EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თავბრუ გეხვევათ? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-06-28 17:57:23

თავბრუ გეხვევათ? / ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც წარმოიშვას და ისეთიც, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს. თუ ღრმა განცდებისა და სტრესის შემდეგ იგრძნობთ თავბრუს, ნუ აღელდებით...

ეს შეგრძნება   შეიძლება  უწყინარი  მიზეზითაც  წარმოიშვას  და ისეთიც,  რომელიც   ექიმის  ჩარევას  მოითხოვს.   თუ  ღრმა   განცდებისა   და  სტრესის  შემდეგ  იგრძნობთ  თავბრუს,  ნუ  აღელდებით,   ეს  გამოწვეულია   ადრენალინითა  და  თავის  ტვინის  სისხლძარღვების  სპაზმებით.   თავის  ტვინის  სისხლით  მომარაგების  დროებითი  გაუარესებაც  იწვევს  უსიამოვნო  შეგრძნებებს.  თავბრუ  შეიძლება   გამოიწვიოს  ასევე   ხანგრძლივმა  მგზავრობამ -  მიზეზი  არასწორი  ვესტიბულარული   აპარატია,  რომელიც   მდებარეობს    შიდა  ყურში.   ის  გვინარჩუნებს   წონასწორობასა   და  გარემოში ორიენტირების  უნარს,  მაშინაც  კი,  როცა  თვალდახუჭული   ვართ.  ვესტიბულარული  აპარატის  ნებისმიერ  ნაკლს   შეუძლია  გამოიწვიოს  რხევისა  და  თავბრუს   სახით  გარემოში  კოორდინაციის   დარღვევა.  მისი  მუშაობის  გაუმჯობესებაში   დაგეხმარებათ   სპეციალური   ვარჯიშები.  საუკეთესო  საშუალებებია:   საქანელაზე   ქანაობა,  აერობიკა,  ცურვა  და სპორტული  თამაშები (ფრენბურთი,  კალათბურთი  და  სხვ.).  ხანგრძლივი  მგზავრობის  წინ  -  მაძღრისად  ნუ  მიირთმევთ,  და  თუ  გზაში თავი  ცუდად  იგრძენით ,  ხელი   ხელისგულით  ზევით  დაიდეთ  მუხლზე  და  ცერა  თითით   გაიკეთეთ  მასაჟი  მაჯაზე,  შემდეგ   კი  ხელისგულის შუაში.  თავბრუს  მიზეზი  შეიძლება  იყოს  დაბალი წნევა.   ჰიპოტონიკები  ხშირად  დილით  გაღვიძებისას  გრძნობენ,  ფეხქვეშ  მიწა  ეცლებათ....

ძილის  დროს   ჰიპოტონიკებში  სისხლი  გროვდება  მუცლის   არეში  და  ტვინი  სისხლით  ნაკლებად  მარაგდება.   ეს   რომ  არ  მოხდეს   დაბალწნევიანებმა  უნდა  ისწავლონ  დილით საწოლიდან   სწორად  ადგომა.  გაღვიძებისთანავე  ნუ  ადგებით,  იწექით  ცოტა ხანს,  გააკეთეთ  ხელებით  და  ფეხებით  მარტივი მოძრაობები,  რათა  სისხლი  გადავიდეს  სისხლძარღვებში.  შემდეგ  წამოჯექით  და  გადმოდით  საწოლიდან  ნელა.  დაბალი  წნევის დროს  სასარგებლოა  ცივი  წყლის  გადავლება  და  კონტრასტული  შხაპი.   წყალი  თანდათანობით  გააცივეთ.   ხშირად  თავბრუს  მიზეზი  ვესტიბულარული  აპარატის  დაავადებაა,  რომელსაც  ექიმები   ვერტიგოს  ეძახიან.  ის  ვლინდება  მდგომარეობის  მკვეთრი   ცვლილებით,  ცივი  ოფლით  პირღებინებით  და  მოძრაობის  კოორდინაციის  დარღვევით.  თუ  თავბრუს  თან  სდევს  სმენის  დაქვეითება,  ყურებში  ხშული  (ხმაური)  ან  სტვენა,  ეს  შეიძლება  იყოს  მენიერის  დაავადება.  თავბრუს  ერთ-ერთი   მიზეზი  შეიძლება  იყოს  ხერხემლის  კისრის  არის  ოსტეოქონდროზი.     ხშირად  ამის  მიზეზი   ნაკლებად  მოძრავი  ცხოვრების  წესია,  ამ   დროს   თავბრუ   გრძელდება  რამდენიმე   წუთიდან  რამდენიმე  საათამდეც.  ნევროლოგი  დიაგნოზის  დასმის  შემდეგ  დაგინიშნავთ  სპეციალური  ვარჯიშების  კომპლექსს,  მედიკამენტებს,  ფიზიოპროცედურებს.