EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფერთა სიმბოლიკა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-14 17:03:59

ფერთა სიმბოლიკა
ფერთა-სიმბოლიკა

ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ შეგრძნებით. ფერი არ არის საგანი, ის საგნის თვისება.
იცით თუ არა რამდენი ფერი არსებობს ბუნებაში? ადამიანის თვალს შეუძლია აღიქვას 300 ფერის ტონალობა.
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოსცეს “ფერთა ატლასი,” სადაც 7000 ფერია აღნიშნული, აქედან 4000-ს აქვს სახელი, ხოლო დანარჩენი ნომრებით არის აღნიშნული. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს უამრავი ფერი, რომელებიც ხიბლს აძლევენ ჩვენს სამყაროს, სულ რამოდენიმე ფერისაგან გამომდინარეობენ. ეს არის სამი ძირითადი ფერი: ყვითელი, ლურჯი და წითელი. ხოლო თეთრი და შავი არის აბსოლუტური სინათლე და აბსოლუტური სიბნელე, რომლებიც ამ ფერებს ანიჭებენ მუქ და ღია ტონალობებს.
განსხვავებული ფერები ადამიანში სხვადასხვა ემოციებს იწვევს.

თეთრი - აბსოლუტური სინათლის ფერია, ამიტომაც უმანკოების, ჭეშმარიტების, უბიწოების და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ.
სახარებაში თეთრი სისპეტაკის ფერადაა წარმოდგენილი, სადაც სიმბოლურად ღვთაებრივი ნათებაა გამოსახული. სითეთრისაკენ განსაკუთრებული ლტოლვა ადამიანის პასიურობით აიხსნება. თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი არის გულწრფელი, გაწონასწორებული, კეთილი და მორჩილი. ეს ფერი მხატვრობაში ყველაზე ცივ ფერად არის აღიარებული. სიმართლის და სიწმინდის ფერი ამშვიდებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომაც საოპერაციო ბლოკები სწორედ ამ ფერშია შეღებლი.
აზიურ ქვეყნებში თეთრი გლოვის სიმბოლური ფერია.
წითელი - ფერი ყველაზე ძლიერი ფერია. ის ენერგიის, სიცოცხლის, სიყვარულისა და ვნების, მოძრაობისა და აგრესიის ფერია. ამ ფერის მოყვარული ადამიანი არის მოუსვენარი, ენერგიული, სავსე ახალ-ახალი იდეებით. წითელი ფერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გვაძლევს ფიზიკურ ძალას და ენერგიას, გვგვრის მადას. იგი მტკიცე ხასიათისაა. აზიაში ამ ფერს პატივს სცემენ, იგი სიყვარულის, ბარაქისა და მრავალშვილიანიობის სიმბოლოა.
ნარინჯისფერი - საკმარისია წითელს ცოტა ყვითელი ფერი გავურიოთ და ამ აგრესიულ ფერს მაშინვე ხალისი და მხიარულება ემატება, ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი უმალ მოგიზგიზე ალად გადაიქცევა. ნარინჯისფერი თავდაჯერებულია, შეუდრეკელი. მასთან ყოველთვის ხალისობ. საკმარისია მოიწყინო ან დაიღალო, იგი წამში აღგიდგენთ სასიცოცხლო ძალებს. იგი თბილი მზის ფერია. რაც უფრო მეტ ყვითელ ფერს შევურევთ, მით უფრო ინტელექტუალური ხდება, გულწრფელი, მხიარული და თბილი. მაგრამ გადამეტებული ფერი თავს გვტკენს, გვღალატობს. ევროპელებისათვის ყველაზე საყვარელი ფერი, მზისა და სითბოს სიმბოლო, უკავშირდება ინტელექტსა და აზროვნების განვითარებას.
ჩვენთვის ასეთი საყვრელი ფერი აფრიკელებს სძულთ, რადგან მათთვის ეს ფერი ავადმყოფობასთან, კარანტინთან და საშიშროებასთან ასოცირდება.
