EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტვინის მუშაობისათვის სასარგებლო პროდუქტები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-10-25 13:24:55
ნებისმიერი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას სტიმულს მისცემენ და გონებრივ აქტივობასაც გაზრდის. მეცნიერებმა ასეთი პროდუქტების სია წარმოადგინეს.
პირველი ადგილი ცხიმიან თევზს უჭირავს, რომელიც ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3–ს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება თავის ტვინის ე.წ რუხი ნივთიერებების გამომუშავებაში ეხმარება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში 1–2 ჯერ ვჭამოთ.
მეორე ადგილი რძის პროდუქტებს უჭირავს. რძის პროდუქტები აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეს ყოველივე კი დადებით ასახვას ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ჰპოვებს.
მესამე ადგილი პარკოსან მცენარეებს უჭირავს, რომელიც ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ В–ს შეიცავს. პარკოსანი მცენარეები ხელს უწყობენ მეხსიერების შენარჩუნებას.
მეოთხე ადგილი პომიდორმა დაიკავა, რომელიც ანტიოქსიდანტს ლოკოპინს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე.