EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მომავლის 10 ყველაზე საოცარი იახტა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-10-25 10:42:28
გთავაზობთ თვალი გადაავლოთ ფუფუნების სუპერიახტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში მულტიმილიონერთა და იმ შეძლებულ ადამიანთა მფლობელობაში იქნება, ვისაც საკუთარი სიმდიდრის მასშტაბების დემონტრირება სჩვევიათ.
1. მეგაიახტა „Tropical Paradise on the Island”.
90 მეტრის სიგრძის ინოვაციური იახტა, რომლის ავტორებიც – Yacht Island Design–ის წევრები გახლავთ, უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რასაც ადამიანის ფანტაზია გასწვდება. იახტა აღჭურვილია: საცურაო აუზით, ბარით, ჩანჩქერით, პალმების კორომებით, სტუმართათვის განკუთვნილი კოტეჯებით, ვერტმფრენის ასაფრენ–დასაფრენი ზოლით, ასაკეც–დასაკეცი სანაპირო სივრცით, რის მეშვეობითაც შესაძლებელია საწყალოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავდეთ. მოკლედ, მართლაც ტროპიკული სამოთხის კუნძულია!
2. ქალაქი–იახტა – “Streets of Monaco”..
რამდენადაც მონაკო მდიდართა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბრიტანული კომპანია – Yacht Island Design–ის წევრებმა გადაწყვიტეს დიდებული სახელმწიფოს სუპერიახტაზე კოპირება.
ლუქსის ტიპის იახტაზე შესაძლებელია იხილოთ: ლუქსის კლასის სასტუმრო – „Hotel de Paris”, კაზინო – „Monte Carlo“, რესტორანი – “Café de Paris”, სასტუმრო – “Loews Hotel”, ღამის ბარი – “La Rascasse” და წარმოიდგინეთ კარტინგის ტრეკიც კი, რომელიც მონაკოში გამავალ გრან–პრის ტრასის მარშრუტს ასახავს.
შთამბეჭდავი მეგა–იახტა შეფასებულია 401 მილიონ (აშშ) დოლარად.
3. “superyachts” “Unique Circle Yachts“ – არქიტექტორი – Zaha Hadid–ი.
ბრიტანელი არქიტექტორი – Zaha Hadid–ისა და გერმანული იახტმშენი ფირმა – Blohm + Voss–ის კოლაბორაციით შეიქმნა 128 მეტრი სიგრძის მქონე იახტა, რომლის სახელწოდებაცაა – “superyachts” “Unique Circle Yachts“.
იახტის კორპუსის დიზაინი შემუშავებულია ჰიდროდინამიკური სფეროს ბოლო კვლევების მიხედვით. უახლესი იახტის მოწინავე დიზაინის პრეზენტაცია ლონდონის გალერეა – David Gill–ში შედგა.
4. Glass Yacht-house Glass, დიზაინერი – Lujac Desautel–ი.
ორმაგ, ფართე პლატფორმაზე განთავსებული ეს უზარმაზარი იახტა, რომელიც მინის ვიტრაჟებითაა უზრუნველყოფილი, გრანდიოზულ მცურავ ვილას უფრო წააგავს.
სუპერიახტა მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას სთავაზობს სტუმრებს. იგი აღჭურვილია პანორამული ფანჯრებით, საიდანაც 360–გრადუსიანი ხედები იშლება.
იახტის პროექტი 2014 წლის მონაკოს გრან–პრის მფლობელია. მისი ავტორები დიზაინერული სტუდია – Pastrovich–ის წევრები არიან, რომელთაც არერთი უნიკალური და ინოვაციური პროექტით აქვთ სახელი განთქმული.
6. კუნძული–იახტა – Utopia.
კუნძულ–იახტა – Utopia–ს ავტორები კომპანია – Yacht Island Design–ის წევრები გახლავთ. უნიკალური და უჩვეულო ფორმების მქონე იახტა უზრუნველყოფილია: ვერტმფრენის ასაფრენ–დასაფრენი ზოლით, საცურაო აუზით, 11 გემბანით, მაღაზიებით, ღამის კლუბებით, თეატრით, კაზინოთი და უამრავი სხვა რამით. მრგვალი იახტის დიამეტრი 100 მეტრს აღწევს, ხოლო მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 65 მეტრს შეადგენს.
7. «superyachts» Island E Motion.
დიზაინერული სტუდია – MCM–ის წევრებმა წარმოადგინა სუპერთანამედროვე იახტის ეკოლოგიურად უსაფრთხო კონცეპტი. მწარმოებელთა მტკიცებით, იახტა ზიანს არ აყენებს გარემოს, რამდენადაც სტანდარტულ იახტებთან შედარებით 60%–ით ნაკლებ ნახშირმჟავურ გაზებს გამოიმუშავებს.
იახტა უზრუნველყოფილი იქნება ბაღით, რომელიც ტროპიკულ კუნძულზე მოხვედრის ილუზიას შექმნის.
8. «superyachts» Infinitas, კომპანია – Schopfer.
90 მეტრის სიგრძის მქონე – «superyachts» Infinitas–ის არქიტექტორია – E. Kevin Schopfer–ი და გემთსაშემი კომპანია – Sparkmans Stephens–ი. ფუტურისტული იახტის დიზაინს სიმბოლოდ უსასრულობა მოიაზრება. ფუფუნების სუპერიახტა იტევს 12 სტუმარსა და თვით იახტის ეკიპაჟს.
9. «superyachts» Oculus, კომპანია – Schopfer.