ. Σπάρτη, ლათ. Sparta) ან ლაკედემონი (ძვ. ბერძნ. Λακεδαίμων, ლათ. Lacedaemon) — ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის სამხრეთ აღმოსავლეთ ოლქში — ლაკონიკეში. გაშენებულია მდინარე ევროტასის ხეობაში.
ლაკონიკეში კრეტა-მიკენის კულტურის კერები არსებობდა. ტერიტორია ასევე ყურადღებას იპყრობს თავის არქეოლოგიური ძეგლებით: ეკლესიით ფეხზე მდგარი არტემი და რომის იმპერიის პერიოდის თეატრით. ჰომეროსის „ილიადაში“ იხსენიება ლაკონიკეს 12 აქველ თემთა შორის, მითიური მეფე მენელაეს სამფლობელოდ. დორიელთა შემოჭრის (ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისი) შედეგად ლაკონიკეს ძველი კერები დაინგრა, მოსული (დორიული) და დამხვდური (აქაველი) მოსახლეობა ერთმანეთს შეერია, ახალი სპარტის აღმოცენება უკვე მდინარე ევროტასის ნაპირებზე ძვ. წ. X-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ორი ტემის გაერთიანებას მოწმობს ორმეფობა სპარტის სათავეში — ევრიპონტიდებისა (დორიელები) და აგიადების (აქაველები) დინასტიებით.
საზოგადოება
ათენისგან განსხვავებული იყო სამხრეთ საბერძნეთის საზოგადოება. ძვ. წ. IX საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ლაკონიკე, რომლის დედაქალაქი იყო სპარტა.
სპარტას საზოგადოება სამი ნაწილისგან შედგებოდა:
- სპარტელები — სრულუფლებიანი მოქალაქეები;
- პერიეკები — ვაჭარ-ხელოსნები;
- ჰილოტები — მიწის მუშები.
ამათგან სრულუფლებიანი მოქალაქეები მხოლოდ პირველნი იყვნენ. ყველა სპარტელი შედიოდა „თანასწორდა თემში“. ისინი სამხედრო საქმის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ცხოვრებისთვის ყველაზე საჭირო საქმეს (მიწის დამუშავება) აკეთებდნენ ჰილოტები, რომლებიც სრულებით უუფლებონი იყვნენ და სპარტელთა საკუთრებად ითვლებოდნენ.
მათზე ბევრად მრავალრიცხოვანი ჰილოტების დასამორჩილებლად სპარტელებმა შემოიღეს „სპარტანული ცხოვრების წესი“. ისინი მთელ დროს ატარებდნენ „ფიდიტუსში“ -სამხედრო ბანაკში, სადაც ვარჯიშობდნენ, იწვრთნებოდნენ და შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. მათი მთავარი ვალდებულება ჰილოტების დამორჩილება იყო. ჰილოტები ხშირად უჯანყდებოდნენ მოძალადეებს. სპარტელები კი ხოცავდნენ ყველაზე ძლიერ ჰილოტებს. ყველაზე დიდი აჯანყება (ე. წ. მესენიელთა ომები) მოხდა ძვ. წ. 464-458 წწ.
ჰილოტების გარდა სპარტელთა ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ პერიეკები, თავისუფალნი, მაგრამ პოლიტიკურ უფლებას მოკლებულნი. ესენი იყვნენ ხელსონები და ვაჭრები. თვითონ სპარტელები სამეურნეო ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ. მათი ცხოვრება საომარი ყაიდისა იყო. სპარტის ცხოვრების ორგანიზაცია მიეწერებოდა ლეგენდარულ კანონმდებელსა და სპარტის სახელმწიფოს დამაარსებელს — ლიკურგეს.
მმართველობა
სპარტის უმაღლესი ორგანო იყო აპელა — სახალხო კრება (ფაქტობრივად მოკლებული საკანონმდებლო უფლებას), კრებიდან კრებამდე კი უმაღლეს ხელისუფლებას ახორციელებდა გერუსია – უხუცესთა საბჭო. მეფეები (2 მეფე), აპელასა და გერუსიისაგან ფრიად შეზღუდულნი, სათავეში ედგნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, სარდლობდნენ ლაშქარს და განაგებდნენ კულტს. სახალხო კრება ცალკე ირჩევდა ეფორების კოლეგიას, რომელიც კონტროლს უწევდა მოქალაქეთა და მეფეთა საქმიანობას.
ისტორია
სპარტის სამეფო ჩამოყალიბდა ძვ. წ. XI საუკუნეში. ძვ. წ. X საუკუნეშიხდება დორიელების მიერ ლაკონიის დაპყრობა, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა აქციეს პერიეკებად (პოლიტიკურად უუფლებონი, მოქალაქეობრივად თავისუფალნი) და ჰილოტებად(სახელმწიფო მნები), ხოლო მათ პრივილეგირებული სპარტიატების ფენა შეადგინეს. ძვ. წ. IX საუკუნეში კანონმდებელმა ლიკურგემ სპარტის საფუძველზე ჩამოაყალიბა ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, რომელმაც თავისი ჰეგემონია გაავრცელა მთელს პელოპონესზე და მთლიანად ძველ საბერძნეთზე.
ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში სპარტამ გაანადგურა თავისი მეტოქეარგოსი და თავისი მეთაურობით შექმნა პელოპონესის კავშირი, რომელიც ბერძენ-სპარსელთა ომებში (ძვ. წ. 500-449 წწ.) წამყვან როლს ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 478 წელს ათენის საზღვაო კავშირიშეიქმნა და ბრძოლებმა გადაინაცვლა ზღვაზე, ათენი დაწინაურდა. სპარტისა და ათენის მეტოქეობა ომში გადაიზარდა. ე. წ. პელოპონესის ომი (ძვ. წ. 431-404 წწ.) ათენის დამარცხებითა და საბერძნეთში სპარტის გაბატონებით დამთავრდა.
სპარტა უხეშად ერეოდა ბერძნული პოლისების საშინაო ცხოვრებაში, ძალით ამყარებდა ოლიგარქიულ რეჟიმებს. სპარტამ ვერც სპარსეთთანაგრესიის საფრთხე აღკვეთა. ბერძნული ქალაქები სპარტას აუჯანყდნენ, სპარსეთი აჯანყებულებს მიემხრო. ე. წ. კორინთის ომი (ძვ. წ. 395-387 წწ.) ძვირად დაუჯდა საბერძნეთს. სპარტა იძულებული იყო ხელი მოეწერა სამარცხვინო ანტალკიდას ზავისათვის. ამას დაერთო მძაფრი სოციალური ძვრები თვით სპარტის შინაურ ცხოვრებაში; ხშირმა ომებმა, ნაძარცვის შემოტანამ, ქონების დაგროვებამ, ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის განვითარებამ დაარღვია კონსერვატიული და კარჩაკეტილი „თანასწორთა თემი“. დაახლოებით ძვ. წ. 400 წელს ეფოროსმა ეპიტადეოსმა გაატარა რეფორმა, რომლის ძალით ყველა სპარტელს ნება ეძლეოდა გაესხვისებინა მიწა. მიწა ასი ოჯახის ხელში მოექცა; სრულუფლებიან მოქალაქეთა რიცხვი 700-მდე დავიდა. კერძო საკუთრება საბოლოოდ დამკვიდრდა. დაეცა სპარტის სამხედრო ძლიერებაც. ორჯერ მძიმედ დამარცხდა თებესთან ბრძოლაში (ლევქტრის ომი — 371 და მანტინეის ომი — ძვ. წ. 362 წ.). პელოპონესის კავშირი დაიშალა.
ძვ. წ. III-II საუკუნეებში სპარტაში ძლიერდება სოციალური ბრძოლა. მეფეები ჯერ აგის IV და შემდეგ კლეომენე III, შეეცადნენ ღარიბთა სასარგებლო რეფორმების გატარებას (ვალების გაუქმება, მიწების ხელახალი განაწილება, სრულუფლებიან მოქალაქეთა რიცხვის გაზრდა), მაგრამ იგი მონათმფლობელური ოლიგარქიის სასტიკი წინააღმდეგობის (მას აქაველთა კავშირი და მაკედონია უჭერდა მხარს) გამო სრული მარცხით დამთავრდა.
ძვ. წ. 207 წელს სპარტაში ხელისუფლება ხელთ იგდო ტირანმა ნაბისმა, რომელმაც სოციალური რეფორმა გაატარა: მდიდრებს მიწები ჩამოართვა და ღარიბებს დაურიგა, ჰილოტები გაააზატა. მაგრამ რომისა და ბერძნულ პოლისთა ხელახალი ჩარევის შედეგად სპარტაში ოლიგარქიის ბატონობა აღდგა.
სპარტა ძვ. წ. 146 წელს (შეზღუდული თავისუფლებით) დანარჩენ საბერძნეთთან ერთად რომის მორჩილებაში მექცა. ძვ. წ. 27 წლიდან სპარტა რომის პროვინციისაქაიის შემადგენლობაში შევიდა.
ეკონომიკა
სპარტის ეკონომიკა ეყრდნობოდა ნაყოფიერი ლაკონიკეს აგრარულ მეურნეობას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში დაიმორჩილა სამხრეთ პელოპონესის ნაყოფიერი ოლქები -მესენია და კინურია. ძველი და ახალი დაპყრობილი მიწები სპარტის სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა და 9 თუ 10 ათას თანაბარ ნაწილად (კლერებად) ურიგდებოდა ამდენსავე სპარტულ ოჯახს. მიმაგრებული მიწა გადადიოდა თაობიდან თაობაზე. გასხვისების, გაყიდვისა თუ გაყოფის აკრძალვით. მიწის ასეთი თანაბარი განაწილება იყო ქვაკუთხედი სპარტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რაც, თავის მხრივ, აისახებოდა სახელწოდებაში - „თავისუფალ და თანასწორ სპარტიატთა თემი“. მიწის ნაკვეთთან ერთად სპარტელს ეძლეოდა სამუშაო იარაღები, მათ შორის მონა ჰილოტები, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ.
