EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აი ამ ისტორიას ასწავლიდა სტალინი ბაშვებს (გაგრძელება) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-14 10:24:43

აი ამ ისტორიას ასწავლიდა სტალინი ბაშვებს (გაგრძელება)
evpatori.ge

ახალ   სამყაროსთან  ურარტუს  კავშირების   შესახებ   მნიშვნელოვან  მითითებებს   გვაძლევს  გეოგრაფიული   და  სატომო  სახელები.  თუ   გამოყვებით  ერთერთ  მთავარ   გზას,  რომელიც  ხალდების   სახელმწიფოს   ისტორიულ  საქართველოსთან  აერთებდა,  შეგვიძლია  ჩამოვთვალოთ  ისეთი  გეოგრაფიული   სახელწოდებანი,  როგორიცაა:   ბიაინა   ანუ  ვანი  (ურარტუს   ცენტრი;  ტბა)   და  მანასკერტი  (ამჟამად  მელიაზგერდი;  ხალდური   ეპოქის  ქალაქი,  რომელმაც  საშუალო    საუკუნეთა   მანძილზე   და  თვით  ახალ  ხანამდეც  შეინარჩუნა   თავისი  მნიშვნელობა ), ბანა   და   ფანასკერტი  (სამხრეთ    საქართველოს  დიდრონი  ცენტრები   ფეოდალურ  ხანაში),  ვანი (ანტიკური   საქართველოს  თვალსაჩინო  ცენტრი,  ამჟამად   დაბა  ქუთაისის   სამხრეთ-დასავლეთით),  ,,მანასკერტი’’-სა   და  ,,ფანასკერტი’’-ს     სახელწოდებაში  ირანული,  კავკასიურ  ენათა  მიერ  შეთვისებული,  სიტყვა  ,,კერტი’’  (რაც   ,,ქმნილს’’  ნიშნავს)   ქართული  დაბოლოების,  ,,ს’’-ს (-,,ის’’)  მეშვეობით  არის  ფუძესთან  დაკავშირებული.    ამგვარივე  მნიშვნელობა   აქვს   ,,ხალდი’’   ტერმინს,  რომელიც  მეცნიერებაში  მ იღებულია  ურარტუს  ერთერთი  ძირითადი  ტომის    სახელის  აღსანიშნავად.   ზოგი  მკვლევარი  საამისოდ  ამჯობინებს   ტერმინს  ,,ურარტი“  და  ამას   იმით  ასაბუთებს,   რომ  თვით  ურარტები  თავის   თავს   არსად  და  არასოდეს  ხალდებს   არ  ეძახდნენო.   ეს  საბუთი   უნდა  უკუვაგდოთ,  როგორც  სრულიად  უსაფუძვლო:  ჩვენ   ვიცით,   რომ   ამ   ხალხს   არც  ურარტები  უწოდებია  ოდესმე   თავისი  თავისათვის.   სახელწოდება  ,,ურარტუ’’  მხოლოდ   ასურულს   ლურსმულ  წარწერებში  გვხვდება.      მეორე   სახელწოდება   კი   ცნობილია  ბერძნული  წყაროებიდან,  რამდენიმე   დიალექტური  ფორმის  სახით:   ,,ხალიბი’’,  ,,ხალდი’’,  ,,გორდი’’   და  სხვა.....  უძველესი  იმ   ბერძენ   ავტორთა    შორის,  რომელნიც  ძველი  აღმოსავლეთის   ამ    ქვეყნის  შესახებ  მოგვითხრობენ,  ჰეკატე  მილეთელი (ძვ.   წ.   მე-6  საუკ.), სწერს,  რომ   არმენების  ჩრდილო  მეზობლები   (იმ  ხანაში,  როდესაც    არმენები  ჯერ  კიდევ    შეჭრილი   არ  იყვნენ  ურარტუს  ტერიტორიაზე)  ხალიბები   არიან.   მომდევნო  საუკუნის  მიწურულში,  ამ  ადგილების  პირადად   დამვლელის,  მწერლისა  და  მხედართმთავრის,  ქსენოფონტეს  ცნობით,  არმენებს  ხალიბები  უკვე  შევიწროებული  ჰყოლიათ   და  სამხრეთ  ურარტუს   ვაკეები  თვითონ  სჭერიათ.  მაგრამ  ამასთანავე     ქსენოფონტე  აღწერს  მთებში  მცხოვრებ  ხალდებს,  როგორც  დამოუკიდებელს,  ძლიერსა   და  და  მეომარ  ხალხს,  რომელიც   არ  ურიგდება   თავისი  მიწა-წყლის  დაკარგვას   და  მედგრად   განაგრძობს   ბრძოლას  მის  დასაბრუნებლად,   რომ   ხალდები   იგივე   ხალიბები   არიან,  ეს   იცის   უკვე   სტრაბონმ,  რომელიც  გვეუბნება,  რომ  ,,ხალიბი’’  ძველი  სახელწოდებაა,   ხოლო   ,,ხალდი’’  -  უფრო   ახალი.  მართლაც,    ორსავე  სახელწოდებას  ერთი და  იგივე  ფუძე  აქვს;  ისინი  მხოლოდ   დაბოლოებით  განსხვავდებიან   ერთმანეთისაგან,  თუმცა  ორივე   დაბოლოება  წმინდა  ქართულია.  შემდგომში  ხალიბ-ხალდების   ერთმა   ნაწილმა   დიდხანს   და  მტკიცედ    გასძლო  (მანამდე  ვიდრე  ოსმალო  თურქები   ააორებდნენ  იქაურობას)  საკმაოდ   ვრცელ  ტერიტორიაზე  -  შავი  ზღვის  სამხრეთ  სანაპიროზე  და  მდინარე  ევფრატისა  და  ჭოროხის  სათავეებში.  ბიზანტიის  იმპერიის  ხანაში  ხალდების  რაიონებისაგან    იქმნება ( ახ.  წ. მე-8   საუკუნიდან)  თემი  ხალდია,  რომლის  ცენტრად  ქ.  ტრაპეზუნი  იქცა  და  რომელშიაც  შედიოდნენ  აგრეთვე   ქალაქები   ერზინჯანი,  ბაიბურთი  და  სხვა.   1404  წელს ეს  თემი  გზად  გაუვლია  ესპანეთის  ელჩს  კლავიხოს,  რომელიც   აგვიწერს  ტრაპეზუნის    სამეფოს  ხალდიის  პროვინციას  - გიუმუშხანეს,  კელკითისა  და  ბაიბურთის  ფარგლებში. 

