EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კანადელმა მეცნიერებმა მედიცინაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2014-05-19 23:50:42
კანადელმა მეცნიერებმა მედიცინაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს – კიბო მარტივი მედიკამენტით განკურნეს, თუმცა ამ ფაქტით არც ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია არ დაინტერესებულა და არც მედიას გაუშუქებია.
ედმონტონში, ალბერტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა იაფფასიანი პრეპარატით, დიქლორაცეტატით, რომელსაც ექიმები ძირითადად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს უნიშნავენ პაციენტებს და გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, პაციენტები კიბოსგან განკურნეს.
კანადელმა მეცნიერებმა დიქლორაცეტატი ადამიანის უჯრედებზე უკვე გამოსცადეს. პრეპარატმა ფილტვის, ტვინისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს უჯრედები ისე გაანადგურა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
მეცნიერებმა ხანგრძლივი ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს, რომლებიც, სიმსივნის გართულებული ფორმით იყვნენ დაავადებულნი. მათ ორგანიზმში კიბოს უჯრედების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, რაც მღრღნელებს დიქლორაცეტიტის ხსნარი დაალევინეს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, ყველა ადამიანის ორგანიზმში არსებობს კიბოს საწინააღმდეგო ბუნებრივი უჯრედები, მიტოქონდრიები, რომლებიც მიძინებულია და მათ ასამოქმედებლად საჭიროა მათი „გამოღვიძება“. დიქლორაცეტატი კი მათ გააქტიურებას იწყებს, რაც კიბოს უჯრედების განადგურებით მთავრდება.