EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა არის ეროტიკული თამაშები და როგორ შოულობს ამით ფულს უცხოეთში ზოგიერთი ქართველი ქალი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-29 16:35:22

რა არის ეროტიკული თამაშები და როგორ შოულობს ამით ფულს უცხოეთში ზოგიერთი ქართველი ქალი

– როგორც მივხვდი, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ.

– „მრცხვენია“ ცოტა ისეთი ნათქვამია... ფულის გამო ხალხი ისეთებს სჩადის, მე იმათთან შედარებით ანგელოზი ვარ. თუმცა, თავს უკეთესად არ ვგრძნობ. იმან, რაც გამოვიარე, რაღაც კომპლექსი მაინც დამიტოვა. სამაგიეროდ, მაქვს ფული... დედით რუსი ვარ, მამით – ქართველი. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ „რუსულმა სისხლმა“ ითამაშა იმაში როლი, რომ ამ საქმიანობას მოვკიდე ხელი. ამერიკაში დედით და მამით ქართველები ფულისთვის უარესებს აკეთებენ. საუნა, სტრიპტიზი, ბორდელი... რა გგონიათ, მართლა ყველა მოხუცს, ძაღლსა და კატას უვლის? 

– როგორც ვიცი, საკმაოდ უჩვეულო ბიზნესში იყავით ჩაბმული. 

– ახლა აღარ მეჩვენება უჩვეულოდ, თუმცა, საქართველოში რომ ვყოფილიყავი და ვინმეს მოეყოლა ქალების დოღის შესახებ, შესაძლოა, მეც დაუჯერებლად მომჩვენებოდა. ამერიკა მრავალფეროვანი ქვეყანაა და ეს გართობის, სიამოვნების მიღების საშუალებებზეც აისახება. იქ ყველაფერი დასაშვები და ყველაფერი მისაღებია. ეროტიკა გართობის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნიათ და, პრინციპში, ასეც არის.

– შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ, როგორია ქალების დოღი?

– ცხენის პოზიციიდან მოვყვე თუ მაყურებლის?! (იცინის) სხვათა შორის, ამერიკაში როცა ჩავედი, როგორც პატიოსანმა ქალმა, ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. იმდენს არ მიხდიდნენ, რომ იქაც შემენახა თავი და აქაც გამომეგზავნა ჩემი შვილისთვის. ქმარი მეორედ დაიჭირეს ქურდობისთვის და მისი იმედი არასდროს არაფერში მქონია. მალე სპეციალურ საუნაში გამოჩნდა ვაკანსია. ერთი ჩემი იქაური მეგობარი გოგონა მუშაობდა, რომელმაც შემომთავაზა – კარგი სხეული გაქვს და აგიყვანენო. გავრისკე და წავედი.

– საუნაში რას აკეთებდით? თუ, ბორდელი-საუნა იყო?

– არა, ბორდელი ნამდვილად არ იყო. აუზში ჩავდიოდით შიშველი, ლამაზმკერდიანი, ხორცსავსე გოგოები და კლიენტებს ვართობდით. სექსი არ იყო დასაშვები, მხოლოდ მოფერება. თუმცა, იყვნენ ისეთი კლიენტებიც, რომლებიც საუნის გარეთ ნიშნავდნენ პაემნებს ინტიმური სიახლოვისთვის და კარგადაც იხდიდნენ, მაგრამ, მე ვერიდებოდი ასეთ შეხვედრებს. ამერიკაში ბევრი მანიაკია, საუნაში კი თავს დაცულად ვგრძნობდი.

– საყვარელი არ გყოლიათ?

