EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« დიდი ადამიანების უცნაური სექსუალური მისწრაფებები »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: natasha
თარიღი: 2014-09-29 15:08:26
ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალებში მხოლოდ ვარსკვლავები, სპორტსმენები ან პოლიტიკოსები ეხვეოდნენ. თუმცა გამოგიტყდებით და არც ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით, რომ ისეთ დიდ ადამიანებს, როგორებიც იგივე მოცარტი ან ეინშტეინი იყვნენ, მსგავსი უცნაური სექსუალური მისწრაფებები ექნებოდათ...
გარდა იმისა, რომ მოცარტმა კაცობრიობას აჩუქა მაგალითად, "მე-40 სიმფონია" და რაღა თქმა უნდა, "რექვიემი", მან ასევე შექმნა ნაწარმოები, ცნობილი, როგორც: "Leck mir den Arsch fein recht schön sauber", რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: "გამომლოკე საჯდომი კარგად და სუფთად"...
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოცარტის ეს ნაწარმოები უფრო "პროტესტის სიმღერა" ყოფილიყო.
- განდი – როგორც ამბობენ, ინდოეთის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს სხვა დანარჩენთან ერთად, ასეთი ტრაგედიაც დაატყდა თავს: როცა მეუღლესთან სექსით იყო დაკავებული, გვერდზე ოთახში მამა უკვდებოდა. რატომღაც, მაჰათმა განდი შემდგომში ფიქრობდა, რომ მამის სულმა ამქვეყნიური ცხოვრება ზუსტად იმ მომენტში დატოვა, როცა თავად ორგაზმი განიცადა. ჰოდა, გადაწყვიტა, რომ მკაცრად მოეთოკა სექსუალური სურვილები და ხორციელ სიამოვნებაზე აღარასოდეს ეფიქრა. ერთი შეხედვით, აქ დიდად გასაკვირი არაფერია, თუმცა მთავარი ახლა იწყება: საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა რომ შეესრულებინა, როგორც ამბობენ, განდი სექსუალური სურვილების დაძლევას შიშველი ქალების ცეკვის ყურებით ცდილობდა. თავისი არსით, მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრიპტიზ-კლუბი ჩამოაყალიბა, რომელშიც მისი მიმდევრები და თაყვანისმცემლები უპრობლემოდ ეწერებოდნენ.
- ჯეიმს ჯოისი – ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი მწერალი და პოეტი, მოდერნისტული ლიტერატურის პიონერი არატრადიციული სექსის ტრფიალი ყოფილა. არა, იმას არ ვგულისხმობთ, რომ ჯეიმს ჯოისი გეი იყო. თურმე, მას სექსის დროს, უკაცრავად არალიტერატურულობისთვის და... კუება უყვარდა. როცა მწერალი საზღვარგარეთ მიდიოდა, იქიდან მეუღლეს – ნორას - უზარმაზარ და ძალიან გულახდილ წერილებს უგზავნიდა. რომ არა ეს წერილები, კაცობრიობა ვერასოდეს გაიგებდა, რომ ლიტერატურის კლასიკოსს ნორასთან ასეთი სექსი უყვარდა: "ფუმფულა ბარძაყებს შორის ძლიერად...... და სახეში მძლავრად მიკუება" კიდევ ერთხელ უკაცრავად!
თუკი მომავალში ჯეიმს ჯოისზე რაიმე თემის ან თხზულების დაწერა მოგიწევთ, შეეცადეთ, ძალიან ხმამაღლა არ იცინოთ...
- ჟან-ჟაკ რუსო – მე-18 საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და მოაზროვნე საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიის პატრონია. მაგალითად, შეგვიძლია გავიგოთ, რომ სექსუალური აღგზნების მისაღწევად, ჟან-ჟაკ რუსო ვინმეს უნდა გაეტყიპა. "ის, ვისაც უყვარს, კარგად დასჯის", - წერს რუსო. იგი ასევე აღიარებს, რომ ასეთი უცნაური თავისებურების გაჩენის მიზეზი მისი აღმზრდელი გახდა, რომელიც ბავშვობაში ყველაზე უწყინარი ონავრობის გამოც კი საჯდომს ცემით უწითლებდა.
