EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მერსედესის მომავალი?! (ფოტოკოლაჟი) »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2014-11-07 18:51:57
მერსედესის მომავალი?! (ფოტოკოლაჟი)
”მერსედესის” G-Code კონცეპტი საშუალებას გვაძლევს, არა მარტო ”ბენცის”, არამედ ზოგადად ავტოინდუსტრიის მომავალი დავინახოთ. 4,1 მეტრი სიგრძის მქონე კომპაქტური SUV-კუპეს პროექტი შტუტგარტელებმა პეკინის ახლადგახსნილ დიზაინ-სტუდიაში წარმოადგინეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ G-Code წყალბადზე მომუშავე Plug-in-ჰიბრიდია. ფოტოებზე პირველ რიგში რადიატორის ცხაურაში გამოსახულ უცნაურ ფერს შეამჩნევთ – ეს არის ეკრანი, რომელიც განათების ეფექტებით გვიჩვენებს, ჰიბრიდული ამძრაობის რომელ რეჟიმში მუშაობს მანქანა კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, დაპარკინგების დროს ეკრანზე მსუბუქად პულსირებადი მშვიდი ნათებაა; როცა უკან დამონტაჟებული ელექტროძრავა მუშაობს, ნათება ლურჯი ფერის ხდება; ხოლო როცა კაპოტის ქვეშ ჩადგმული წყალბადზე მომუშავე ძრავა მოქმედებს, ამ დროს ცხაურაში ჩამონტაჟებული ეკრანის განათება წითელი ხდება და ენერგიის ვიზუალური გამოსხივების იმიტაციას ქმნის. ავტომობილის ძარა მიკროსკოპულად მცირე ზომის მზის ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებსაც სწორედ მზის სხივები მუხტავს. თუ მზე ღრუბლებში დაიმალა, ამ დროს ელემენტები ჰაერის ნაკადით, ქარით და ელექტრონულადაც დაიმუხტება და მაინც წარმოიქმნება საჭირო ენერგია. ავტომობილის ინტერიერი ესტერიერივით ფუტურისტულია: სავარძლებში სხეულის სკანერებია ჩამონტაჟებული, რომელიც მძღოლისა და მგზავრის სხეულის ტემპერატურას და გულისცემის სიხშირესაც ზომავს. ამ ინფორმაციას მანქანა იმაში იყენებს, რომ სწორედ ამ ინფორმაციის შესაბამისად მოქმედებს კონდიციონერი, ჰაერის ნაკადი და მასაჟის ფუნქციები სავარძელში. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება. შტუტგარტელებმა ეს კონცეფცია პეკინში ”მერსედესის” ახალგახსნილ დიზაინ-სტუდიაში წარმოადგინეს. ეს არის ადგილი, სადაც ”დაიმლერის” წარმომადგენლებს ჩინეთის უდიდესი ბაზარი მუდმივი კონტროლის ქვეშ ეყოლებათ. თუმცა ეს კონცეპტი ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ მომავლის მუსიკაა: ”მერსედესში” ამბობენ, რომ კონცეფციის რეალური გარდაქმნა ახლო მომავალში ნამდვილად არ იგეგმება.