EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცნობილი ადამიანების გამონათქვამები »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: nisa
თარიღი: 2014-10-14 16:07:59
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
რაბლოე: ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.
პასკალი: ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს
ლინკი: მჭერმეტყველებაა – თქვა სიმართლე და გაჩუმდე…
პეტრე I: არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს – აი,ეს არის უბედურება.
მარგოლიუსი: სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.
შამფორი: ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი – ძუნწი.
ბუასტი: ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.
პრუნერი: ადამიანთა ურავლესობა ცუდია!
მოლიერი: წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ყავს.
კალდერონი: დიდი უბედურებაა-გალა იყო და ამპარტავანი.
ბუალო: სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს რომელსაც გააკვირვებს.
კონფუცი: უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.
კარამზინი:-უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი…
აპიქტეტე:-ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
სოლომონ დოდაშვილი:-ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი.
ბერნე:-დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
ბალზაკი:-მლიქვნელობა გულისხმობს ანგარებას.
ტოლსტოი:-მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.
ფენელონი:-კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
შექსპირი:-სულმდაბლურად ვინს პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
დუსოლი:-თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
შილერი:-ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.
სენტ-ეგზიუპერი:-გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
ბიუფონი:-არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
ჯონგრივი:-არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ მიყვარულს.
პასკალი”-რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
შექსპირი:-სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.
ვოლტერი:-სასაცილოდ აგდება სხვისი-ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.
ებნერ-ეშენბახი: მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით
სენეკა: თუ გინდა ყველაფერი დაიქვემდებარო. თვით შენ უნდა დაექვემდებარო გონებას
ფრანკლინი: ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება
დანტონი: არაფერია იმაზე ძნელი თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილი
იოვენალისი: ვერც ერთი ბოროტი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება
უაილდი: მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ….
სტეინბერგი: ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.
გაიბელ: ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია,ვ ინც თავის დროზე წავა.
დიდრო: გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე. ქონდრისკაცებში-გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.
ქეი-ქუასი: ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს – ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.
გოეთე: შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
შექსპირი: სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.
მამარდაშვილი: ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში.
ეშენბახი: ცუდია ის აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს.
შოპენჰაუერი: ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი – ძალიან მოკლე წარსული.
მერაბო: ეშმაკობა ეგოისტების ტალანტია. მან შეიძლება, ბრიყვები მოატყუოს, რომლებსაც ცბიერება ჭკუა ჰგონიათ, სერიოზულობა-კეთილგონიერება, ურცხვობა-ტალანტი, სიამაყე კი – ღირსება.
პანანტინი: არსებობს უხეში ეჭვიანობა, როცა არ ენდობი იმას, ვინც გიყვარს; არის დახვეწილი ეჭვიანობა – როცა საკუთარ თავს არ ენდობი.
ბალხი: ჭკუა ის არის, მოქმედებდე სიტყვის თანახმად
სიდონსი: ის, ვინც ადამიანებს იმედს აძლევს, როგორც უნდა, ისე მართავს მათ.
არისტოტელე: თითოეულმა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობების მიხედვით საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ სახელმწიფოზე.
ლინკოლნი: შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.
ალერიუსი: წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.
ლაო ძი: რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.
როლანი: არაფერი დამთავრებულა მისთვის, ვინც ცოცხალია.