EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჰუაკაჩინა – პერუს ულამაზესი ბუნებრივი ოაზისი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-11-06 14:17:02
იშვიათად თავსდება EVPATORI.GE-ზე ისეთი ადგილების შესახებ ინფორმაცია, სადაც დაუვიწყარი დასვენების მოწყობაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი კურორტი გახლავთ პერუს უდაბნოში არსებული უაკაჩინას ოაზისი.
ეს ადგილი მდებარეობს 8 კილომეტრის დაშორებით ქალაქ იკადან. ბუნების ამ ულამაზეს ადგილზე მოხვედრილ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი აფრიკის შუაგულში იმყოფება.
უაკაჩინა წარმოადგენს პატარა დასახლებას, რომლის მოსახლეთა ოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია. თავდაპირველად ამ ადგილს ქალაქ იკას მაცხოვრებლები სტუმრობდნენ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხო ქვეყნის ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა. უაკაჩინაში მთავარი გასართობი გახლავთ „სენდბორდი“ იგივე სნოუბორდი, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლის ფუნქციას ქვიშა ასრულებს.
ტურისტთა გაზრდილმა ნაკადმა ბუნებრივად წარმოშობილ ტბაში არსებულ წყალზე მოთხოვნა გაზარდა, რითაც უაკაჩინას არსებობას საფრთხე დაემუქრა, საჭირო გახდა ოაზისის დამატებით სხვა წყაროთი მომარაგება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება. ტრადიციულად ამ ადგილს „ამერიკის ოაზისს“ ეძახიან, ვინაიდან ეს გახლავთ ერთ-ერთი ბუნებრივი ოაზისი, რომელიც შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.