EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-10-22 12:51:24
გრაალი ხე შემეცნებისა / ГРААЛЬ, ДРЕВО ПОЗНАНИЯ
ინტერვიუ რაულ მამალაძესთან
რაულ მამალაძე
ქართველები რომ ღვთის რჩეულ ერობას ვამტკიცებთ, ეს შემთხვევითი არაა და არც მოგონილია. არ ვიცი რითი დავიმსახურეთ ეს ყოველივე, მაგრამ ღმერთმა სწორედ ქართველს ერს ჩააბარა უფლის კვართი, ხოლო ღვთისმშობელს მიგვაბარა, ყოველივესთან ერთად კი გვიბოძა წარმოუდგენლად დიდი განძი და ეს განძი არის ჩვენი ანბანი და ენა, რომელსაც ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც სამშობლოს და სარწმუნოებას. ჩვენი დიდი წინაპრები, ალბად ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ქართველი კაცი, ქართული სიტყვების მაგივრად მეტყველებისა და წერის დროს, უცხო სიტყვებს მოიშველიებდა, ენას რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო, რომელ ენაზეც მსოფლიო შედევრები დაიწერა და საუკუნეების გასვლის შემდეგაც ისეთივე მდიდარი და ამოუცნობია როგორც სამყარო, სავალალოდ მძიმე დღეშია. ქართული ენისა და ანბანის შესახებ გვესაუბრება ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბატონი რაულ მამალაძე, რომელმაც თავისი ცხოვრების 25 წელი ქართული ანბანის და ენის შესწავლას შეალია, შევიდა ენის სემანტიკაში, გაშიფრა იქ დაფარული ცოდნა და დღეს უკვე ქართული ანბანის დახმარებით და ანბანის ცოდნაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ აუცილებელია ქართველებმა ვიმეტყველოთ, ვიაზროვნოთ და ვწეროთ ქართულ ენაზე, რადგან ჩვენი ენა ეს უფლის ენაა და ზე აღმატებულია ყველა ენათა შორის, უნდა გვეამაყებოდეს ამ ენაზე საუბარი და რაც მთავარია მოვიდა დრო, როცა უნდა გავიგოთ ის დაფარული, რაც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ განგვიმზადა .
1. ბატონო რაულ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით გაგვეგრძელებინა ჩვენი საუბარი, ქართული ანბანის შესახებ. მე ვიცი თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, რომ ინტენსიურად მუშაობთ, ქართულ ანბანზე და მეორე წიგნის დაბეჭდვასაც აპირებთ, რომელიც არანაკლებ საინტერესო და ინფორმაციული იქნება, თუ უფრო მეტი არა, ვიდრე იყო თქვენი პირველი წიგნი“გრაალი-ხე შემეცნებისა“
პირველი წიგნი „გრაალი ხე შემეცნებისა“ არის ჩონჩხი, რომელსაც სჭირდება ხორცის შესხმა. რა თქმაუნდა მასში არის გახსნილი სხვა და სხვა დაფარული ინფორმაცია, რაც წარმოუდგენლად რთული აღსაქმელია ცნობიერება მოუმწიფებელ ადამიანებისთვის. ეს საკითხი არც ყველას აინტერესებს, რათა არ არის გათვალისწინებული დაბალ ჰერცებზე მომუშავე ადამიანის ტვინისთვის. ასე, რომ არჩევანი ბუნებრივად კეთდება. იქნება, თუ არა საინტერესო მეორე წიგნი, ეს თვითონ მკითხველის გონებრივ შესაძლებლობით განისაზღვრება. სამყაროს საიდუმლოების თემა აქტუალური იყო, არის და იქნება, სანამ მოაზროვნე სულიერები იარსებებენ.
2. არ შემიძლია არ გკითხოთ, ამ ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც გამოიწვია უძველესმა ლოცვამ
“დიდო დედაო“
ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შამქმნელო და დამბადებელო…..“
ჩვენმა მუდმივმა მკითხველმა იცის ამ ლოცვის სრული ვერსია, რომელიც პირველად დაიბეჭდა თქვენს წიგნში და ასევე ჩემს მიერ იქნა ერთ-ერთი საუბრის დროს ჩაწერილი და აქ აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს გკითხავთ, არაერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს არის ფუსტების ლოცვა, თქვენ რას გვეტყოდით?
ეს ლოცვა ქრისტიანობამდე პერიოდში დღევანდელ დღემდე ფშავ-ხევსურეთმა შემოინახა, რათა ხევის ბერები და ხატის კაცები მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ ამ ლოცვას. ფუსტების საძმოს ისტორია დაკავშირებულია ქრისტიანულ ეპოქასთან, ისინი იყვნენ სახელმწიფოსა და ეკლესიის საუნჯის მცველები.
