EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რაზე მეტყველებს თაიგული »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: lela5
თარიღი: 2014-08-31 21:01:02
თაიგული მშვენივრად გამოხატავს იმ ადამინის ბუნებას, ვინც ის შეარჩია. ბევრი მამაკაცი უპირატესობას გამზადებულ თაიგულს ანიჭებს. ამორჩეული თაიგულის ფერთა გამის მიხედთაიგულივით არა მარტო მამაკაცის ხასიათზე, არამედ მისი გრძნობების გულწრფელობასა და ქალისადმი დამოკიდებულებაზეც შეიძლება მსჯელობა.
უშუალო, გულღია და სიცოცხლით სავსე მამაკაცი უპირატესობას მოწითალო-ნარინჯისფერ თაიგულს ანიჭებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთი თაიგული სექსუალური და და შთამბეჭდავია. იგი საყვარელ ქალთან ვნებიანია, მისთვის ყველაფერს გაიღებს, თუმცა არცთუ იშვიათად სიყვარულში არათანმიმდევრული და ცვალებადია.
ცისფერ თაიგულს პრეტენზიული მამაკაცი არჩევს, ის, ვინც თავად არ იცის, რა უნდა. ცისფერი ყვავილები აუხდენელ ოცნებებზე დარდს გამოხატავს. ასეთი მამაკაცი მოხერხებულად და თამამად ეცნობა მანდილოსანს, თუმცა ხშირად ტყუის და გულს არავის უხსნის.
მიზანმიმართული, საქმიანი, ამბიციური მამაკაცი წითელი ვარდების თაიგულს მოგართმევთ. ის ძალიან მომთხოვნია, თუმცა საყვარელი ქალის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ტემპერამენტიანი და აქტიურია, მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებს.
მამაკაცი, რომელიც ცხოვრებას ვარდისფრად აღიქვამს, თაიგულსაც ვარდისფერს არჩევს. რბილ, კეთილ, მიმნდობ, სენტიმენტალურ ქალბატონებს ანიჭებს უპირატესობას და მზადაა ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს, ოღონდ სიყვარულში სიმშვიდე და სილამაზე სუფევდეს. დაკომპლექსებული და არასრულფასოვნების გრძნობით შეპყრობილი მამაკაციც ხშირად ვარდისფერ თაიგულს ანიჭებს უპირატესობას.
წინდახედული მამაკაცი ლურჯ თაიგულს მოგართმევს, ის პედანტია, რაც გარშემომყოფებს ხშირად აღიზიანებს, რადგან მის ქცევაში კარგად ჩანს არა ახლობლებისა და გარშემომყოფთა, არამედ საკუთარი თავის სიყვარული. ასეთ მამაკაცს კარგად ეხერხება საყვარელ ქალზე ზრუნვა.
ყველაზე უინტერესო საყვარელი და მოსაწყენი ქმარი იისფერ თაიგულს არჩევს, თუმცა, თუ რჩეული და, მით უმეტეს, მეუღლე მუდმივად მზრუნველობითა და ყურადღებით ეპყრობა, სითბოსა და სიმყუდროვეს უქმნის, მაშინ შესაძლოა, წითელი და თეთრი ვარდების თაიგულიც მიართვას.
თეთრ ყვავილებს მხოლოდ დახვეწილი რომანტიკოსი მოგიძღვნით. მას საკუთარი გრძნობების გამოხატვა თეთრი ნარცისების, თეთრი ვარდების ან შროშანების უზარმაზარი, ულამაზესი თაიგულით შეუძლია. როგორც წესი, საღად მოაზროვნე ქალები ასეთ მამაკაცებთან ბედნიერებას ვერ პოულობენ.
ოპტიმისტი მამაკაცები კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყვითელ ყვავილებს ირჩევენ. მათ მძაფრი გძნობები, თამამი გადაწყვეტილებები მოსწონთ და თუ ქალისგანაც იმავეს არ გრძნობენ, მას დიდ დროს აღარ უთმობენ.