EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში? »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: natasha
თარიღი: 2014-11-07 17:01:57
როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
13.03.2014
მანქანაში მინები განსაკუთრებით მაშინ იორთქლება, როცა გარეთ ცივა, თოვს, ან წვიმს. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ამას სინესტე იწვევს და შეიძლება, მანქანაში ყველა კუთხე კუნჭულიც შემოწმებული გქონდეთ, მაგრამ საქარე მინა და ფანჯრები მაინც იოლად იორთქლებოდეს.
საიდან მოდის ამ დროს სინესტე? პასუხი ადვილია: არსაიდან! სინესტე მანქანაშია და, უბრალოდ, აღარ ”მიდის”! ეს კი სალონის ფილტრის ბრალია, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ გამოცვალეთ. დროთა განმავლობაში სალონის ფილტრი იმდენად ბინძურდება, რომ მის მიერ გამოტარებული ჰაერი გასაშრობად საკმარისი აღარაა. სწორედ ამიტომ, სალონის ფილტრი იდეალურ შემთხვევაში ყოველ 15 000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს.

1. გამოცვლისას შეარჩიეთ ხარისხიანი ფილტრი, რომელიც მტვერის გარდა, ჰაერს მავნე ნივთიერებებისგანაც ფილტრავს. სალონის ფილტრი რამდენიმე ადგილზე შეიძლება იყოს მოთავსებული.
2. ამ შემთხვევაში ის ”ბარდაჩოკის” უკანაა და შეცვლის დროს ”ბარდაჩოკი” უნდა გამოიღოთ.
3. ზოგიერთ მანქანას კი კაპოტის ქვეშ, წყლის ვანის განყოფილებაში უდევს. შეგახსენებთ, რომ წყლის ვანა საქარე მინის წინ მდებარეობს.
4. აქვე გეტყვით, რომ შემოდგომაზე ამ ადგილზე თავს ბევრი ნაგავი იყრის, რის გამოც ვანიდან წვიმის წყალი იოლად აღარ გადის და გროვდება, რის შემდეგაც ფილტრისა და კაბელების ხვრელების გავლით, შესაძლოა, წყალმა სალონში შემოაღწიოს.
5. დაბოლოს: დაორთქლილი საქარე მინის სწრაფი ”მკურნალობისთვის” აუცილებელია, რომ ტემპერატურის გადამრთველი მაქსიმუმზე დააყენოთ და ჰაერი მხოლოდ საქარე მინისკენ მიმართოთ. ამ დროს, სალონის საჰაეროებიც დაკეტილი უნდა გქონდეთ, რათა ჰაერის ნაკადმა საქარე მინა სწრაფად გააშროს.
დასკვნა
მანქანების უმრავლესობაში სალონის ფილტრის გამოცვლა თვით ამ საქმეში გამოუცდელ მძღოლებსაც შეუძლიათ. ასე რომ, ამისათვის ხელოსანთან მისვლა და ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა. თანაც, როგორც წესი, ფილტრს შეფუთვაზევე აქვს ინსტრუქცია, რაც საქმეს კიდევ უფრო გააადვილებს. რაც მთავარია, სალონის ფილტრის გამოცვლას მაქსიმუმ 20-30 წუთი სჭირდება.
ბერნდ ფოლკენსი