EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ანანასისა და ქათმის სალათა »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-20 12:48:58
შემადგენლობა:
- 250 გ ახალი ან დაკონსერვებული ანანასი
- 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
- 4 ც მოხარშული კვერცხი
- 400 გ მოხარშული ქათმის ხორცი ან ქათმის ფილე
- 1 კონა მწვანე ხახვი
- კიტრი (1 ან 2 ცალი პატარა)
- 1 კონა სალათის ფოთლები
- 1 ც მაიონეზი
- 1 ჩ.კ ხმელი რეჰანი
- მარილი
მომზადება:
ანანასი კუბებად დავჭრათ. თუ დაკონსერვებულს გამოვიყენებთ, ჯერ თუშფალანგზე დავყაროთ დასაწრეტად. ქათამი მსხვილად დავჭრათ, კვერცხი გავხეხოთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ. თუშფალანგზე გავწუროთ სიმინდი. მაიონეზში ავურიოთ პილპილი, მარილი, რეჰანი და ლიმონის წვენი. ქათმის ხორცს შევურიოთ სიმინდი, ანანასი, მწვანე ხახვი და მაიონეზი. სალათის ფოთლები დავაწყოთ თეფშზე. ზედ მოვათავსოთ მაიონეზიანი სალათა და მოვაყაროთ დაჭრილი კიტრი და გახეხილი კვერცხი. სალათა ზემოდანაც სალათის ფოთლებით მოვრთოთ.
ასევე ეს ყველაფერი შესაძლებელია გავაკეთოთ ძალიან მარტივად
ანანასის სალათა
*ქათმის ფილე (1 ქათმის თეთრი ხორცი)
* 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი
* მაიონეზი გემოვნებით
მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ კუბიკებად. დაკონსერვებული ანანასი დავჭრათ პატარა
ოთხკუთხედ ნაჭრებად. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ და შევაზაოთ მაიონეზით