EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ გაბედავს დესტაბილიზაციის მოწყობას »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-09 00:32:31

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ გაბედავს დესტაბილიზაციის მოწყობას
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჭიკაიძემ ისაუბრა დესტაბილიზაციის შესაძლო საფრთხეზე, თუმცა განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„მინდა ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერავინ გაბედავს დესტაბილიზაციის მოწყობას და თუ ვინმეს ექნება მსგავსი მცდელობა ან სურვილი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა შესაძლო საფრთხეებსა და იმ სურვილებზე, რომელიც შესაძლოა, რომელიმე არანორმალურ ადამიანს ჰქონდეს. საგანგაშო არაფერია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და ამ მიზნით, საბურავების მომარაგება დაწყებულია.