EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მინისტრის მოადგილე: ამ ეტაპზე საშიში და საპანიკო არაფერია »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-06-28 18:26:36
ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც უცნობმა ნივთიერებამ გაჟონა, ამ წუთებში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, შალვა ამირეჯიბი მივიდა:
_ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რომელიღაც ქიმიური აგენტი. შესაბამისი სამსახურები წუთი წუთზე უნდა მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე და ისინი განსაზღვრავენ რა სახის ქიმიურ აგენტთან გაქვს საქმე და შესაბამისი რეკომენდაციებიც დაიდება, _ გვითხრა ამირეჯიბმა.
_ ბატონო შალვა, რამდენად საშიშია შექმნილი მდგომარეობა ადგილობრივებისთვის?
_ამ ეტაპზე საშიში და საპანიკო არაფერია, რადგან შემთხვევის ადგილიდან ხალხი გამოყვანილია, შეღობილია ადგილი და უცხო პირი აქ ვერ მოხვდება. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოსვლას, _ ამბობს ამირეჯიბი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურის სრული შემადგელობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
შეგახსენებთ, რომ დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უცნობი ნივთიერების გაჟონვის გამო, იქ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ჯართს აგროვებს, რამდენიმე დღის წინ კონტეინერი იპოვა და მისი გახსნის მცდელობის დროს თეთრი კვამლი წარმოიშვა:
_ დიდი ხანია ჯართს ვაგროვებთ. რაღაც "ბალონები" იპოვა ჩემმა შვილმა ერთი თვის წინ. გუშინ წინ დაჭრა მოინდომა და დაჭრის დროს თეთრი კვამლი გამოვიდა. ყურადღება არ მიგვიქცევია. მეორე დილით კი ვნახეთ, რომ ეზოში ყველაფერი გამხარი იყო, - გვითხრა მ.რ-მ.
თეთრი კვამლი მ-რ-ს მეზობლებმაც დაინახეს, თუმცა, საგანგაშოდ არ მიუჩნევიათ. ხელისუფლებას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც მიმდიბარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოებში მცენარეები გახმა.
_ უცნაური სუნი ტრიალებდა. თავბრუს ხვევა, ღებინების შეგრძნება რამდენიმე ადამიანს ახლაც აქვს, _ გვეუბნებიან აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები.
ერთ-ერთის თქმით, შემთხვევის მეორე დღეს მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და გადასხმაც დასჭირდა.
წყარო: gurianews.com