EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლა ტომატინა 2014 »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-10-25 13:05:02
აგვისტოს ბოლო კვირას, ვალენსიას მახლობლად მდებარე ესპანური ქალაქი – Buñol–ი, ტრადიციულად წელსაც მასპინძლობდა ყოველწლიურ ფესტივალს – “La Tomatina 2014”, სადაც წელს 22 000–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც იცით, ფესტივალის სახალისო კულმინაცია ე.წ. „პომიდვრის ბრძოლა“ გახლავთ, რისთვისაც წელს 125 ტონა მწიფე პომიდორი იქნა გამოყენებული.
სადღესასწაულოდ მორთულ ქუჩებში, ფესტივალი 1 კვირის მანძილზე თეატრალური წარმოდგენებით, მუსიკალური კონცერტებით, აღლუმით და ფეიერვერკებით მიმდინარეობს, თუმცა დღესასწაულის კულმინაციად პომიდვრის ბატალიები მიიჩნევა. 2002 წლიდან ტურიზმის ცენტრალურმა ბიურომ Bunol–ის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა.
პომიდვრებით ბრძოლის დროს ქალაქის ნებისმიერი თავშეყრის ადგილი დაკეტილია (იქნება ეს ბარი, კაფე თუ რესტორანი). წესისამებრ, პომიდვრის ბატალიები სრულდება პომიდვრისავე წვენით სავსე აუზში ცურვით. Bunol–ის ქუჩებში კი ამ დღეს პორტატული საშხაპეები მონტაჟდება. პომიდვრებით ტრადიციული ბრძოლის დასრულების შემდგომ მოედანი სანიმუშოდ ირეცხება.
უკვე მეორე წელია, რაც პომიდვრებით ბრძოლა ყველა მონაწილეთათვის უფასოა. მართალია ეს საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული (წლევანდელი ხარჯი 6 მილიონი დოლარია), თუმცა ქალაქმა ეს ხარჯი გაიღო მრავალრიცხოვან ტურისტთა ხარჯზე.