EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-09 00:39:17
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მძღოლი მამუკა ქუსიკაშვილი პროკურატურისგან დროულად დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ მამუკა ქუსიკაშვილმა განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მამუკა ქუსიკაშვილმა აღნიშნა, იგი 5 წელია უკვე, რაც თურქეთში ცხოვრობს და საქართველში პირადი საქმეების გამო ჩამოვიდა. მისი თქმით, როდესაც უკან, თურქეთში დაბრუნებას აპირებდა, მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისივე თქმით, ბათუმიდან ჩამოსულმა პროკურატურის თანამშრომლებმა მას ჩააბარეს უწყება, რომელშიც ეწერა, რომ 28 მარტს, 15:00 საათზე, უნდა გამოცხადებულიყო პროკურატურაში დაკითხვაზე.
"ჩამოვედი თბილისში, ავიყვანე ადვოკატი, დამირეკა გამომძიებელმა, დაახლოებით 12:00 საათი იყო, მითხრა ახლა მცალია და შევხვდეთო. მე იმ წუთში შორს ვიყავი პროკურატურიდან და ვუთხარი, ცოტა მოგვიანებით მოვალ-მეთქი. 14.00 საათზე მზად ვიყავი მისასვლელად. დავრეკე და გამომძიებელმა მითხრა, მე არ მცალია და როცა მოვიცლი, მერე დაგკითხავ- კვირის განმავლობაში. მეორე კვირა მთავრდება და ჯერ არ დავუკითხივარ. გუშინაც ველაპარაკე გამომძიებელს და მეუბნება, დრო არ მაქვს, ვერ დაგკითხავო", - განაცხადა მამუკა ქუსიკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის მძღოლის განცხადებით, მისთვის უცნობია, ზუსტად რა საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს დაკითხვა. თუმცა, მამუკა ქუსიკაშვილი არ
გამორიცხავს, რომ მისი დაკითხვა უკავშირდებოდეს იმ ავარიას, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მას "თავისუფლების მოედანზე" მოუხდა.
"დაახლოებით 03.00 საათი იყო კანცელარიაში გამოძახებაზე მივდიოდი. ზეთიანი გზა იყო, მანქანა მოსრიალდა და დაიმტვრა. ავარიის დროს მანქანაში ჩემს გარდა არავინ იმყოფებოდა", - აღნიშნა მამუკა ქუსიკაშვილმა.
მისივე თქმით, იგი 2002 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი მძღოლი იყო.
"ინტერპრესნიუსი"