EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აღმოჩენები, რომელსაც ელის კაცობრიობა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-01-19 01:24:30
ბაზა მთვარეზე.
ნასას განცხადებით, პირველი ბაზა 2024 წლისთვის იქნება მზად, მეორე-2025 წელს. მესამეს კი იაპონელები დაამზადებენ 2030 წელს.
თავის გადანერგვა.
თავი ისე უნდა გადაინერგოს, რომ მან სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირება. მეცნიერებს აქვთ გარკვეული წარმატებები ამ სფეროში თაგვებზე, ძაღლებსა და მაიმუნებზე გაკეთებული ოპერაციებით. ამ გზით მოხდება გამორჩეული ტვინის მქონე ადამიანთა გადარჩენა. თუმცა დგება საკითხი, რამდენად მიზანსეწონილია ასეთი ოპერაცია ეთიკის თვალსაზრისით.
სუფთა ენერგია.
დრო, როცა კაცობრიობა სრულად გადავა მუდმივად განახლებად ენერგიაზე. ეს ჯერჯერობით ძნელია, რადგან კაცობრიობამ უკანასკნელი 150 წელიწადი ნავთობის ეპოქაში იცხოვრა. მაგრამ რადგანაც ნავთობი მალე ამოიწურება და ამას გარდა, იწვევს დაპირისპირებას სახელმწიფოებს შორის, მისი ჩანაცვლების აუცილებლობა ნათელია. სუფთა ენერგიამ არ უნდა დააბინძუროს გარემო. ამბობენ რომ დიდი რაოდენობით სუფთა ენერგიის მიღების ხერხები უკვე არსებობს, მაგრამ ნავთობის კორპორაციები მათი გამომჟღავნების საშუალებებს სპობენ. დღესდღეობით არსებული მეთოდებით ენერგია მიიღება ქარისგან, მზისგან, გეოთერმული წყლებისგან, ზღვის მიმოქცევისგან, ბირთვული საშუალებით, ბიოსაწვავით და ა.შ. მაგრამ ისინი მთლიანი ენერგიის მხოლოდ 15%-ს შეადგენენ.
კიბოს წამალი.
კიბო დღევანდელობის ერთ-ერთი უსაშინლესი დაავადებაა, რადგან უკურნებელი სენია და ყოველ წელს მილიონობით ადამიანს იწირავს. პრეპარატები მხოლოდ მცირედით ახანგრძლივებენ სიცოცხლეს და აყუჩებენ ტკივილს. მეცნიერებმა შექმნეს გენ-მოდიფიცირებული ვირუსები და ამბობენ რომ მათი საშუალებით მკურნალობისას გარკვეული სასიკეთო შედეგი მიიღწევა. ვარაუდობენ რომ რამდენიმე წელიწადში განკურნებასაც შეძლებენ.
ადამიანთა მისია მარსზე.
ადამიანის მარსზე გამგზავრება წითელი პლანეტის უკეთ შესწავლის პერსპექტივას იძლევა. ნასა და საფრანგეთი ამ იდეის განხორციელებას 2030 წლისთვის გეგმავს, რუსეთი – 2020 წლისთვის.
კოსმოსური ლიფტი.
ის ყველაზე მაღალ შენობაზე რამდენიმე ათასჯერ გრძელი იქნება. სპეციალური ბაგირი გაბმული იქნება დედამიწასა და ხელოვნურ თანამგზავრს შორის. ლიფტის მეშვეობით მოხდება ტვირთისა და ადამიანების გადაყვანა. მაქსიმუმ 2031 წელს დასრულდება მშენებლობა.
ყველაფრის თეორია.
დღესდღეობით ცნობილია ოთხი ძირითადი ძალა: ელექტრომაგნიტური, სუსტი ბირთვული, ძლიერი ბირთვული და გრავიტაციული. ყველაფრის თეორიის მიხედვით, ამ ოთხი ძალის გაერთიანება უნდა მოხდეს. ეს იქნება დიდი გადატრიალება ფიზიკაში, რომელიც საშუალებას მისცემს ფიზიკოსებს, უფრო მეტი გაიგონ სამყაროსა და მისი წარმოშობის შესახებ.
ნანომედიცინა.
სპეციალური მოლეკულები, რომლებიც გაანადგურებენ სიმსივნურ წარმონაქმნებს. მიკრორობოტები, რომლებიც შევლენ ორგანიზმში და ჩაატარებენ ქირურგიულ ოპერაციებს. ნანომედიცინა ჯერჯერობით საწყის სტადიაშია, თუმცა მისი მომხრეები დიდ აღმოჩენებს გვპირდებიან.
მოგზაურობა დედამიწის ცენტრში.
მე-19 საუკუნეში მიაჩნდათ, რომ ადამიანი დედამიწის შუაგულს გაცილებით ადრე მიაღწევდა, ვიდრე მთვარეს. ეს აჩვენებს, თუ როგორი არაპროგნოზირებადია ტექნოლოგია. საქმეს აძნელებს არანორმალურად მაღალი ტემპერატურა და წნევა დედამიწის შუაგულში, რომელსაც ძნელია რომელიმე აპარატმა გაუძლოს. ჯერჯერობით, ადამიანის მიერ გათხრილი ყველაზე ღრმა ხვრელი მხოლოდ 0.2%-ია შუაგულამდე მანძილისა.