EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნაბახუსევიდან უმტკივნეულოდ გამოსვლის საშუალებები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-05 22:51:22

როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევიდან უმტკივნეულოდ
ნაბახუსევი

ნაბახუსევზე ორგანიზმს კომპლექსურად უნდა დაეხმაროთ. ამ დროს შეუცვლელი წამალი ძილია, რადგან ნაბახუსევის "სიტკბოების" გადატანა, რა თქმა უნდა, ძილში სჯობს. თუმცა, მათთვის, ვისაც "ვიქენდის" გართობის შემდეგ ნაბახუსევის თანმხლებ შეგრძნებებთან ჭიდილი სამსახურში უწევთ, წამალი - სახელად ძილი, ვერ გამოდგება.

 

გთავაზობთ ნაბახუსევზე "მკვლელი" შეგრძნებებისგან გათავისუფლების საშუალებებს:

 

რაკი ამ დროს ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის, ჭარბად სვით სითხე, მაგრამ არა წყალი, ხმელი ხილის კონცენტრილებული კომპოტები, რომელიც შეიცავს მინერალური ნივთიერებების მთელ კომპლექსს, ორგანულ მჟავებსა და ვიტამინებს, სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე.

 

გარდა ამისა, ხმელი ხილის კონცენტრირებული კომპოტები შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და მხნეობას შეგმატებთ. კომპოტები შეგიძლიათ წვენებით შეცვალოთ. განსაკუთრებით ეფექტიანია ვაშლისა და ყურძნის წვენი.

 

ნაბახუსევს მარგებელია მწვანე ჩაი, რომელშიც სასურველია, აურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი. მიირთვით რძე და კეფირი – მათში შემავალი ცილები გაანეიტრალებს ნაწლავებში დაგროვილ ტოქსინებს, რომელიც თქვენს ალკოჰოლით დასუსტებულ ორგანიზმს უტევს.

 

შესანიშნავი საშუალებაა საზამთროც. სამწუხაროდ, ზამთარში ის ძნელად ხელმისწვდომია. გარდა იმისა, რომ საზამთრო სითხის წყაროა, ის ჭარბად შეიცავს მაგნიუმს, რომლის მწვავე უკმარისობას ადამიანი ნაბახუსევზე განიცდის.

 

ნაბახუსევზე გეამებათ და გარგებთ კიტრის ან კომბოსტოს მწნილიც. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი. თუ C ვიტამინს მიირთმევთ დალევამდე 30-40 წუთით ადრე, ჰაერის ნაკლებობას, თავის ტკივილს და ნაბახუსევის სხვა სიმპტომებს თავიდან აიცილებთ.

 

აგრეთვე, ამ დროს მიიღეთ თბილი შხაპი.

 

ნაბახუსევზე არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ცხარე, ცხიმიან, შემწვარ საჭმელს. არ დალიოთ ყავა და მაგარი ჩაი.