EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამგზავრებზე »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2014-03-26 00:04:02
მისი სახელი რომაული მითოლოგიის ღმერთის სახელიდან მომდინარეობს, გაიგივებული ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების მბრძანებლ ზევსთან. მას მიიჩნევდნენ სატურნის ვაჟად და პლუტონისა და ნეპტუნის ძმად. იუპიტერი დაქორწინებული იყო ჯუნოზე, თუმცა სხვა უამრავი ცოლი და ბავშვი ჰყავდა. მისი ყველაზე დიდი თანამგზავრები: იო, ევროპა, ჰანიმედე და კალისტო მის სატრფოებად მიიჩნეოდნენ.
იუპიტერი თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას 9 საათსა და 55 წუთს ანდომებს, სწორედ ასეთი სწრაფი ბრუნვის გამო მას შეკუმშული პარაბოლას ფორმა აქვს. ხოლო მზის გარშემო შემობრუნებას ის 11 წელსა და 8 თვეს ანდომებს, ამიტომ ჩვენი თვალით ცაზე ის საკმაოდ ნელა მოძრაობს. იუპიტერი მზის სისტემაში ყველაზე გიგანტური შტორმებით გამოირჩევა, მისი ცნობილი წითელი ლაქა 350 წელს ითვლის, თუმცა ახლახანს ის გაუჩინარდა. იუპიტერს, დედამიწიდან 8 ხომალდი ესტუმრა, ესენი იყვნენ: პიონერი 10 და 11, ვოიაჯერ 1 და 2, გალილეო, კასინი, იულესიესი და ახალი ჰორიზონტები. დღისათვის იუპიტერისკენ ახალი მისიები ჯერ არ იგეგმება, გზაშია „ჯუნო“. უპიტერს ცენტრში დიდი კდლოვანი გული აქვს, დედამიწაზე დიდი და 20-ჯერ მძიმე. თუ თქვენ ოდესმე თქვენს წარმოდგენაში გადაწყვეტთ იუპიტერზე მოგზაურობას, წინასწარ გეტყვით, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნო პორცესი იქნება. მასში შესვლისას თავდაპირველად ატმოსფერო თხელი და ცივია, შემდეგ უფრო სქელდება და ცხელდება, თანდათან ბნელდება და ნისლი კიდევ უფრო სქელი ხდება. 1000 კმ. ქვემოთ ნისლი იმდენად მძიმდება, რომ თქვენ წყალბადის ოკეანეში დაიწყებთ ცურვას. იუპიტერს ხუმრობით მზის სისტემის მტვერსასრუტსაც კი უწოდებენ, რადგან ის ასტეროიდებს და მეტეორიტებს, მათ შორის დედამიწისთვის საშიშებსაც, მტვერსასრუტივით იწოვს, ამიტომ ამ გიგანტის მადლიერნიც კი უნდა ვიყოთ. იუპიტერის რადიაციული სარტყელის დედამიწიდან დანახვა რომ შეგვეძლოს, ის ისეთივე დიდი გამოჩნდებოდა, როგორც მზეა. იუპიტერის გრავიტაციის გამოყენებით, ჩვენ კოსმოსური ხომალდების აჩქარება და უფრო შორ მანძილებზე გადასროლა შეგვიძლია, სწორედ ასე შეძლეს წარმატების მიღწევა 1975 წელს ვოიაჯერის მისიებმა.
რაც შეეხება მის თანამოძმეებს, იუპიტერის ყველაზე დიდ ბუნებრივ თანამგზავრებზე მოგახსენებთ. ესენი არიან განიმედე, იო, კალისტო და ევროპა. მის მთვარეებს გალილეისეულ მთვარეებსაც უწოდებენ, იტალიელი ასტრონომის გალილეო გალილეის პატივსაცემად, რადგანაც სწორედ მან 1610 წელს აღმოაჩინა ისინი.
იო - მზის სისტემაში გეოლოგიურად ყველაზე აქტიური ობიექტია, მისი ზედაპირი გოგრიდის სხვადასხვა ფერის მასით არის დაფარული. იუპიტერის ბატონობა იოზე, გაიგივებულია ნიმფასთან, რომელიც საოცრად იზიდავდა ზევსს. სავარაუდოდ, იოს ლითონის ბირთვი აქვს.
