EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საინტერესო ამბები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Lela
თარიღი: 2014-04-26 23:10:23
საინტერესო ამბები
1.კრევეტებს გული თავში აქვთ.
2. ოლიგოფრენია თანდაყოლილი ჭკუასუსტობაა.
3. ნული ლათინური სიტყვაა და არავითარს ნიშნავს.
4. ,,სარკაზმი მრისხანების მახინჯი ძმაა’’, - ამბობენ რუსები.
5. თეთრი ღვინო დროთა განმავლობაში მუქდება, შავი ღვინო - თეთრდება.
6. რობერტ ალენ ციმერმანი ბობ დილანის ნამდვილი სახელი და გვარია.
7. ჩინური იუანის ყველა ნომინალის კუპიურაზე მაო ძედუნია გამოსახული.
8. მართლმსაჯულების ქალღმერთს რომაულ მითოლოგიაში იუსტიცია ერქვა.
9. შრომის, მოხსენების, სტატიის მოკლე შინაარსს, დასკვნას, რეზიუმე ჰქვია.
10. რეგოლიტი მტვრისებრი მასაა, რომლითაც მთვარის ზედაპირია დაფარული.
11. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისს 1944 წლამდე ტრაუბენბერგი ერქვა.
12. ინტერნეტსივრცეში არსებული ფოტოების 80 პროცენტი პორნოგრაფიული ხასიათისაა.
13. მერილინ მონროს საშინლად ებმოდა ენა, მაგრამ თექვსმეტი წლის ასაკში დამოუკიდებლად, ექიმების დაუხმარებლად გადალახა ეს პრობლემა.
14. თავისი მეგობრისა და თანამებრძოლის, ფიოდორ სერგეევის გარდაცვალების შემდეგ, სტალინმა მისი შვილი, არტიომი იშვილა.
15. ერთხელ დიოგენეს ჰკითხეს, რომელი ღვინოა ყველაზე კარგი და მათრობელაო? - სხვისი ღვინო! - მოკლედ მოჭრა ფილოსოფოსმა.
16. მომღერალ ქალებს, რომლებიც მოკლებულნი არიან მუსიკალურ ნიჭს და ნაკლის საკომპენსაციოდ ნახევრად შიშვლები გამოდიან სცენაზე, რუსეთში დაცინვით ,,პოიუშიე ტრუსის’’ ეძახიან. როგორც წესი, რაც უფრო ცუდად მღერის ქალი, მით უფრო მოშიშვლებული აქვს სხეული და მით უფრო მერი ფულის პატრონია მისი სპონსორი.
17. ერთხელ ოპერ-მუშაკებმა ღამით ქუჩაში ნასვამი ოთარ რამიშვილი გააჩერეს, ვერ იცნეს და სად მუშაობო, ჰკითხეს: - მახარობელი ვარ, მეორე სამშობიაროში! - გაუღიმა ბატონმა ოთარმა.
18. ,,ვინც ფლობს ინფორმაციას, იგი ფლობს მსოფლიოს’’, - ეს ფრაზა როტშილდების წყალობით გახდა პოპულარული, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ პირველებს შეეტყოთ ახალი ამბები. სწორედ ეს მისწრაფება და საფოსტო მტრედების გამრავლების ჰობი დაეხმარა როტშილდებს, მანამდე არნახული მოგება ენახათ. 1815 წელს საფონდო ბირჟები გაფაციცებით მოელოდნენ ვატერლოს ღამის შედეგებს. მათ შორის იყვნენ ძმები როტშილდებიც, ნათან როტშილდი - პარიზში. მათ სათანადო მზადყოფნაში ჰქონდათ საკუთარი სამტრედეები ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. ბრძოლის დასაწყისი ნაპოლეონის სასარგებლოდ წარიმართა, რისი შეტყობინებაც ოფიციალურად გაიგზავნა ლონდონში, მაგრამ დამკვირვებლებმა ვერ გათვალეს, რომ ველინგტონის არმიას პრუსიელთა კორპუსი მიეშველებოდა ბლუხერის მეთაურობით, რაც საბოლოოდ გადაწყვეტდა ბრძოლის ბედსა და ევროპის მომავალს. ნაპოლეონის დამარცხება ყველაზე ადრე როტშილდებმა შეიტყვეს საფოსტო მტრედებისა და დაშიფრული ტექსტის წყალობით. უკვე მეორე დილით, ნათანი თავში იცემდა ხელებს და ყიდდა აქციებს. იგივე ტრიუკი გაიმეორა იაკობმა პარიზში. ბირჟებზე დაიწყო პანიკა, რადგან ყველა ხედავდა, რომ როტშილდები, რომლებიც პირველები იგებდნენ ინფორმაციას, თავიდან იშორებდნენ აქციებს. ყველამ მათ მიბაძა, რის შედეგადაც მოხდა ინგლისური, პრუსიული და ავსტრიული ქაღალდების არნახული ვარდნა. მათ უკვე ჩალის ფასად ყიდულობდნენ როტშილდების აგენტები. მხოლოდ ორი დღის მერე გაირკვა, რომ სანამდვილეში ნაპოლეონი დამარცხდა. ხალხმა თითქმის ყველაფერი დაკარგა, როტშილდებმა კი ერთ დღეში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი იშოვეს და ბრიტანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს დაეპატრონენ.