EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თვალები არ ტყუიან »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-09-21 00:23:07

თვალები არ ტყუიან
თვალები არ ტყუიან
როგორც წესი, ჩვენი თვალები ჩვენივე ფიქრების ანარეკლია. საკმარისია, ადამიანს თვალებში ჩავხედოთ, რომ მივხვდეთ რას ფიქრობს ის... თვალების მიხედვით სხვისი აზრების კითხვა ძალზე სასარგელო ცოდნაა, რომელსაც ხშირად იყენებენ პოკერის პროფესონალი მოთამაშეები, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიციელებზე და ისეთი სპეციალობის ხალხზე, ვისაც ხშირად უწევთ ადამიანებთან კონტაქტი. 
 
 თვალის თვალში გაყრა -როდესაც ვინმე გესაუბრებათ და თვალებში გიყურებთ, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სასაუბრო თემა განსაკუთრებულად საინტერესოა, მაგრამ თუ ადამიანი თვალს საერთოდ არ გაშორებთ, სავარაუდოდ, არ გენდობათ და უნდა რომ კარგად დაგაკვირდეთ.
 
მოსაუბრე, რომელიც საერთოდ არ გიყურებთ თვალებში, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არ აინტერესებს  რას ეუბნებით.
 
 
როცა ის მზერას ზევით სივრცეში მიმართავს, ნიშნავს რომ მას თქვენს მიმართ  ცინიკურ დამოკიდებულება აქვს და რასაც ამბობთ, მის აზრებთან შეუთავსებელია.
 
თუ ადამიანი ზევით მარჯვენა კუთხისკენ იხედება, ეს ნიშნავს რომ ის ვიზუალურად რაიმეს იხსენებს. მაგალითად, მიმართეთ მეგობას თხოვნით აღგიწეროთ ვინმეს გარეგნობა, აღწერის დროს ის აუცილებლად ზედა მარჯვენა კუთხისკენ დაიწყებს მზერას. როდესაც ადამიანი ზედა მარცხენა კუთხისკენ  მიმართავს მზერას, ეს ნიშნავს რომ ის ამ მომენტში რაიმეს წარმოიდგენს.
 
თუ თქვენი მოსაუბრის მზერა მიდის მარჯვნივ, ეს ნიშნავს, რომ ის სმენით იხსენებს რაიმეს, მაგალითად მელოდიას. თუ მისი მზერა მიდის მარცხნივ, ის ამ შემთხვევაში რაიმეს აუდიალურად, ანუ ჟღერადობით წარმოიდგენს.
 
თუ მოსაუბრე ქვევით მარჯვენა მხარეს იხედება, ეს ნიშნავს რომ, მას ე.წ „საკუთარ თავთან დიალოგი“აქვს და რაღაცას განიხილავს. თვალების ქვევით დახრით ადამიანები გამოხატავენ, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მას ან არ სურს ლაპარაკი, ან რცხვენია.
 
გაითვალისწინეთ, რომ  ცაციების შემთხვევაში ეს ყველაფერი პირიქით არის.