EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თანაბარდღეობა დედამიწაზე და სეზონების ცვლილება »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: lolipop

თარიღი: 2014-03-24 22:54:53

თანაბარდღეობა დედამიწაზე და სეზონების ცვლილება

როცა დღისა და ღამის გამყოფი ხაზი ვერტიკალური ხდება, პლანეტა დედამიწაზე თანაბარდღეობა დგება, დღისა და ღამის ხანგრძლივობა პქარტიკულად ერთნაირია. თანაბარდღეობის დროს ტერმინატორი, პლანეტის ნათლი და ბნელი მხარეების გამყოფი ხაზი, ვერტიკალური ხდება, ის, ზუსტად ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გადის. წარმოდგენილი ვიდეორგოლი ამ მომენტს გვიჩვენებს, მასში მთელი ერთი წელიწადი 12 წამშია ჩატეული. თანამგზავრი „მეტეოსატი“, მდებარე გეოსტაციონარულ ორბიტაზე, დედამიწის ინფრაწითელ ფოტოებს ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს იღებდა. ჩანაწერი 2010 წლის სექტემბრით იწყება, თანაბარდღეობის დროს, როცა ტერმინატური ვერტიკალური იყო. მზის გარშემო ბრუნვასთან ერთად ტერმინატორი დახრის კუთხეს იცვლის, ჩრდილოეთი ნაკლებად არის განათებული და იქ ზამთარი იწყება. წელიწადი გრძელდება, ვიდეორგოლის შუაში 2011 წლის მარტის თანაბარდღეობა დგება, შემდეგ ტერმინატორი უკვე მეორე მხარეს იხრება, სამხრეთში ზამთარი დგება, ჩრდილოეთში კი ზაფხული. თანამგზავრის მიერ აღბეჭდილი წელი სექტემბრის თანაბარდღეობით მთავრდება, რითაც მილიარდობითჯერ შესრულებულ მოგზაურობას კიდევ ერთი ემატება, ასე გაგრზელდება, სანამ მზის სისტემა იარსებებს(მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება; ანალემა+).

გეოსტაციონარული მაგისტრალი 
 
 გაიყვანეთ თანამგზავრი ორბიტაზე რადიუსით 42 ათასი კილომეტრი(ზედაპირიდან 36 ათასი კილომეტრი) და ის ორბიტას ყოველ 24 საათში ერთხელ შემოუვლის. ეს, დედამიწის ბრუნვის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ გეოსინქრონულს უწოდებენ. თუ ორბიტა ეკვატორის სიბრტყეში მდებარეობს, თანამგზავრი, დედამიწის ზედაპირის სულ ერთი და იგივე ადგილის თავზე იქნება დაკიდებული, რადგან გეოსტაციონარულ ორბიტაზეა გაყვანილი. როგორც ჯერ კიდევ ორმოციან წლებში ფანტასტი არტურ კლარკი წინასაწარმეტყველებდა, გეოსტაციონარული ორბიტა კავშირგაბმულობისა და ამინდზე დაკვირვების თანამგზავრებით არის დატვირთული, თუმცა ბევრმა ასტრომოყვარულმა ამის შესახებ კარგად არ იცის. ტელესკოპებით გადაღბულ ღამის ცის ღრმა გამოსახულებებზე, რომლებიც ვარსკვლავების მოძრაობას უმზერენ, გეოსტაციონარული თანამგზავრებიც შეიძლება აღიბეჭდონ, განათებულნი დედამიწის ზედაპირიდან ჯერ კიდევ მაღლა მყოფი მზისგან. თანამგზავრები, ვარსკვლავების ფონზე, დედამიწის ბრუნვის სიჩქარით მოძრაობენ და ფოტოებზე კვლებს ტოვებენ. თითქოს მაგისტრალს აღნიშნავენ, რომლებიც ციურ ლანდშაფტზე გადიან. მაგალითად, ამ ფართოკუთხიან ხედზე, ორიონის თანავარსკვლავედის თითქმის ეკვატორულ რეგიონზე, ცალკეული გამოსახულებები ერთმანეთზეა დადებული, რათა 10 წუთიანი საერთო ექსპოზიცია იქნეს მიღებული. ჩანან ორიონის წელის ვარსკვლავები და ცნობილი ნისლეულები, ასევე გეოსტაციონარული თანამგზავრების უამრავი კვალი 2,5 გრადუსიანი სიგრძეებით(გეოსტაციონარული თანამგზავრების მაგისტრალები).
 
მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება 
 
 ორი წერტილი, რომლებზეც წლის განმავლობაში მზე, დახრილობის მაქსიმუმსა და მინიმუმს აღწევს.
 
 არსებობს ზამთრის და ზაფხულის მზის დგომა. მსოფლიო დროის მიხედვით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოვლენა 21 ან 22 დეკემბერს ხდება, ხოლო ზაფხულის 20 ან 21 ივნისს. სამხრეთ ნახევარსფეროში – პირიქით, დეკემბრის მზის დგომა ზაფხულისაა, ხოლო ივნისის – ზამთრის.
 
 ზამთრის მზის დგომისას ყველაზე მოკლე დღეა(ანუ ყველაზე დიდი ღამე) წელიწადში შესაბამის ნახევარსფეროში. ზაფხულის მზის დგომისას კი ყველაზე გრძელი დღეა წელიწადში და მოკლე ღამე.
 
 შუა განედებზე ასტრონომიული ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში წერტილი, რომელზეც მზე შუადღეს იმყოფება, ყოველდღიურად სულ უფრო მაღლა ადის ჰორიზონტის თავზე, ხოლო ზაფხულის მზის დგომისას „ჩერდება“ და თავის მოძრაობას საწინააღმდეგოზე ცვლის. შემდეგ ის ყოველდღიურად სულ უფრო დაბლა იწყებს დაწევას, საბოლოოდ კი, ზამთრის მზის დგომისას, ისევ „ჩერდება“ და მაღლა იწყებს სვლას.
 
 ტრადიციულად, ზამთრის მზის დგომა ატრონომიული ზამთრის დასაწყისად ითვლება, ხოლო ზაფხულის მზის დგომა – ასტრონომიული ზაფხულის დასაწყისად.
 
 რამდენიმე დღის განმავლობაში, მზის დგომისას და შემდეგ, მზე ჰორიზონტის მიმართ დახრილობას თითქმის არ იცვლის, მისი შუადღისეული სიმაღლეები უცვლელია, სწორედ აქედან გაჩნდა თვით სახელი – მზის დგომა.
 
 ზამთრისა და ზაფხულის მზის დგომები ზოდიაქოს სხვადასხვა სიმბოლოებით აღინიშნება, შესაბამისი თანავარსკვლავედების მიხედვით, რომლებშიც ისინი ხდება, მაგალითად, ჰიპარქეს დროს: ზამთრის მზის დგომა – თხის რქა, ზაფხულის – კირჩხიბი. პრეცესიის გამო ეს ორი მოვლენა სხვადასხვა თანავარსკვლავედებში ინაცვლებს( დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია).
 
 არსებობს მომენტები, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია – 20 მარტი და 22 სექტემბერი. ამ დროს დღისით ნახევარსფეროები მთლიანად არის განათებული, დღისა და ღამის გამყოფი ზოლი – ტერმინატორი, ზუსტად პულუსებზე გადის.
 
 დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება(შესაბამისად დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია.
 
 ამ ილუსტრაციის საწინააღმდეგო მდგომარეობა ასახულია პირველი ილუსტრაციის მარჯვენა მხარეს, იქ ჩრდილოეთ ნახევარსფერო ნაკლებადაა განათებული და შესაბამისად ნაკლებად თბება(დააკვირდით ყინულოვან საფარს), ანუ ზამთარია. თუმცა სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი უფრო ზომიერია ვიდრე ჩრდილოეთში, რაც ლანდშაფტის თავისებურებითაა გამოწვეული(გაიხსენეთ საფეხბურთო ჩემპიონატი სამხ. აფრიკის რესპუბლიკაში)