3. ბატონო რაულ, თქვენ ხშირად მოუწოდებთ ქართველებს, იფხიზლეთ, ვინაიდან მოახლოებულია დრო, რომელ დროზე გაქვთ საუბარი?
საუბარია ახალ- მერწყულის ეპოქაზე. ეპოქა რომელიც დაიწყო 2012 წლის 21 დეკემბრიდან ქართულ ინფორმაციით ეს არის ცისკარა, სადაც „ც“-ის ანუ 2000-ის, „კ“-11 და ა=1 რაც ჯამშია =2012, გამოჩნდება „რა“ ანუ სიკეთე იმარჯვებს. ზღაპარ „ცისკარა“-შიც იმარჯვებს სიკეთე წმიდა სულის მეშვეობით. ამიტომაც ჩვენმა ერმა უნდა იფხიზლოს რათა განიწმიდოს. გამოავლინოს თავისი სულიერი ძალა (როგორც ხვთის შვილებმა)და დაიბრუნონ მწყემსის კვერთხი, რომელიც 4000 წ.წ. უკან გადააბარეს, დროებით ჰებრაელებს (ჰებრაელი-ნიშნავს გარდამავალს სულხან საბა წიგ.2 „თარგმანი ქვეყანათა და კაცთა სახელებისა“ გვ.634) გარდამავლებს, რათა დაიმარხეს თავისი თავი. „მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.“(იოანე ზოსიმე „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“). ანუ დგება დრო ხვთის შვილთა-იბერთა მიერ მწყემსის ფუნქციის დაბრუნებისა.
4. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი ანბანი იტევს უდიდეს ცოდნას, იქნებ ვუთხრათ ჩვენს მკითხველს რა ცოდნა დევს ანბანში ისეთი რაც დღეს ქართველებმა აღარ ვიცით.
ქართველებმა არც არაფერი არ ვიცით იმ ცოდნიდან, რომელიც დევს ქართულ ენასა და ანბანში. ქართული ანბანი ეს არის ლაზარეს ანუ ხვთაებრივი (ხვთის შვილთა-იბერთა)ენის აღმდგენი. მისი ცოდნის გარეშე ლაზარე არ აღდგება. ალბათ მიხვდით რა იმალება ანბანში?! დიახ ის გზა რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს შინ-მამასთან და ეს არის ხვთის შვილთა-იბერთა კონსტიტუცია. გაკვირვებული ვარ მართალი რომ გითხრათ, ნუთუ ეს მოტივი საკმარისი არ არის, რომ დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით? მაგრამ არა, არ უნდათ იზეიმოს იმან ვისაც ეს მიეცა ხვთის მადლით. „შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა“.
პირველ წიგნის დაწერის დროს გავანდე იმ საიდუმლოების ნაწილი, რაც წიგნში აღვწერე, ამ წიგნის დიზაინერ-სტილისტს ალიკო ცინცაძეს, რომელიც შეაწუხა ამბიციებმა, ეგონა მარტო შესძლებდა გაეხსნა ანბანის და ენის საიდომლოებები, მაგრამ ვაი!, რომ ვერ მიხვდა იმას, რომ რაც შენ არ მოგეცა არ გაგეხსნება და რაც შენი არაა იმას ვერ მიითვისებ, რათა ღვთის საჩუქარი იმისაა ვისაც ერგო ის. ასე რომ ყველა ფიქრობს იოლი გზებით პიარის გაკეთებას და ერის წინსვლას ამით ამუხრუჭებს.
5. ერთ-ერთი ჩვენი მკითხველის თხოვნით უნდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა, რა კავშირია აფხაზეთსა და შამბალას შორის?
რატო მარტო აფხაზეთი? მთელი დედამიწა დაკავშირებულია შამბალასთან და ქართულ ანბანში ჩადებული ინფორმაციით ჩვენ ვიცით რამდენი ჩასასვლელია ურში. საქართველოს ყველა კუთხეში არის ჩასასვლელები. რატომ არის საქართველო ღვთის მშობლის წილნაყარი?! რათა საქართველო ღვთის შვილთა საცხოვრისია, შამბალაც აქ არის და ატლანტიდაც ეგ არის. ამ ინფორმაციას მიიღებთ ჩემს წერილში „ჩვენ ვიცით ვინა ვართ იბერნი“.
უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მე თქვენის ნებართვით, შევპირდები ჩვენს მკითხველს, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ქართული ანბანისა და ენის შესახებ, რომელიც ღრმა ოკეანეა და დაუშრეტელი ცოდნის წყაროა.
ბოლოს კი ასე დავასრულებ :
„ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცასაღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არიყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიცტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაიესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12-13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელსკაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.
/ზვიად გამსახურდია „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ / ვისაც ყური აქვს ისმინოს!
იფხიზლეთ!!!
ესაუბრა: მარიამ შარაშენიძე