EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-10-22 11:17:55
როგორც ვატყობ დაინტერესებას იწვევს ეს საკითხი და მინდა ამის შესახებ დავწერო.
ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში და ასევე ტრადიციულ რელიგიურ ქვეყნებში სექსის პრობლემა ყველაზე მწვავედ გოგონებს უდგათ და ამაში მგონი ვერავინ შემედავება. ქორწინებამდელ სექსს რელიგია რა თქმა უნდა არც მამაკაცის და არც ქალის შემთხვევაში არ ცნობს, მაგრამ საზოგადოებაში დასაშვებ ნორმად ითვლება თუ ბიჭს აქვს სექსი და გოგონას არა.
სექსი თემაზე ზოგადად ვისაუბრე, ამ ტოპიკში კი მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. რადგან ქართულ ენაზე ვწერ მე ვერ მივამართავ იმ მუსლიმან გოგონებს, რომლებსაც არამხოლოდ ეს პრობლემა აწუხებთ, არამედ ზოგადი თავისუფლების პრობლემა, მე მივმართავ ქართველ გოგონებს და ცოტა ამ საკითხსაც გავცდები. ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების გამო ეს შეიძლება ეხებოდეს 16 წლის ასაკისასაც, 26 თუ 30.
გოგონების უმეტესობა ფიქრობს რა გადაწყვეტილება მიიღოს, დაეთანხმოს მშობლების აზრზს, იმ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სექსს თხოვს, გაითვალისწინოს საზოგადოების ზოგადი აზრი და საერთოდ ფიქრობს რა გააკეთოს.
თუ ტრადიცული მშობლები გყავთ, მერწმუნეთ მათ აზრებს ვერ შეუცვლით, რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ. ასე რომ აქედანვე გირჩევთ ნუ ეცდებით. ასევე ყველა ჩამოყალიბებულ ადამიანსაც ვერ შეუცვლით აზრზს. რას ვგულისმხობ ახლა ჩამოყალიბებულ ადამიანში. ასაკოვან ადამიანს ზოგადად რომელიც არის დაახლოებით 35+ ან ახალგაზრდაც შეიძლება იყოს, მაგრამ ან მის მშობლებს, ან საზოგადოებას მასზე იმდენად დიდი ზეგავლენა ქონდეს, რომ ღრმად წამდეს მისი არჩეული გზა. შეგიძლიათ ბევრი იკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რასაც თქვენ ელით, თქვენი პოზიციის გაზიარება არ იქნება, არამედ აქეთ შეგიქმნიან პრობლემებს, მოგაყენებენ შეურაცხყოფას. ასე რომ აზრი, რომ ამ ადამიანებს დაუმტკიცებთ რაიმეს დაივიწყეთ საერთოდ.
თბილისში ერთი პერიოდი იყო ბუმი ისტორიებისა, რომელიც ბოლომდე არასოდეს არ იყო გახსნილი, მაგრამ იყო ასეთი ისტორია – 2 წელია, 1 წელია, 6 თვეა, წელიწადნახევარია ……. შეყვარებულები ვართ, ყველაფერი კარგად იყო, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ბოლო შეხვედრის მერე გავიგე/მითხრა/მეზობლემა მითხრა/დაქალმა მითხრა/ მეორედ დღეს/ორი თვის წინ ცოლი მოუყვანია/მოვიყვანე. ხო საოცარი ისტორიაა?! თვეობით ხვდებოდე ადამიანს და მეორე დღეს უცებ სხვა შენთვის უცნობი გოგო მოყავს ცოლად, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ გქონდა. რა თქმა ამის დეტალი საერთოდ არ მჟღავნდებოდა. განსაკუთრებით მოედო ეს ისტორიები პრესის ფურცლებს, რომელსაც იმ პერიოდში ვკითხულობდი, ეს იყო თინეიჯერული რუბრიკები, გულახდილი საუბრები და ა.შ.
