EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კარტოფილი ესპანურად »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-20 13:29:08
შემადგენლობა
- კარტოფილი - 500 გრ (წვრილი)
- ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
- მარილი - გემოვნებით
- ნიორი - 4 კბილი
- მაიონეზი - 4 ს/კ
- ლიმონის წვენი - 1 ს/კ
- მდოგვი - 1 ჩ/კ
მომზადება
უმარტივესი და ამასთანავე უგემრიელესი კერძია, ძალიან ორიგინალური გემოთი.
კარტოფილი ამოვარჩიოთ წვრილი. ის უფრო ადვილად გამოცხვება. გავრეცხოთ, კანი არ მოვაშოროთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ჩავაწყოთ ჯამში, დავასხათ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა.
კარგად ავურიოთ და გადავდოთ კარტოფილი სინზე(ჟარონიაზე)
შევბრაწოთ კარტოფილი ღუმელში 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. შებრაწვის დროს 2-ჯერ ავურიოთ.
მოვამზადოთ სოუსი.
მაიონეზი ,
ლიმონის წვენი, და მდოგვი. (ასევე შესაძებელია კამა გემოვნების მიხედვით)
ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავასხათ გამომცხვარ კარტოფილს.
გემრიელად მიირთვით!