- ბენჯამინ ფრანკლინი – პოლიტიკოსი, დიპლომატი, სახემწიფრო მოღვაწე, მეცნიერი და გამომგონებელი, რომელსაც სამუდამოდ აქვს ადგილი დამკვიდრებული 100 დოლარიან კუპიურაზე, ასაკიან ქალებთან ერთობოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოხუცებთან. საყვარლებად იგი ირჩევდა 20-30 და ზოგჯერ, 40 წლით უფროს ქალებსაც კი. რატომ იქცეოდა ფრანკლინი ასე, მით უმეტეს, რომ ქორწინების ინსტიტუტის თავგამოდებული დამცველი იყო? იმიტომ, რომ როგორც მეგობრისთვის გაგზავნილ წერილში წერდა: "მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, უფრო შეგნებულები და თავშეკავებულები არიან. უკეთ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა და მრუშობაში ეჭვებს არ აღძრავენ. რაც შეეხება იმას, რაც ქამრის ქვემოთაა, ამით ვერასოდეს გაარჩევ ახალგაზრდას ხანში შესულისგან". აქედან დასკვნა – ბენჯამინ ფრანკლინისთვის სულ ერთი იყო, ვისთან დაწვებოდა, მაგრამ უპირატესობას მაინც იმათ ანიჭებდა, ვისაც უკეთესი გამოცდილება ჰქონდა.
- ალბერტ ეინშტეინი – უნდა ითქვას, რომ ეინშტეინი ამ სიაში ყველაზე უწყინარია. XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნე ყველაზე მეტად გატაცებული იყო მეცნიერებით და ჭეშმარიტად სწორედ მეცნიერება უყვარდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოდიოდა სხვა დანარჩენი, რაც მოძრაობს და რასაც კაბა აცვია. ეინშტეინი ორჯერ დაქორწინდა (ერთხელ თავის ბიძაშვილზე) და ორივე ცოლმა იცოდა, რომ ქმარს "გვერდზე გახედვა" უყვარდა. პირველ მეუღლეს მეცნიერმა წესების სია ჩამოუწერა, ერთ-ერთ პუნქტში კი მითითებული იყო, რომ მისგან არ უნდა ჰქონოდა არც სიახლოვის და არც ერთგულების იმედი. სანამ ეინშტეინი ცოლად ბიძაშვილ ელზას შეირთავდა, კინაღამ მის 22 წლის ქალიშვილზე იქორწინა. ამბობენ იმასაც, რომ მას ლამის მთელ სანათესაოსთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.
- გი დე მოპასანი – მწერალი-ფილოსოფოსი სატირიაზისის მსხვერპლი იყო, რომელიც ნიმფომანიის მამაკაცური ანალოგი გახლავთ. კერძოდ, იგი მუდმივ აღგზნებას განიცდიდა და სექსუალურ სურვილებს ვერასოდეს იკმაყოფილებდა. იგი მეგობრებთან ჩიოდა, რომ შეეძლო ერთ საათში 6-7 აქტი ჰქონოდა და ამის მიუხედავად, სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებდა.
სამწუხაროდ, სწორედ დაუცხრომელი სექსუალური შესაძლებლობები გახდა მოპასანის უბედურების მიზეზი: იგი სიფილისის რთული ფორმით დაავადდა, რასაც ნერვული გადაღლილობაც დაემატა და შედეგი ფატალური აღმოჩნდა.
- მარკიზ დე სადი – ჩამონათვალის მწვერვალი: დონასიენ ალფონ ფრანსუა დე სადი, ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი ცნობილია იმით, რომ საშინლად აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და არად აგდებდა არც რელიგიას, არც კანონებს. იმ დროს, როცა მუხლის გამოჩენაც კი გარყვნილებად ითვლებოდა, მარკიზ დე სადი ისეთ თემებზე წერდა, თანამედროვე ადამიანსაც რომ თმები ყალყზე დაუდგება. ჰოდა, სწორედ ასეთი გარყვნილება გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი, თუმცა საპყრობილედან გამოსულმა თავის სასახლეში აღვირახსნილების ბუნაგი მოაწყო და იქაურობა ორივე სქესის სექსუალური მონებით აავსო. საერთო ჯამში, ციხეებსა და საგიჟეთში მარკიზმა 32 წელი დაჰყო და კაცობრიობას ტერმინი "სადიზმი" აჩუქა. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის გაროზგვით უდიდესი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა.
გაზეთი "კვირის ქრონიკა"