evpatori.ge

ხალიბ-ხალდებს  ანტიკური  ხანაში  ჯერ  კიდევ  მოსდგამთ   ისეთი  ეროვნულ-კულტურული  თვისებანი,  რომელნიც   უაღრესად  მჭიდროდ  ანათესავებენ    მათ  ურარტუსთან.   ასე  მაგალითად,  ანტიკურ    სამყაროში   ხალიბებს   რკინის  დნობა-ჩამოსხმის   საუკეთესო  ოსტატებისა  და   ფოლადის  გამომგონებლების    სახელი  ჰქონდათ  მოხვეჭილი,  ხოლო  სტრაბონის  ცნობით,  გორდიები   ,,ითვლებოდნენ  საუცხოო  ხუროთმოძღვრებად   და  ციხის  საალყო  იარაღების  დახელოვნებულ    ოსტატებად,  რის  გამოც  მათ  ამგვარ   სამუშაოებზე  იწვევდა   ხოლმე   ტიგრანი ‘’ ( იგულისხმება  სომხეთის  ცნობილი  მეფე ,  ძვ.  წ.  1   საუკუნეში  რომ  ცხოვრობდა).

ხალდების   ეთნიკური  ვინაობა  სრულიად  უეჭველია:  ისინი  ქართველი   ხალხის   ერთ  ნაწილს  შეადგენდნენ.  რიგი  ძველის  სომხური  წყაროები მოწმობენ,  რომ   ხალდები  იგივე  ჭანებია,  ე.ი.  ის  ცნობილი  მოდგმის   ტომი,  რომელმაც  დღემდე  შემოინახა  თავი  თურქეთში, სასტიკი  დევნისა   და   შევიწროების  მიუხედავად. 

« წინა გვერდი    |    შემდეგი გვერდი  »