EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გნომები, ქონდრისკაცები, ელფები – დერინკუიუ უჩვეულო და იდუმალი ქვეყანა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-10-28 23:27:01

გნომები, ქონდრისკაცები, ელფები – დერინკუიუ უჩვეულო და იდუმალი ქვეყანა

გნომები, ქონდრისკაცები, ელფები

თითქმის ყველა ხალხის ზღაპრებსა თუ თქმულებებში არსებობენ მიწისქვეშა თუ გამოქვაბულის მცხოვრებნი. ევროპელი გნომები, ნორვეგიელი ვეტები, ირლანდიური სიდები, ქონდრისკაცები, ელფები და სხვა. გასული საუკუნის 30-იან წლებში რერიხის ექსპედიციის მონაწილეები ყვებოდნენ გამოქვაბულებიდან გამოსულ უცნაურ ადამიანებზე, რომლებიც უძველესი მონეტებით ვაჭრობდნენ და მიწისქვეშეთისკენ მიმავალ დანგრეულ კარიბჭეზე მიუთითებდნენ, სადაც თითქოსდა ”გველეშაპი მიიმალა”.

უფრო ხშირად მიწისქვეშა ბინადარნი აღწერილნი არიან როგორც დაბალტანიანი არსებები, რომლებიც ვერ იტანენ მზის სინათლეს. ისინი კარგი ოსტატები არიან, შამანები თუ მკურნალებიც კი. თუმცა ინდიელები ყვებოდნენ უცნაურ დაბალ ადამიანებზე, რომლებიც ხანდახან ჩნდებოდნენ კალიფორნიაში შასტის მთის გამოქვაბულებიდან. ამბობდნენ, რომ იქ, ჩამქრალი ვულკანის შიგნით, იდუმალი ქალაქი არსებობდა. აცტეკების ლეგენდების თანახმად კი, უიჩოლების ტომის წინაპრები წარმოშობით მიწისქვეშა სამეფოდან იყვნენ, რომლის კარიბჭეც ქალაქ ტეპიკში მდებარეობდა.

რას მალავს მიწა

1963 წელს თურქეთში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, რომელსაც დერინკუიუ უწოდეს. ეს სიტყვა თარგმანში ”ღრმა ჭებს” ნიშნავს. ასეთი ჭები იქ მართლაც არის. თუმცა მათ მნიშვნელობაზე ადგილობრივები არც კი დაფიქრებულან, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა თავის სარდაფში ბზარი არ აღმოაჩინა, საიდანაც ჰაერი უბერავდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს უშველებელი და იდუმალი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დაახლდოებით 13 სართულს ითვლიდა.

კლდეში უამრავი კელიაა გამოკვეთილი, ჰაერი კი საოცრად სუფთაა, დღემდე შემორჩენილი ათასობით სავენტილაციო მაღაროს წყალობით. ყველა საცხოვრებელი ერთმანეთს ათობით კილომეტრის სიგრძის გადასასვლელით უკავშირდება. მიწისქვეშეთში გრანიტის კარიბჭეებით შეიძლება ჩასვლა, რომელთაც ბორბლის ფორმა აქვთ, მათ მიღმა კი ადამიანის ზომის ქვის გვირაბებია, რომელთა საშუალებითაც მომდევნო ქვის კარიბჭემდე 6 კილომეტრის გავლა შეიძლება.

მეცნიერთა აზრით, ეს ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით ათი საუკუნით ადრეა აგებული. სავარაუდოდ, იქ ათი-ოცი ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა გაურკვეველია, რა ეროვნების ხალხმა ააგო ეს საოცრება. ვარაუდობენ, რომ პირველები ჯერ კიდევ ხეთები იყვნენ, ადრეულ შუა საუკუნეებში კი ესტაფეტა ქრისტიანებმა ჩაიბარეს, რომლებიც იქ მუსლიმან ოკუპანტებს ემალებოდნენ, მიწისქვეშა ცივილიზაციის კვალი შუა საუკუნეებამდე მოდის, მერე კი იკარგება.

მზით განგმირულნი

საინტერესოა, დღეს თუ არსებობს რეალური სამყარო მიწის ქვეშ? იმავე 1963 წელს ორმა ამერიკელმა მაღაროელმა _ დევიდ ფელინმა და ჰენრი ტორნმა, გვირაბში მორიგი გავლის დროს უშველებელი კარი შეამჩნიეს. მის მიღმა კი მარმარილოს კიბე იყო. სხვა მაღაროელებმა უკვე ინგლისში, მიწისქვეშა გვირაბის თხრისას ქვემოდან გაიგონეს მუშა მექანიზმების ხმა. როცა ქვის კედელი გაანგრიეს, მიწისქვეშეთისკენ მიმავალი კიბეც აღმოაჩინეს და მექანიზმების ხმაც უფრო გაძლიერდა. მუშებს შეეშინდათ და გაიქცნენ, ხოლო როცა რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ადგილას დაბრუნდნენ, ვეღარც კარი იპოვეს და ვეღარც კიბე.

საინტერესოა ანთროპოლოგ ჯეიმს მაკენის მონაცემებიც, რომელიც აიდაჰოს შტატში ადგილობრივ მცხოვრებთა შორის არცთუ კარგი რეპუტაციის მქონე გამოქვაბულს იკვლევდა. როდესაც მაკენი და მისი მეგზურნი მიწისქვეშ რამდენიმე ასეულ მეტრში ჩავიდნენ, აშკარად გაიგონეს ყვირილისა და კვნესის ხმა, მოგვიანებით კი ადამიანთა ჩოჩნხების გროვას გადააწყდნენ, სამწუხაროდ, კვლევა-ძიების გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა, ხრწნის სუნი მეტისმეტად აუტანელი იყო.

თუ მიწისქვეშა ცივილიზაცია დღემდე არსებობს, რატომ არ გამოდიან მისი ბინადარნი ზემოთ მცხოვრებ ადამიანებთან კონტაქტზე? იქნებ რელიგიური ან იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, ან იქნებ მართალია ძველი გადმოცემები, რომ გამოქვაბულის და მიწისქვეშეთის ბინადარნი მზის სინათლეზე იხოცებიან? შეიძლება არ ქვავდებიან, მაგრამ შესაძლოა გენეტიკური ანომალიით იტანჯებიან, რომელიც სინათლისადმი მაღალ მგრძნობელობაში გამოიხატება? ამ დაავადების მქონე ადამიანები, სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, იძულებულნი არიან მთელი ცხოვრება სიბნელეში გაატარონ.

ეს დეფექტი იშვიათია, მაგრამ შეიძლება მემკვიდრეობით გადავიდეს. სავსებით შესაძლებელია, ის რომელიმე ხალხში ეპიდემიასავით გავრცელებულიყო, ან იქნებ იდუმალი ხალხი დიდი ხანია გამოდის ჩვენთან კონტაქტზე და ამოუცნობი ობიექტების გამოჩენა სულაც არ უკავშირდება უცხოპლანეტელებს?

წყარო: etanews.ge