EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ებრაელების გამონათქვამები »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: admin
თარიღი: 2014-10-14 12:12:08
ებრაელების გამონათქვამები
ყველა ერს აქვს თავისი მსოფლმხედველობა, მათ შორის გამონაკლისი არც ებრაელები არიან. წარმოგიდგენთ მათ ბრძნულ გამონათქვამებს.
• უფრთხილდი თხას თავიდან, ცხენს უკანა მხრიდან და სულელს ყველა მხრიდან.
• თუ პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ფულით, ე,ი, ეს პრობლემა კი არა უბრალოდ ზედმეტი ხარჯი ყოფილა.
• ღმერთმა ადამიანს ერთი პირი და ორი ყური იმიტომ მისცა, რომ მას ბევრი რამ გაეგო და ცოტა ელაპარაკა.
• ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ, ნუ იქნები მწარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.
• ადამი პირველი ბედნიერი იყო, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა სიდედრი.
• სტუმარი და თევზი მესამე დღიდან იწყებენ აყროლებას.
• უკეთესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი ებრაელით.
• მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.
• ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია. წვიმას სახლში შეჰყავხარ და ცუდი ცოლი სახლიდან გაგდებს.
• მსოფლიო გაქრება იმიტომ კი არა, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.
• ღმერთო, დამეხმარე, რომ ფეხზე წამოვდგე, დაცემა მეც შემიძლია.
• როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.
• როდესაც არაფერი არ აქვთ გასაკეთებელი, დიდი საქმეებისთვის იწყებენ ბრძოლას.
• ყველა წუწუნებს, რომ ფული არ აქვს, ჭკუის ნაკლულობას კი არავინ ნანობს.
• უკეთესია სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით,
• გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს ეძახიან.
• ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა დაჭკვიანების.
• მოხუცებული ადამიანი ცუდად, მაგრამ ბევრს ხედავს.