კალისტოს ზედაპირი უკიდურეასდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგანაც მან დიდი ომი გადაიტანა ასტეროიდებთან ბრძოლის დროს. მას მკვდარ სამყაროსაც კი უწოდებენ, რადგან მეცნიერთა ვარაუდით, მისი ზედაპირი გეოლოგიურად 4 მილიარდი წელია არ შეცვლილა.
ევროპა, რაც შეეხება ამ თანამგზავრს, აქ სასიამოვნო სიახლეებია, სულ ახლახანს თეთრმა სახლმა როგორც იქნა გაიმეტა 2015 წლისთვის გამოყოს თანხა 15 მილიონის ოდენობით, ევროპას საკვლევი მისიის დასაფინანსებლად. ვნახოთ როგორ შეასრულებენ დანაპირებს და თუ მოვლენები კარგად განვითარდება, 2020 წლისთვის რობოტის დაშვეაც განხორციელდება. გაინტერესებთ ალბათ, რატომ დაინტერესდნენ მაინც და მაინც მეცნიერები ევროპათი, ალბათ იმიტომ, რომ მზის სისტემის ობიექტებიდან მას სასიცოცხლო პირობების უზრინველყოფის ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია. ევროპა ზომით მთვარეზე პატარაა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მის გაყინულ ზედაპირთან ახლოს თხევადი წყალია, რომელშიც შესაძლებელია ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ
იუპიტერი
მასა: 317,9 დედამიწის მასის (1,89•1027 კგ); მზიდან დაშორება: 5,20 ა.ე. (778,33 მლნ.კმ); საშუალო სიმკვრივე: 1,326 გ/სმ3; დიამეტრი: 11,2 დედამიწის დიამეტრი( 142 984 კმ); ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 13,06 კმ/წმ; ერთი ბრუნი ორბიტაზე მზის გარშემო: 11,86 წელი; ექსცენტრისტეტი: 0,048; ღერძის დახრა ორბიტის მიმართ: 3,13°; ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 9სთ 50წთ; თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 25,8 მ/წმ2; მეორე კოსმოსური სიჩქარე: 60,4 კმ/წმ; ალბედო: 0,4; ტრიალის მიმართულება: სწორი; ხილული ზედაპირის ტემპერატურა: -160°С; დღე-ღამის ხანგრძლივობა: 9,93 საათი; მიწიდან დაშორება: 588 მლნ-დან 967 მლნ.კმ-მდე.
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. მისი მასა ერთად აღებული ყველა დანარჩენი პლანეტების მასაზე მეტია. ღერძის გარშემო სწრაფი ბრუნვის გამო(9სთ 50წთ) მისი ეკვატორის ყოველი წერტილი 45 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამის გამო იუპიტერი პოლუსებისკენ ცოტა გაბრტყელებულია, რადგან იგი მყარი სხეული არაა, არამედ შედგება გაზისა და სითხისაგან(გაზიანი გიგანტი).
დაკვირვებისათვის ძალიან კარგი ობიექტია, ერთგვაროვანი თეთრი სინათლით კაშკაშებს(ალბედო 0,52). უბრალო ტელესკოპით ან ბინოკლით შესაძლებელია მისი ოთხი გიგანტური თანამგზავრის დანახვა.
მაგნიტოსფერო
აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც მეზობელ სატურნამდეც კი ვრცელდება.
ასეთი ძლიერი მაგნველის წყაროა ე.წ. მეტალური წყალბადი. ის იმდენადაა შეკუმშული ,რომ მეტალის თვისებებს იძენს.მოლეკულური წყალბადის ფენის სისქე 24 000 კილომეტრამდეა, წნევა 300 გიგაპასკალი. მეტალური წყალბადის სისქე კი 42 000 კმ. ამის მერე მოდის რკინა-სილიკატური მკვრივი ბირთვი 4000 კმ რადიუსით. ბირთვთან ტემპერატურა 30 000 კელვინს აღწევს,ასხივებს ორჯერ მეტ სითბოს კოსმოსში ვიდრე ღებულობს მზისგან , ბირთვი პლანეტის მთელი მასის 3-4%-ია. დანარჩენი 74% წყალბადი და 26% ჰელიუმია. ძალიან ცოტა მეთანიც 0,1%. მეტალური წყალბადი პლანეტასთან ერთად ტრიალებს და როგორც დენის გენერატორი წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ველის დაძაბულობა ზედაპირთან 20 ჯერ მეტია დედამიწისაზე.
