EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ინდიელთა ტომის ბელადის პასუხი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-14 18:12:06

ინდიელთა ტომის ბელადის პასუხი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელს
indieli

გვინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ამონარიდი ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა ინდიელთა ტომის ბელადს- თუ რას ფიქრობდა ის თეთრკანიანი ადამიანების შესახებ. ამ კითხვაზე მან მრავლისმთქმელი და ბრძნული პასუხი მიიღო:

რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ.  

 

"აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა შემდეგნაირად დაუსვა: "თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს". ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

 

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა: "რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

 

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

 

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა, არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი. ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

 

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:

 

"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს  უკეთესი სისტემის შექმნაზე".