რა ხდებოდა?! რეალურად იყვნენ შეყვარებული, ქონდათ სექსი, ისინი იყვნენ ხშირ შემთხვევაში ამ გოგონების პირველი მამაკაცები და მერე იმ მამაკაცებს მოყავდათ სხვები ცოლად. ახსნა იყო -შენ რომ მე მომეცი, სხვასაც მისცემ(მიცემა ჟარგონულ ლექსიკაში სექსით დაკავება), არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან, მერე რა რომ შენი პირველი მამაკაცი ვიყავი და ასე დაუსრულებლად.
ეს მაინც არ არის პასუხი თქვენს კითხვაზე უნდა გქონდეთ სექსი თუ არა. ეს გოგონებო თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, თქვენ უნდა მიიღოთ ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად. მე არაფრის პროპაგანდა არ მინდა გაგიწიოთ. ამას რა თქმა უნდა ისეთი გოგონებიც წაიკითხავენ, რომლებიც არიან სხვისი აზრების ზეგავლენის ქვეშ, ან მათი საშუალებით ჩამოიყალიბეს მათი მსგავსი თავიანთი აზრი, ქორწინებამდე თავშეკავების შესახებ.
სექსი თუ გექნებათ თქვენს საყვარელ მამაკაცთან, ვინ მამაკაცთანაც გინდათ, რამდენ მამაკაცთანაც გინდათ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს – ჩემი პირადი რჩევაა მშობლებს და ტრადიციულად მოაზროვნე ახლობლებს და საეჭვო მეგობრებსაც კი ნუ გაუზიარებთ თქვენს არჩევანს. რატომ?! ზოგი დამოკიდებულია მშობლეზე, მშობელზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, ეს შეიძლება მათთვის იმდენად დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს, რომ გულის შეტევა მიიღონ. ისინი ასე არიან გაზრდილები, მათ ნახევარი საუკუნე ცხოვრებისა ისე გაიარეს, რომ ეს ეგონათ ჭეშმარიტება და როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი აზრით მცდარია ის ჭეშმარიტება რისაც მთელი ცხოვრება ჯეროდა და მისი თვალსაზირისით ასევე მის გოგონას ტვინი არევია და ცუდ გზას დადგომია შეიძლება მათზე ცუდი რეაქცია ქონდეს. დანარჩენებს რატომაც არ უნდა გაუზიაროთ არის ის, რომ ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა და არავისი საქმე არ არის აბსოლიტურად თქვენ ვისთან და როგორ გაქვთ სექსი. ასევე ქართველ ხალხს აქვს ცუდი თვისება პირს უკან ლაპარაკის და ზოგადად ცუდის ლაპარაკის, რაც ძალიან ბევრჯერ ნერვებს მოგიშლით. ასევე გარწმუნებთ თუ გაუზიარებთ თქვენს პოზიციას სხვებს საზოგადოებიდან გაგრიყავენ, ყველა ის ადამიანი გაგრიყავთ ვისთვისაც სექსი გარყვნილებასთან, ამორალურობასთან და ა.შ. ასოცირდება. სამაგიეროდ გეყოლებიან და გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად ისეთი ადამიანები ვისთვისაც სექსი ხიხიას არ წარმოადგენს და თქვენს მსგავსად აზროვნებენ.
როცა სექსზე იღებ გადაწყვეტილებას საქართველოში, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უნდა აიტანო ბევრი შენი მიმართულებით ნასროლი ტალახი, შეეგუო როგორ გაგრიყავს შენი საყვარელი ბევრი ადამიანი, ასევე არ გაგიმართლოს ბევრ ქართველ მამაკაცში, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ტრადიცულად აზროვნებს, თუმცა სექსით დაკავების მიზნით მოიტყუებიან, რომ ესეთები არ არიან, თქვენთან გაერთობიან, არ მოგეპყრობიან პატივისცემით და არასოდეს მოინდომებენ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას. ეს ის მინიმუმია რაც საზოგადოებაში გელით.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი უარყოფით შედეგებზე, მოდი დადებით შედეგებზე ვისაუბროთ და თუ მაინც გადაწყვიტეთ მინდა მცირედ დავწერო თუ როგორ უნდა შეძლოთ თქვენს პოზიაციაზე დგომა – ამას უკვე შევეხე, მაგრამ მაინც დავწერ, რომ მე გირჩევთ რომ არ გაუზიაროთ თქვენი გადაწყვეტილება სხვებს, თქვენი პირადი იყოს თქვენი პირადი და არაა საჭირო ნამდვილად ყველამ იცოდეს. აუცილებელია თქვენ იყოთ დამოუკიდებელნი, მიიღეთ განათლება, შეეცადეთ იპოვოთ სამსახური, გადადით ცალკე თუ ამის შესაძლებლობა არის, შემოიკრიბეთ ირგვლივ თქვენი აზროვნების ადამიანები, ნუ დაკავდებით სექსით ტრადიცულად მოაზროვნე ქართველ მუტრუკებთან, ამის შემოწმება შესაძლებელია მათ ბევრ ქცევაზე, მათ აზრებზე და ა.შ.
რა არის სექსის პლიუსი?! უპრიველს ყოვლისა სექსით მიღებული სიამოვნება, მერე სასიამოვნო ადამიანები ირგვლივ, თქვენი თანამოაზროვნეები და არა ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, ქალმა ბავშვები უნდა აღზარდოს, სექსი გარყვნილება ტიპის მოაზროვნე დაბალი დონის ბიჭუკები და კაცუკები. სულ სხვა ტიპის ადამიანებს გაიცნობთ, სულ სხვა თავგადასვლები გელით. იმაზე ბევრად უკეთეს ბიჭებს გაიცნობთ ვიდრე ესენი არიან, იმაზე ბევრად უკეთეს დროს გაატარებთ ვიდრე ტრადიულ ბიჭუკელასთან რომელსაც პარკიდან პარკში დაყავხართ და გისახავთ გეგმებს ბავშვებზე, ოჯახზე, თქვენს მარად სახლში ჯდომაზე და ა.შ. გარდა ამისა თუ სექსის სურვილი გაქვთ მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიკავოთ თავი, რომ მეზობელი მაყვალა რას იფიქრებს. ეს თქვენი ცხოვრებაა და სხვისი შიშით არ უნდა ერიდებოდეთ ცხოვრებაში ნაბიჯების გადადგმას. თუ მაინც შიშობთ, რომ ამას ცუდი მოვლენები შეიძლება მოყვეს მაშინ იმასაც შეეგუეთ, რომ თქვენი ცხოვრება განვითარდება ასე – ცოლად მოგიყვანთ ტრადიციული აზორვნების მამაკაცი, პირველივე ღამეს მათი უმეტესობა ძალადობს ცოლზე, ქალმა არ იცის არაფერი სექსის შესახებ, ასევე ქართველი ჯიგიტების უმეტესობა, რომელსაც უმეტესი გამოციდლება ძირითადად პროსტიტუციით დაკავებულ ქალებთან აქვს მიღებული არ იცის როგორ მოეპყრას ცოლს, როგორ დაკავდეს სწორად სექსით, რომც იცოდეს რა გელით მერე ცხოვრებაში? ბავშვები, ბავშვების აღზრდა, სახლში ჯდომა, დიასახლისობა ძირითადად. ძალიან გაგიმართლებთ თუ ისეთი მეუღლე შეგხვდებათ, რომელიც სახლში არ დაგაჯენთ და ოდნავ მაინც იქნება არატრადიციულად მოაზროვნე. ასევე დიდი უმრავლესობისთვის როგორც ქორწინებამდე სექსი არის მათი ერთ-ერთი რწმენა მეორე არის ის, რომ ცოლს უნდა უღალატო, პროსტიტუციით დაკავებულ ქალბში იარო და ა.შ. ასევე დიდი კაცების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს პარტნიორის დაკმაყოფილებას და დიდი შანსი გაქვთ ისე მოკვდეთ საერთოდ ვერ გაიგოთ რა არის სიამოვნება საწოლში. ან თქვენ ვერ მოახერხოთ მერე მისი დაკმაყოფილება და ამიტომ გაიჩინოს საყვარლები. ბევრჯერ ინგრევა კიდეც ოჯახები, თუმცა როგორც ბევრი ქალი აკეთებს შეგიძლიათ აიტანოთ მისი საყვარლები, თვალები დახუჭოთ ამაზე და შეიქმნათ ფუჭი ბედნიერების ილიუზია. თუმცა შეიძლება გაგიმართლოთ. ძალიან ბევრი გამოეხმაურება ამ ნაწერს ისეთი, რომელიც დაწერს რა ბედნიერია მის ქმართან და სულაც არ გამოუკეტია სახლში და სექსი აქვთ დაუვიწყარი და ა.შ. 8% იტყვის სიმართლეს დანარჩენი დამიჯერეთ აბსოლიტური მითია.