მწვანე - მწვანეფერი დედამიწას ყვითელმა და ლურჯმა აჩუქა. ეს არის გაზაფხულის, აღმოცენებისა და განახლების ფერი (მარად მწვანე, უკვდავების ფერი). მწვანე ფარი ადამიანს იმედს აძლევს. იგი ასევე აღიქმევა მისტიკურ ფერად, რომელიც ბუნებრივ და ზებუნებრივს აკავშირებს. 
ლურჯი - რაც უფრო უძიროა ფერი, მით უფრო უხმობს ადამიანს უსასრულობისკენ. ეს არის ტიპიური ზეციური ფერი, გამუქებისას არაადამიანური ნაღვლის ფერს იძენს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სიმბოლიკა არის უსასრულობა, მარადიულობა, ჭეშმარიტება, ერთგულება და რწმენა. იგი ყველაზე მშვიდია და ყველაზე ნაკლებად “მატერიალურია”. ეს რომანტიული ფერი ხსნის ემოციურ დაღლილობას. 
ცისფერი - აორმაგებს ლურჯის ძალებს, ხსნის ნერვიულობას. იგი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ფერია.
იისფერი - ეს არის წითელისა (ცხელ-აქტივობისა) და ლურჯი (ცივი-პესიმისტური) ფერების შერწყმა. ლურჯი წითელს ზომიერებისაკენ და სულიერებისაკენ მიუთითებს. იისფერი არის ინტუიციის, სიმშვიდის ფერი, იგი ზრდის გონების განვითარებას და დინამიურობას. ასევე ზრდის ადამიანში პატივისცემის გრძნობას. იგი ლურჯისა და წითელის ჰარმონიული სიმბოლოა.
ყავისფერი - ეს არის სამი ძირითადი ფერის ნაზავი _ ანუ როგორც მხატვრები უწოდებენ, “ტალახის” ფერი, სიღარიბის, თავმდაბლობის სიმბოლო, სიმშვიდისა და სიწყნარის. იგი ადამიანს აძლევს საკუთარი თავის რწმენას და იმედს.
შავი ფერი - ეს არის მისტიკური, შეუცნობელი (შინაგანი სამყაროსა და სიმკაცრის სიმბოლო).
იგი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მწუხარების, სიკვდილის, სიბნელის, უმეცრების, ბოროტებისა და სიმდაბლის ნიშანია; ნეგატიური ძალის უნივერსალური სიმბოლო. შავი იყო ყველაფერი, რაც ადამიანს სძულდა და აშინებდა.
მიუხედავად ამდენი სიბნელისა, შავი ბევრისთვის პატივსაცემი ფერია. როგორც მხატვრები ამბობენ, შავი არის მისტიკური, შეუცნობელი, იდუმალების ფერი. ეს არის სიმკაცრის სიმბოლო. ამ ფერის მოყვარული ადამიანი პროტესტს უცხადებს თავის ბედისწერას.
შავი ფერი ყველა ფერს იზიდავს და შთანთქავს. ეს ფერები მასში იკარგებიან, რათა შემდეგ, როგორც ეგვიპტის ღვთაება მინა, ისევ აღმოცენდეს. შავი ხომ მისი სიმბოლური ფერია.
ვარდისფერი - არის წითელი ენერგია დამცხრალი და განეიტრალებული თეთრი ფერის სიმშვიდით. იგი ქალური საწყისია, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, სიკეთე და ზედმეტი მგრძნობიარობა.
მალინის ფერი - სიყვარული, სინაზე, მისწრაფება, ინტიმურობა და არაკეთილსინდისიერება.
ზურმუხტის ფერი - კეთილდღეობა, სოლიდარობა, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა და წესრიგი.
ოქროსფერი - მას საწინააგმდეგო ფერი არა აქვს. იგი ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოა. ამიტომ უხატავენ წმინდანებს ოქროსფერ შარავანდედს, შეუცნობლის, ღვთიური სამყაროს სიმბოლო.
ფირუზის ფერი - განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა.