EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბრედ პიტი ცხოვრების წესის შესახებ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-09-21 00:12:28

ბრედ პიტი ცხოვრების წესის შესახებ

ბრედ პიტი

უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი - მსახიობი, ასაკი: 50 წელი, დაბადების ადგილი: ოკლაჰომა, აშშ.
 
„არ მიყვარს, როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ. მოდით, რაიმე მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ...“
 
  არ მიყვარს - როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ. მოდით, რაიმე მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ.
 
იყო ცოლიანი – ეს ნიშნავს, დაიცალო გაზებისგან პირდაპირ საწოლში, ან ჭამო იქ ნაყინი.
 
ზებუნებრივი ნიჭი  რომ მქონდეს , დროს დავაბრუნებდი უკან, აი რას ვიზამდი... 
 
უამრავი გეგმა მაქვს. მინდა მქონდეს ბევრი სახლი ბორბლებზე, ჯენიფერ ლოპესის მსგავსად მინდა ჩავწერო ალბომი, მინდა მქონდეს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი. ყველაფერი მექნება, როგორც ფაფ დედის,  ოღონდ სინთეზური ბეწვით.
 
ჩვენ, ცნობილი ადამიანები, იძულებულნი ვართ ერთად ვიდგეთ. მე ხომ არ შემიძლია უბრალოდ წავიდე ექიმთან და მოსაცდელში ჟურნალი ვიკითხო? არ შემიძლია აეროპორტში ვიჯდე და ველოდო ჩემს რეისს, იქ ხომ უბრალოდ დამასახიჩრებენ ცნობიცმოყვარენი.
 
ჩემი კვირა უბრალოა - 7 დღიდან 5 დღეს მანქანის უკან პაპარაცები მომსდევენ.
 
მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც ვერ იტანენ გენეტიკურ დონეზე. ერთხელ დავურეკე ბაბუაჩემს, „ ჩვენ ვნახეთ შენი ფილმი,“- მითხრა ბაბუამ. „ რომელი?“- ვკითხე მე. მან კი ბებიაჩემს დაუძახა: „ეი, ბეტი, რა ერქვე კინოს, რომლის გამოც 3 დღე გული მერეოდა?“
 
გულახდილად მჯერა საკუთარი მეთოდის - თავიდან  კარგად იჟიმავებ და მერე კარგად დაისვენებ.  
 
ფეხებზე მკიდია ჩემი უსაფრთხოება.
 
მე ვეწევი. ვანებებ თავს და თვიდან ვიწყებ, ისევ ვანებებ და ისევ ვეწევი, და ასე დაუსრულებლად.
 
მორალთან მიმართებაში მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, არ ვარ მორალის მქადაგებელი ნატურა.
 
ჩემი პირველი კოცნა კარგად მახსოვს.  სკოლაში ერთ გოგონასთან მოვილაპარაკე, რომ კოცნისთვის ავტო ფარეხის უკან შევხვედროდით. საოცრად სერიოზულები ვიყავით, ვაკოცე და სახლში გავიქეცი. აი ასეთი პირველი კოცნა მქონდა.
 
ყველაზე დიდი ბედნიერებაა  გესმოდეს, როგორ ამოაქარვებს შენი პატარა. ეს არის მომენტი, როდესაც კმაყოფილება გეუფლება.   
 
განმარტოვება ეს არის, როდესაც შეგიძლია გამოხვიდე და მარტო ჩამოჯდე კიბეზე. მარტოობაა ისიც, როდესაც ნაგვის გამტანი აღარ გყავს და იგი შენ თვითონ უნდა გაიტანო.
 
სიტყვის თავისუფლება  ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და მგონია, რომ იგი ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ აჯობებს ანჯელინას ჰკითხოთ, ის ბევრად მეტს გეტყვით.  
 
არ ღირს ილაპარაკო იმაზე, რაზეც ბევრი არაფერი იცი. ამიტომაც არ მიყვარს ინტერვიუ. ჟურნალისტები მეკითხებიან რა ვიცი ჩინეთსა და ტიბეტზე. ვის რაში აინტერესებს ჩემი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით? მე ვარ სცენართან მომუშავე ადამიანი და მეტი არაფერი.
 
ვგიჟდები მოტოციკლებზე. მყავს ყველა სახის და ტიპის მოტოციკლი, ასევე პირადად ჩემთვის შექმნილი ექსკლუზიური მოდელებიც. ყველა მათგანი ხელოვნების ნიმეშია. მოკლედ, ამით ნამდვილად დაავადებული ვარ.
 
არაფერი ვიცი მხატვრებზე. მხოლოდ მოქანდაკეებზე. ისიც ცოტა...
 
დიდი დრო გავატარე კინოფილმ „ტროა“ -ს გადაღების დროს ქვედაბოლოში, მაგრამ ეს არც ისე ცუდი იყო.
 
იმისათვის, რომ იპოვო - ჯერ უნდა დაკარგო.
 
დიდება -კიდევ გვექნება ძმებო!
 
 ინტერვიუ ჩაწერა მაიკ ზაგერმა