მეორე ეტაპია კიდე, როცა გბეზრდება ანონიმურობა, შენი აზრების დამლვა და იწყებ შენი პოზიციების და შენი აზრის დაცვას, ტალახის მსროლელებს საკადრის პასუხს ცემ. მაგრამ ამ ეტაპისთვის დამოუკიდებელი უნდა იყო ყველა მხრივ, ძლიერი უნდა იყო ან შენს მსგავასად მოაზროვნე ოჯახი და ახლობლები გყავდეს.
ასევე არის ერთი საკითხი რომელ ასაკში უნდა დაკავდე სექსით, რა უნდა გაითვალისწინო და რამდენი მამაკაცის ყოლა ითვლება მორალურად გამართლებულად. სექსით გირჩევთ მინიმუმ ნუ დაკავდებით 17-18 წლამდე, უფრო სასურველია 18 წლამდე. თუმცა 16 წლის ასაკშიც, რომ გქონდეთ არაფერი არ მოგივათ თუმცა ძალიან არასასურველია 16 წლის ასაკმდე გქონდეთ სექსი. ნებისმიერ ვარიანტში დაიცავით თავი. პირველი სექსის დროსაც კი სასურველია, იმიტომ რომ ის მამაკაცი რომელთანაც გექნებათ შეიძლება იყოს რაიმე ინფექციის მატარებელი. ასვე წამლების მიღებას, რომელიც ჰორმონალურია ყოველთვის ჯობია პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც დაავადებებისგანაც დაგიცავთ. პრეზერვატივის არ ქონა არ ამცირებს იმ მცირედ ტკვილის რაც ქალიშვილობის დაკარგვას ახლავს. ბევრი მამაკაცი ეცდება არ გამოიყენოს, იმიტომ რომ თქვენ ინფექციისგან დაცული გონიხართ, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ საღ აზრზს. შეიძლება დაორსულდეთ ან აიკიდოთ მომაკვდინებელი დაავადება. ამიტომ გირჩევთ ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს თავდაცვის გარეშე. ასევე ნუ შეიქმნით ილუზიას ხშირად, რომ ბავშვი თუ გეყოლებათ საყვარელი მამაკაცი, შეგიყვარებთ ან ცოლად მოგიყვანთ და ა.შ. ცოლადაც მოყვათ ესეც ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვით ხელში მარტო რჩებიან. ბევრი მამაკაცი არის უპასუხისმგებლო და ეს არ უნდა დაივიწყოთ, მათ შეიძლება არ გამოიყენონ პრეზერვატივი და თანმდევ შედეგებზე არ იფიქრონ, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ. ბავშვის გაჩენა გვიან არასოდესაა. წინ მართლა მთელი ცხოვრება გაქვთ და ბავშვი მაშინ უნდა იყოლიოთ როცა მამაკაცსაც უნდა ან როცა გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა თვითონ გაზარდოთ და მოაროთ სხვისი დახმარების გარეშე და როცა სურვილი გაქვთ უბრალოდ გყავდეთ შვილი. არ მივესალმები აბორტებს, ამიტომაც გირჩევთ ნუ მიიყვანთ აბორტამდე და პირველი სექსია თუ მეასე დაიცავით თავი, იზრუნეთ მომავალზე და ჯანმრთელობაზე.
