EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 10 წელიწადში უფანჯრო თვითმფრინავებში მგზავრები პანორამული ხედვის ფუნქციით ისარგებლებენ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: DEMI
თარიღი: 2014-10-30 23:35:48
ბრიტანული ტექნოლოგიური კვლევების კომპანია – პროცესის ინოვაციების ცენტრი CPI ფიქრობს, რომ მათ შემდეგი დიდი ნაბიჯი გადადგეს საავიაციო ტრანსპორტის განვითარების დარგში. მათ სურთ, სამგზავრო თვითმფრინავებში არსებული ფანჯრები ჩაანაცვლონ ორგანული სინათლის გამომყოფი დიოდების მქონე, ე.წ “ოლედ” სენსორული ეკრანით, რაც გააფართოვებს თვითმფრინავის მთლიან სიგრძეს და გვიჩვენებს თვითმფრინავის გარე ხედს კამერების საშუალებით, რომლებიც დამაგრებული იქნება ამავე თვითმფრინავის გარე ნაწილზე.
CPI-ს კვლევების თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავებში არსებული ფანჯრები უბრალოდ ზედმეტი უსარგებლო წონაა. სივრცული ფანჯრები კი იქნება არა მხოლოდ უფრო ძლიერი, არამედ თხელიც. „ოლედ“ ეკრანები გვიჩვენებენ გარე ხედს და ამასთან ერთად, მგზავრებს საშუალება ექნებათ აირჩიონ გასართობი თუ სტიუარდესას მომსახურება.
თუმცა ამ ტექნოლოგიასაც აქვს თავისი მინუსები. გარდა იმისა, რომ კაბინაში სინათლის დიდი რაოდენობა იქნება, ალბათ პანორამული ხედი მაინცდამაინც ვერ დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც ფრენის ეშინიათ.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: uk-cpi.com
თვითმფრინავის მთელ სიგრძეზე დამონტაჟებული ოლედ ეკრანები აჩვენებს მგზავრებს გარე სამყაროს
ეს სენსორული ეკრანები მგზავრებს საშუალებას მისცემს, იხილონ ინფორმაცია ფრენის შესახებ და ასევე, მოითხოვონ სტიუარდესას მომსახურება.
ეს ეკრანები ინტერნეტთან წვდომის საშუალებასაც იძლევა.
CPI ამტკიცებს, რომ ფანჯრების მოცილებით, თვითმფრინავები აიგება უფრო თხელი, ნათელი და ძლიერი კედლებით.