EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სავარძლები 4D-კინოთეატრებისთვის D-Box Technologies-გან »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-10-23 21:29:14
როდესაც კინოს მოყვარულთ ჩვეულებრივი 3D არ ჰყოფნით, ისინი 4D-კინოთეატრებს სტუმრობენ, რათა არა მარტო დაინახონ ეკრანზე მიმდინარე მოვლენები, არამედ იგრძნონ ის, რაც ხდება. კინოში “მეოთხე განზომილების” ერთ-ერთი შემქმნელია კომპანია D-Box Technologies, რომელმაც საკუთარი სავარძლები უკვე დაამონტაჟა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 კინოთეატრში, რომელთაგან 50 აშშ-შია.
ფილმის ყურებისას 4D სავარძელი ვიბრაციას განიცდის, იხრება და ბრუნდება იმისდა მიხედვით, თუ რა ხდება ეკრანზე, ამ შეგრძნებების შეფასება მხოლოდ კინოს ნამდვილ გურმანს შეუძლია. მით უფრო, რომ ასეთ ფილმზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაც საშუალოდ 8 დოლარით მეტია ჩვეულებრივ 3D-თან შედარებით. თუმცა, ესეც გასაგებია, რადგანაც 4D დარბაზში არსებული თითოეული სავარძელი ათი ათასი დოლარი ღირს.
როდესაც ეკრანზე აფეთქებაა, სავარძელი ვიბრაციას იწყებს, როდესაც მთავარ გმირს მკერდში ურტყავენ, ან მანქანით ძალიან სწრაფად მოძრაობას იწყებს, სავარძელი უკან იხრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავთ, რომ მარჯვენა სახელურზე ეფექტის სიღრმის მართვის პულტია. სეანსის დასაწყისში ეს მნიშვნელობა “ნორმალურზეა” დაყენებული, თუმცა მაყურებელს შეუძლია პოზიცია შეცვალოს “ძლიერზე” ან “სუსტზე”. ან საერთოდ გამორთოს სავარძლის მოძრაობა.
D-Box Technologies-ის სავარძლები კინოთეატრებში 2009 წლის აპრილში გამოჩნდა, ხოლო დღეისათვის კომპანიას შეთანხმებები აქვს გაფორმებული ჰოლივუდის უმსხვილეს კომპანიებთან, უკანასკნელ გახმაურებულ პროექტებს შორისაა «ფორსაჟი 5», «კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე», აგრეთვე ფილმის მეორე ნაწილი «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები». ამას გარდა, D-Box მუშაობს გადაწყვეტებზე პერსონალური სარგებლობისთვის, რომლებში შევა პროდუქტები როგორც სახლის კინოთეატრებისთვის, ასე სათამაშო სადგურებისთვისაც.