და რამდენი კაცის ყოლა არ ითვლება ცუდად?! ეს უკვე პირადად თქვენზეა დამოკიდებული. ამბობენ რამდენ გომბეშოს უნდა აკოცო პრინცი, რომ აღმოაჩინოო.თუ თქვენს სადარბაზოში 10 ადამიანს უნდა თქვენთან სექსი და 10-ივესთან გექნებათ რა თქმა უნდა ადვილად ხელმისაწვდომად ჩაითვლებით. მაგრამ მაგალითად 10 სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ, ერთანეთისთვის უცნობ ადამიანებთან, რომ გქონდეთ არა. ციფრი პირობითია და თქვენ მრიცხველი დაბლა არ გიდგათ და კაცების რაოდენობას არ წერს. ასევე სიყვარულით სექსი არ არის მხოლოდ ის სექსი, რომელიც “გარყვნილად” არ გაქცევთ. სექსი სექსია და მისით დაკავება სიყვარულის გარეშეც შეიძლება. სექსი არის სიამოვნების მიღების საშუალება პირველ რიგში და არა სიყვარულის გამოხატვის. სიყვარული ჩნდება ურთიერთობაში, ზოგჯერ ისეც, მაგრამ უმეტესწილად ურთიერთობაში. ანუ ხშირად ხდება ჯერ გაქვთ ურთიერთობა და შემდგომ ერთმანეთი გიყვარდებათ.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი ამ საკითხზე უკვე და მინდა მოკლედ დავასრულო. უბრალოდ სურვილი მაქვს გითხრათ თვითონ დაფიქრდეთ. ავიღოთ თუნდაც მუსლიმანური სამყაროს მაგალითი სადაც ლამის სასწაულები ხდება და ქალები არიან ძალიან დაჩაგრულები. მათ უწევთ პირადეებით, თავსაფრებით სიარული, ათხოვებენ ადრეულ ასაკში, უმეტესობა დიასახლისია მერე, არ აქვთ განათლების უფლება და შეზღუდული აქვთ თავისუფლება. ცემით კლავენ ხშირად წესების დამრღვევებს. აიღეთ ევროპის განვითარებული ნაწილი, შეერთებული შტატები და ა.შ. ქვეყნები სადაც მსგავსი შეზღუდვები საზოგადოებაში არ არსებობს. საიდან მოდის ხელოვნების დიდი ნაწილი? სად ხდება ახალი მეცნიერული აღმოჩენები?! სად გრძნობს ხალხი დამოუკიდებლად და ბედნიერად უფრო თავს?! სად იცხოვრებდით და რატომ?! თქვენ თვითონ უპასუხეთ ამ შეკითხვებს. ბოლოს კი დაფიქრდით თქვენს პირად თავისუფლებაზე. ქორწინებამდე მოცდა ბოდიშით, რომ მე ვერ ვთვლი, რომ ეს არის თავისუფალი არჩევანი, ეს არ არის თავისუფლება. ყველა ადამიანის სხეულში დევს ინსტიქუტრად მოთხოვნილება სექსზე და უარყავით, მაგრამ ვერ გაექცევით. შეგიძლიათ არჩიოთ შიშით, სხვისი აზრის ზეგავლენით თავშეკავება, მაგრამ მე თავისუფლებას ვირჩევ კი არადა ავირჩიე უკვე. მე არაფერი დამიკარგავს (ქალიშვილობის გარდა :) ) დ აარაფერს ვნანობ. მეხსიერებაში მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩა და მათი გახსნებაც კი ხშირად სასიამოვნო ჟრუანტელს მგვირს. მერე რაა რომ ბევრი ტალახის მსროლელის მოგერიება დამჭირდა, მერე რაა რომ ბევრი მეგობარი დავკარგე მე შევიძინე თავისუფლება, ჩემი არჩევანი გავათავისუფლე სხვების აზრების ზეწოლისგან და მე გავხვდი მე.
და ვიცი ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოყვება ამ ყველაფერს.არ მაინტერესებს. ვხვდები, რომ გოგონებისთვის ეს თემა აქტუალურია და ვერ გადაუწყვეტიათ რა ქნან, ხოდა ჩემეული ხედვით აღვწერ ორივე მხარეს. ვისაც არ მოგწონთ დარეგისტრირდით თქვენც, გააკეთეთ ბლოგი და დაწერეთ ის რაც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ეს ნინას ბლოგია და ნინა წერს იმას რაც სწორად მიაჩნია.