EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბრაზილიური უკანალი – ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები რიოდან »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2014-04-26 17:47:41
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ქალები სხეულის შესაშური ფორმებით გამოირჩევიან. განსაკუთრებით მიმზიდველი აქვთ მათ ე.წ. მეხუთე წერტილი. იმისათვის, რომ თქვენც მიიღოთ უკანალის ასეთი ფორმა, აუცილებელი არ არის, რიოში გაემგზავროთ.
ბრაზილიელი ფიტნეს-ტრენერი ლეონარდო კავალო გვთავაზობს ვარჯიშების კომპლექსს, რომელსაც თუ დღეში მხოლოდ 5 წუთს დაუთმობთ, მკვრივ და ლამაზ უკანალს მიიღებთ.
1. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე. დაჭიმეთ დუნდულები და ჩაიბუქნეთ ისე, რომ მუხლები არ გადავიდეს ფეხის თითების ხაზიდან. ამასთან, ხელები წინ გაშალეთ.
შეყოვნდით ამ მდგომარეობაში 2 წამი, შემდეგ
დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 20-ჯერ. შესვენება მხოლოდ ნახევარი წუთი!
2. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ტერფები გაასწორეთ, წვერები წინ მიმართეთ. ჩაჯექით ისე, რომ მუხლების მოხრის კუთხე 90 გრადუსს შეადგენდეს.
მარცხენა ფეხი გასწიეთ უკან და ღრმად ჩაჯექით. ამ დროს მარჯვენა ხელით იატაკს ეხებით, ხოლო მარცხენა ხელი აწეული გაქვთ ისე, რომ ხელისგული სახეს გაუსწორდეს. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეული ფეხისთვის.
3. ჩაჯექით ისე, რომ მოხაროთ მხოლოდ მარცხენა ფეხი 90 გრადუსზე, ხოლო მარჯვენა მუხლი უყურებდეს იატაკს.
ახლა ორივე ფეხზე დაყრდნობით გაიმართეთ. ჰაერშივე შეცვალეთ საყრდენი ფეხი და ისევ ჩაჯექით მეორე ფეხით. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.
4. შეაერთეთ ფეხები, ტერფის წვერები წინ გაქვთ მიმართული, ხელები გაქვთ განზე გაშლილი. გადაიტანეთ სხეულის წონა მარცხენა ფეხზე და მოხარეთ მუხლი 45-დან 90 გრადუსამდე, ხოლო მარჯვენა ფეხი გააცურეთ გვერდზე 4 დათვლაზე.
გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.
5. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ხელებიც განზე. მოხარეთ მუხლები და წონა გადაიტანეთ ფეხის წვერებზე. ახლა გასწორდით და მარჯვენა ფეხი გასწიეთ უკან, თეძოები მაქსიმალურად დაჭიმეთ და გადაიხარეთ ტანით წინ, ხელები გაშალეთ, წინ მიმართეთ. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 20-ჯერ თითოეულ მხარეს.