EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქათამი კეფირის და თაფლის მარინადში »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-05 16:36:25

ქათამი კეფირის და თაფლის მარინადში

1 მარინადი:
დაახლოებით 1 ჩ.ჭ . მაწონი+მარილი+შავი პილპილი+2-3 კბილი ნიორი დანაყილი+1 ჩ.კ.ქინძის თესლი ახალად დანაყილი,ან დაფქვილი+2-3 ს.კ. ლიმონის წვენი და ცოტა ზეთი მოასხი.კარგათ გადაურიე ყველაფერი და ჩააბასტურმე ორად (სიგრძეზე)გაჭრილი ქათმის ფილე.
შეგიძლია მთელი ღამით დატოვო ასე,თუ არა და 2 საათით მინიმუმ.
2 მარინადი:
ნიორი დანაყილი რამოდენიმე კბილი+ზეთი+ლიმონის წვენი+ცოტა ძირა,ან ქინძი+ძალიან მოუხდება იმბირი(მგონი ჯანჯაფილია rolleyes.gif )ცოტა უნდა+მარილი+პილპილი.
ჩააბასტურმე და გააჩერე რამოდენიმე საათით,მერე შეწვი.

ქათამი-კეფირის-და-თაფლის-მარინადში

მე  ყველა მარინადს ვამატებ ცოტა თაფლს, ან შაქარს, სიტკბო არ ეტყობა. თავისებურად ამდიდრებს მარინადს.

 

მთავარია ჩაბასტურმება მოხდეს  მინიმუმ 2 საათით მაინც,უმჯობესია ღამე დატოვო მაცივარში დასასვენებლად და გასამდიდრებლად

აიღებ დიდ ქათამს, 2-2.5 კგ და ერთი დღე დაამარინადებ სანელებლებიან წყალში: 1ლ წყალზე 1 ს.კ მარილი, ცოტა დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი, 1-2 მიხაკი, ცოტა გახეხილი მუსკატი, ფორთოხლის- ლიმონის რამდენიმე ნაჭერი. ამ არომატების რაოდენობა განსაზღვრე იმის მიხედვიტ თუ რამდენად გიყვარს თითოეული, შეგიძლია მოაკლო ან დაამატო რამე. ასე ხორცი აიღებს გემოს, მერე კარგად გაამშრალე შიგნით-გარედან და ფრთხილად ააძვრე კანი მკერდის და ბარკლების მიდამოში, სულ კი არ მოაძრო, არამედ სივრცე რომ გაჩნდეს, მაგრამ კანი არ დააზიანო. მაგ სივრცეში შეაზილავ დარბილებულ კარაქს და გარედან ხელით კარგად გადაანაწილებ.

როზმარინში დამარინადებული ქათმის მწვადი.  4 ცალი ქათმის ფილე
• 1 სუფრის კოვზი როზმარინი (გამხმარი გამოდგება)
• 2 კბილი ნიორი
• 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
• 1 ცალი ლიმონი
• 1 სუფრის კოვზი პაპრიკა
• 2-3 სუფრის კოვზი თაფლი ან ჭერმის ჯემი (შესაძლებელია გამოვიყენოთ molasses , რომელსაც ლეღვის მურაბის არომატი აქვს)
• მარილი, წითელი მწარე წიწაკა და შავი პილპილი გემოვნებით

ნიორი გავხეხოთ წვრილ სახეხზე

• დავამატოთ წვრილად დაჭრილი როზმარინი (თუ ხმელი გაქვთ, ხელით დაფშხვენით)

• დავუმატოთ გახეხილი ლიმნის კანი

• მოვასხათ ზეითუნის ზეთი, თაფლი, მარილი, წიწაკა

• ყველაფერი ერთად კარგად ავურიოთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეს მოვასხათ

• ეს ყველაფერი მოვათავსოთ მინის ჯამში ან ზიპლოკ პარკში და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 2-3 საათი, რომ გემო კარგად გაუჯდეს.

ქათამი-კეფირის-და-თაფლის-მარინადში

• მომზადების წინ შესაძლებელია წამოვაცვათ შამფურებზე ან წინასწარ წყალში ჩალბობილ ხის ჩხირებზე და შევწვათ გრილზე დაახლოებით 6-8 წუთი.