აღზრდა
როდესაც სპარტელ ქალს ბავშვი უჩნდებოდა, მას ექიმები საგულდაგულოდ სინჯავდნენ და თუ რამე ნაკლს აღმოუჩენდნენ მას, უფსკრულში აგდებდნენ, ჯამრთელებს კი დედებს ატანდნენ და 7 წლამდე აღზრდის უფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი ართმევდნენ და მიჰყავდათ საწრთვნელ ბანაკებში. ყოველი სპარტელი მამაკაცი 7 წლიდან სიკვდილამდე სამხედრო სამსახურში იყო, უმკაცრეს სამხედრო აღზრდას 20 წლამდე იღებდა, სკოლა-ყაზარმიდანვე ირიცხებოდა სამხედრო განაყოფში, სადაც ის თავის თანამებრძოლებთან ერთად რჩებოდა, სიკვდილამდე მათთან ვარჯიშობდა, იბრძოდა, ტრაპეზს იყოფდა. სპარტანული აღზრდა გულისხმობდა გონებრივ წვრთნასაც, სხარტ, მოკლე და საზრიან სიტყვა-პასუხს („ლაკონიური საუბარი“). სპარტანული აღზრდის წყალობით, სპარტა საბერძნეთში პირველხარისხოვანი ქვეითი (ჰილოტები) ლაშქარი ჰყავდა.
სპარტელების უძველესი წესჩვეულებები
1. ყველა ვინც შედიოდა სასადილო ოთახში (ძველ სპარტაში მიღებული იყო საერთი სასადილოები, თვით სპარტის ძლევამოსილი მეფეებიც იქ მიირთმევდნენ საჭმელს), იქ მყოფი უფროსი მიუთითებდა კარებისკენ და ამავდროულად აფრთხილებდა ყველას "არც ერთი სიტყვა არ გადის მას იქით" სწორედ სასადილოში იღებდნენ ძველი სპარტელები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
2. ყველაზე მეტად სპარტელები აფასებდნენ ეგრედ წოდებულ "შავ სალაფავს" ასე რომ მოხუცებულები მათ წილ ხორცს არ ჭამდნენ და უთმობდნე ახალგაზრდებს;
3. სპარტელები არასდროს იყენებდნენ ჩირაღდნებს იმიტომ, რომ უბრალოდ აკრძალული ჰქონდათ მათი გამოყენება, რადგან მიაჩნდათ, რომ უფრო კარგად და მამაცურად ივლიდნენ ღამე გზებზე ომის დროს;
4. სპარტელები წერა - კითხვას სწავლობდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსდგომოდათ ყოფით ცხოვრებაში. ხოლო რაც შეეხება მეცნიერებას და განათლებას, მათ ეს უბრალოდ აკრძალეს ქვეყანაში და ყველა მეცნიერი გაყარეს ქვეყნიდან, რადგან მიაჩნდათ რომ ახალგაზრდების აღზრდა მიზანმიმართული უნდა ყოფილიყო დისციპლინის და სამხედრო ხელოვნებისკენ;
5. სპარტელები არ ხმარობდნენ ქვედა საცვლებს, მთელი წლის განმავლობაში ეცვათ მხოლოდ ზედა მოსასხამი. დადიოდნენ დაუბანელები, გარკვეულწილად გაურბოდნენ ბანაობას;
6. სპარტაში მამათმავლობა მიღებული იყო, მაგრამ არ შეიძლებოდა იმ ყმაწვილთან ურთიერთობა რომელიც სრულწლოვანი არ იყო. ვინც ამ კანონს არღვევდა მას აძევებდნენ ქვეყნიდან და ართმევდნენ მოქალაქეობას;
7. სპარტაში აკრძალული იყო ვაჭრობა, თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა და არ ქონდა, მიდიოდა თავის მეზობელთან და იღებდა იმ შემთხვევაში ტუ მასაც არ სჭირდებოდა იმ მომენტში, ეს წესი ეხებოდა თითქმის ყველაფერს, მაგალითად სანადირო ძაღლს, ცხენს, ბეღელს და ა. შ.
8. სპარტაში 7 წლის ბავშვი აღარ ეკუთვნოდა ოჯახს, იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრება ხდებოდა, ბავშვები მიყავდათ სპეციალურ საწვრთნელ ბანაკებში სადაც მიმდინარეობდა მათი წვრთნა 13 წლის განმავლობაში.