– რომ გითხრათ, არა-მეთქი, დამიჯერებთ? რასაც ვაკეთებდი, ჩემი და ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის იყო საჭირო. ისეთი ნასწავლ-ნაკითხი არ ვარ, რომ კარიერა ამეწყო ამერიკაში, ჭურჭლის რეცხვით კი ათი წლის განმავლობაში ვერ ვიშოვიდი იმდენს, რამდენსაც საუნაში ნახევარ წელიწადში მიხდიდნენ... მერე საუნაში ერთი ამერიკელი ბიზნესმენი შემოგვეჩვია და მე და ერთ გოგოს დაგვადგა თვალი. ჩვენი ხშირი კლიენტი გახდა და კოლექტიური სექსიც კი შემოგვთავაზა. მე უარი ვუთხარი და, მეგონა, გამინაწყენდებოდა, მაგრამ, პირიქით მოხდა – უფრო დაგვიახლოვდა, საჩუქრებიც მოჰქონდა ჩვენთვის. მერე კი გვითხრა, თქვენთვის კარგი სამსახური მაქვს, ოღონდ, კალიფორნიაში წამოდით, ბილეთებს მე გიყიდით. არ ინანებთო.

– წაჰყევით და პირდაპირ „სტარტზე“ აღმოჩნდით?

– არა. როცა გვითხრა, რა უნდა გვეკეთებინა, ცოტათი შოკირებული ვიყავი, მაგრამ, მერე, როცა ვუყურე, ვიფიქრე, რომ საუნას სჯობდა.

– სრულიად შიშველი დარბოდით?

– თითქმის, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ სპორტულ ფეხსაცმელს, აღკაზმულობას – ბაფთებითა და ფერადი ლენტებით მორთულ ხელოვნურ კაშკაშა კუდსა და ასეთსავე თავსაბურავს. სხვათა შორის, საკმაოდ აზარტული და ლამაზი სანახაობა იყო. დანარჩენი ზუსტად ისეა, როგორც ჩვეულებრივ დოღზე, უბრალოდ, იატაკზე ხალიჩაა დაგებული და სკამების ნაცვლად მაგიდები დგას. 

– ეს ნებადართული ბიზნესია?

– როგორ გითხრათ... რამდენადაც მივხვდი, პოლიციას ფულს უხდიდნენ. კულუარებში კი მე ვინ შემახედებდა, მით უმეტეს, რომ დიდად არც მაინტერესებდა. იყო გარბენი დაბრკოლებების გადალახვით, თავისუფალი გარბენი და წყვილებში გარბენი. სერიოზული „სტავკები“ კეთდებოდა, როგორც ტოტალიზატორშია. ყველას ჰყავდა ამორჩეული თავისი „ცხენი“, ნომრებიც გვქონდა. მაგრად გვბალეშჩიკობდნენ. ფულსაც გვჩუქნიდნენ, საჩუქრებიც ამიღია.

– არ გიჭირდათ?

– როგორ გგონიათ, არ გამიჭირდებოდა?! უბრალოდ, სცადეთ და ჩაცმულმა გაირბინეთ ორმოცდაათი მეტრი ეზოში, ორ-სამ ორმოს გადაახტით ზედიზედ, ამას დაუმატეთ შეძახილები, ხმაური, კვამლი... მაგრამ, ახლა მთელი სიცოცხლე უზრუნველად ვიცხოვრებ და შევეცდები, ნელ-ნელა ყველაფერი დავივიწყო – როცა ბევრი ფული გაქვს, ეს ძნელი არაა.

– რამდენს გიხდიდნენ?

– საკმარისად (იცინის), თან, ტოტალიზატორიდან მიღებული პროცენტიც გვემატებოდა, ვიცი, კიდევ რაც გაინტერესებთ – მქონდა თუ არა მაყურებლებთან სექსი. იცით, რაშია საქმე? ჯერ ერთი, იმ „დოღის“ მერე ამის თავი ნამდვილად არ მქონდა და, მეორეც, მე იმ კაცებისთვის „ცხენი“ ვიყავი. ცხენთან სექსი ზოოფილებს უნდებათ, მე კი ასეთი ავადმყოფები არ მაინტერესებს.

დალი მიქელაძე