იუპიტერი და მისი ოთხი დიდი თანამგზავრი(იო, ევროპა, კალისტო და ჰანიმედი). თანამგზავრების საერთო რაოდენობა – 67.
იოზე არის მოქმედი გოგირდის ვულკანები. მრგვალი შავ-თეთრი ლაქები სურათზე.
წითელი ლაქა, რომელიც მინიმუმ 300 წელია არსებობს(ტელესკოპები ამდენია ხანია გამოიგონეს,ამიტომ შეიძლება ლაქა ადრეც არსებობდა). ზოგჯერ იცვლის ფერს, გადაადგილდება ატმოსფეროში. ეს ჩვეულებრივი შტორმია, თუმცა გიგანტური,მასში რამდენიმე დედამიწა ჩაეტევა. ატმოსფეროში ხდება ელექტრული განმუხტვებიც(ელვა), სიმძლავრე და სიგრძე დედამიწისეულ ელვაზე 1000 ჯერ მეტია.
ევროპა კოსმოსურმა აპარატმა ”გალილეომ” გადაიღო, როცა ის იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობდა 1995-2003 წლებში. სურათზე მოჩანს ყინულის ვაკეები, ჰორიზონტს იქეთ მიმავალი ბზარები და ლაქები, რომლებიც ალბათ ტალახით და ყინულით არის ამოვსებული. მაღლობები განსაკუთრებით ტერმინატორთან შეიმჩნევა, ჩანს მათი ჩრდილები.
ევროპას ყინულოვანი ზედაპირი.
ზომებით ევროპა მთვარეს უტოლდება, თუმცა მისი ზედაპირი გაცილებით სწორია, მასზე ცოტაა მაღლობები და ასტეროიდული წარმოშობის კრატერები. გალილეოს გადმოცემული მონაცემები მოწმობენ, რომ ყინულის ქვეშ თხევადი ოკეანეა. ნასა და ევროპული კოსმოსური სააგენტო ერთობლივი მისიით გეგმავენ ევროპაზე თანამგზავრის გაშვებას, თუ ყინული სადმე თხელია, მაშინ შესაძლებელი იქნება მასში ზონდის ჩაშვება ცოცხალი ორგანიზმების მოსაძებნად.
კალისტოს ზედაპირი მის ასაკზე მეტყველებს. ასტეროიდული წარმოშობის კრატერების რაოდენობით ის პირველია მთელს მზის სისტემაში, თუმცა არ არის ვულკანური კვალი და მაღალი მთები. კალისტოს ზედაპირი დიდი გაყინული ველია, დაღარული ბზარებითა და კრატერებით, კრატერებით რომლებიც მილიონობით წლის მანძილზე პლანეტათშორისი ნივთიერების ცვენით ჩნდებოდა.
კალისტო.ეს კალისტოს ერთად ერთი ფერადი სურათია, რომელიც აპარატმა გალილეომ გადაიღო 2001 წლის მაისში.
ჰანიმედი ზომით მერკურიზე და პლუტონზე დიდია. მისი ზედაპირი ნათელი, ახალად წარმოქმნილი კრატერებითაა დაფარული, რომლებიც ქვედა ბნელ ზედაპირზე კიდევ უფრო მეტი რაოდენობის უძველესი კრატერების ზემოდანაა გაჩენილი, არის არხები და მაღლობები. ჰანიმედი, როგორც მთვარე ყოველთვის ერთი მხრითაა შებრუნებული პლანეტისკე(იუპიტერისკენ). გალილეოს საშუალებით გადაღებულ ფოტოზე ფერები ხელოვნურადაა გაძლიერებული, რათა უფრო გამოიკვეთოს ზედაპირის სტრუქტურა. სუსტი იისფერით პოლარულ მხარეებზე, გაყინული ნაწილაკებია შეფერილი.
ჰანიმედი, ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში. ის მერკურიზე და პლუტონზე დიდია.