EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხოფიტოლი - CHOPHYTOL - ХОФИТОЛ »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2014-11-07 21:12:35
ხოფიტოლი - CHOPHYTOL - ХОФИТОЛ
საერთაშორისო დასახელება:
CYNARA
მწარმოებელი: Laboratoires Rosa-Phytopharma, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი, დეტოქსიკაციური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 და 180 ც.
1 ტაბ.
ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი ..... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი.
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ.
1 მლ 1 ამპ.
ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი .... 20 მგ 100 მგ
ხსნარი შინაგანი გამოყენებისთვის: ფლაკონში 120 მლ
1 მლ
ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი .... 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხოფიტოლი მცენარეული წარმოშობის საშუალებაა. პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაკრებით. გააჩნიაჰეპატოპროტექტურული და ნაღვლმდენი მოქმედება.
ცინარას შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ვიტამინი B1, B2 და ინსულინი ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. ხოფიტოლი ზრდისჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინის და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციურითვისებებით ღვიძლისა და თირკმელების პარენქიმის მიმართ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოფიტოლი ზრდის დიურეზს და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.
ჩვენებები:
ნაღვლმდენი გზების დისკინეზის ჰიპოკინეტიკური ტიპის კომპლექსური თერაპია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე, ოლიგურია გულის უკმარისობისა და ღვიძლის ციროზის დროს;
ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.
ორსულობის დროს რეკომენდებულია:
გესტოზების პროფილაქტიკისათვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;
ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის;
ორსულთა დერმატოზების დროს;
ორსულთა სიყვითლის დროს;
გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;
ფეტოპლაცენარული უკმარისობის პროფილაქტიკისათვის;
ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3კვირას.
ბავშვებში: 6 წლის ასაკიდან - 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.
საინექციო ხსნარი
მოზრდილები: ინტრავენურად ან კუნთებში დღეში 1-2 ინექცია (ან მეტი) 8-15 დღის განმავლობაში.
ხსნარი შინაგანი გამოყენებისათვის
ბავშვებში: 0-12 თვემდე - 0.3-0.5 მლ (5-10 წვეთი) ხსნარი; 1-5 წლამდე - 0.5-1 მლ (10-20 წვეთი) ხსნარი; 6-12 წლამდე - 1/2 ჩაის კოვზი (2-3 მლ) ხსნარი; 12 წლის ზევით - 1/2-1 ჩაის კოვზი ხსნარი.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მაღალი დოზის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.
უკუჩვენებები:
* პრეპარატისადმი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა;
* ნაღვლმდენი გზების ობტურაცია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.