EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცნობილი ადამიანების 15 ფრაზა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-09-20 23:41:17
1. ადრე ვამბობდი, იმედი მაქვს, ყველაფერი შიცვლება-მეთქი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ერთადერთი გზა არსებობს, რაიმეშეცვალო - საკუთარი თავის შეცვლა. /ჯიმ რონი/
2. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იმაშია, რომ ძალიან მალე ვყრით ფარ-ხმალს. წარმატებისკენ მიმავალი უფრო სწორი გზა – მუდმივ, კიდევ ერთხელ ცდაშია. /თომას ედისონი/
3. წარუმატებლობა – მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა. /ჰენრი ფორდი/
4. თუ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაშინ ნერვიულობა არ ღირს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, მაშინ ნერვიულობას აზრი არ აქვს. /დალაი ლამა/
5. მაშინაც კი, თუ ნიჭიერი ხართ და ბევრს მუშაობთ, სასურველი შედეგის მიღწევას დრო უნდა: თქვენ ვერ გეყოლებათ შვილი ერთ თვეში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 9 ქალს ერთდროულად დააფეხმძიმებთ. /უორენ ბაფეტი/
6. მე არასდროს განმიცდია წარუმატებლობა. უბრალოდ 10 000 მეთოდი ვიპოვე, რომლებიც არ მუშაობს. /თომას ედისონი/
7. იღბალი ერთხელ კარზე ყველას აკაკუნებს, თუმცა ამ დროს ადამიანები უმეტესად უახლოეს ლუდის ბარში სხედან და კაკუნის ხმა არ ესმით. /მარკ ტვენი/
8. პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, თუმცა თევზი რატომღაც მატლენს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, რა მიყვარს მე, ვფიქრობ რა უყვარს თევზს. /დეილ კარნეგი/
9. დილით ჰკითხეთ საკუთარ თავს: ,,რა უნდა გავაკეთო”. საღამოს კი: ,,რა გავაკეთე?“ – პითაგორა
10. უბედური, წარუმატებელი, საწყალი და არაჯანმრთელი ისაა, ვინც ხშირად ამბობს სიტყვას ,,ხვალ“. /რობერტ კიოსაკი/
11. მოხუცები ხშირად ურჩევენ ახალგაზრდებს ეკონომიურად ხარჯონ ფული - ეს ცუდი რჩევაა. არ დააგროვოთ – საკუთარ თავში ჩადეთ. 40 წლამდე დოლარიც არ შემინახავს. /ჰენრი ფორდი/
12. მე მინდა. ე. ი. – იქნება. /ჰენრი ფორდი/
13. გაკვეთილი, რომელიც მივიღე და მთელი ცხოვრება მივსდევ, მდგომარეობს ცდაში, ცდასა და ცდაში –და არასოდეს დანებებაში! /რიჩარდ ბრენსონი/
14. გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ. ხვალ კი იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ. /ჯერალდ ლეტო/
15. იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. /კოკო შანელი/