EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სპეციალისტების დასკვნა _ ჩოხატაურში თხევადმა ქლორმა გაჟონა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-06-28 20:55:09

სპეციალისტების დასკვნა _ ჩოხატაურში თხევადმა ქლორმა გაჟონა

ნატო გოგელია 28 ივნისი 2014 18:03:30    


ev

გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტების თქმით, ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე თხევადმა ქლორმა გაჟონა. სპეციალისტებმა შემოწმება რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. მათი თქმით დალუქულ ბალონებს დამატებითი ექსპერტიზისთვის თბილისში წაიღებენ.

_ ბალონებში თხევადი ქლორი იყო, რომელიც  სრულიად დაცლილია. ამიტომ მოსახლეობისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.  დაზუსტებით გეტყვით, რომ რადიაციული ფონი არ არის, თუმცა აუცილებელი და საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც დაუყოვნებლივ ჩავატარებთ და საბოლოო პასუხსაც შეგატყობინებთ _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა.

 შეგახსენებთ, რომ დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უცნობი ნივთიერების გაჟონვის გამო, იქ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დილით დაიწყეს. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ჯართს აგროვებს, რამდენიმე დღის წინ კონტეინერი იპოვა და მისი გახსნის მცდელობის დროს თეთრი კვამლი წარმოიშვა: _ დიდი ხანია ჯართს ვაგროვებთ. რაღაც "ბალონები" იპოვა ჩემმა შვილმა ერთი თვის წინ. გუშინ წინ დაჭრა მოინდომა და დაჭრის დროს თეთრი კვამლი გამოვიდა. ყურადღება არ მიგვიქცევია. მეორე დილით კი ვნახეთ, რომ ეზოში ყველაფერი გამხმარი იყო, - გვითხრა მ.რ-მ. თეთრი კვამლი მ-რ-ს მეზობლებმაც დაინახეს, თუმცა, საგანგაშოდ არ მიუჩნევიათ.

ხელისუფლებას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა ეზოებში მცენარეები გახმა.

 _ უცნაური სუნი ტრიალებდა. თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება რამდენიმე ადამიანს ახლაც აქვს, _ გვეუბნებიან აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები.

ერთ-ერთის თქმით, შემთხვევის მეორე დღეს მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და გადასხმაც დასჭირდა.

წყარო: gurianews.com