EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჰელიგანის დაკარგული ბაღები »
კატეგორია: სურათებიავტორი: admin
თარიღი: 2014-10-08 18:27:03
ჰელიგანის დაკარგული ბაღები
Posted by evpatori.ge on 08/08/2014
ჰელიგანის ბაღი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოტანიკური ბაღია დიდ ბრიტანეთში.
ეს ბაღი თრიმეინის ოჯახმა მე-18 საუკუნის შუა წლებში კორნუოლში შექმნა და მის გაფართოება-გამრავალფეროვნებაზე მუშაობა მე-19 საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ბაღი ვითარდებოდა და თრიმეინის ოჯახის ყოველ თაობასთან ერთად სულ უფრო ექსტრავაგანტური ხდებოდა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰელიგანის ბაღი საუკეთესო მდგომარეობაში იყო და ასე გრძელდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, როცა ბაღს 22 მებაღე უვლიდა. თუმცა მათი უმეტესობა ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამის გამო ბაღი ნელ-ნელა განადგურდა. მიწების დიდი ნაწილი არენდით გაიცა, არენდატორების უმეტესობას კი სულაც არ ჰქონდა ბაღის შენარჩუნებაზე ზრუნვის სურვილი.
დამთვალიერებლისთვის ბაღი ხელახლა მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიხსნა.
ბაღის აღდგენა თრიმეინების ოჯახის ერთ-ერთმა შთამომავალმა ითავა. მისი მიწვევით საქმეში ჩაერთო ცნობილი არქიტექტორი თიმ სმითი, რომელსაც მანამდე მთელ მსოფლიოში მსგავსი ტიპის ბაღების პროექტებზე არაერთხელ უმუშავია (თიმ სმითი კორნუოლის (გაერთიანებული სამეფო) ცნობილი ორანჟერეის Eden Project-ის არქიტექტორია).
მიუხედავად იმისა, რომ ჰელიგანის ბაღები დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული, მაინც მოხერხდა უამრავი მცენარისა და სკულპტურის, ტბებისა და წყაროების, ლამაზი ბაღებისა და სათბურების შენარჩუნება.
შემოინახა რამდენიმე დიდი სკულპტურაც – „ბინძური ქალბატონი“, „გიგანტური თავი“ და სხვ. სკულპტურები ქვებისგან და მცენარეებისგან არის შექმნილი და წელიწადის სხვადასხვა დროს, ცხადია განსხვავებულად გამოიყურება.
წყარო: - friday.ge