EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეზოზოური ჯგუფი »
კატეგორია: ფლორა და ფაუნაავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-11-09 00:46:47
მეზოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძნ. μέσος (mésos) და ბერძნ. ζώω (zóo) - სიცოცხლე), დედამიწის ქერქის შრეთა სტრატიგრაფიული სკალის უკანასკნელის წინა ჯგუფი (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის შესაბამისი ერა). გამოყო ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპსმა (1341). შეიცავს ტრიასულ სისტემას (პერიოდს), იურულს სისტემას (პერიოდს) დაცარცულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით მეზოზოური ერა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 163 მლნ. წელიწადს. მეზოზოური ერაში კონტინენტებმა და ოკეანეებმა ძირითადად თანამედროვე სახე მიიღო; დაიწყო ტრანსგრესია - ლავრაზიისა და გონდვანის ხმელეთის დანაწევრება, ძველი მასივებისა და ჰერცინული დანაოჭების შედეგად წარმოქმნილი მთების დაძირვა. ალპური დანაოჭების ხმელთაშუა ზღვის სარტყელში (რომლის შემადგენლობაში კავკასიაც შედის) გაჩნდა ლოკალური გეოსინკლინური როფები. ტრიასულ პერიოდში ზომიერ სარტყლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა წიწვოვანებმა, გვიმრანაირებმა, ლიკოპოდოუმისნაირებმა; დაჭაობებულ ტყეებში წარმოიქმნა ტორფნარი. იურულ პერიოდში ზღვამ უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა, გაფართოვდა გეოსინკლინური როფები, კონტინენტებზე წარმოიქმნა ვრცელი დაბლობები, რომლებიც ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში ხშირი მცენარეულობით დაიფარა. გაბატონდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც გაიყვნენ წყლის (პლეზიოზავრი, იქთიოზავრი), ხმელეთის (დინოზავრი) და მფრინავ (პტეროზავრი) ქვეწარმავლებად; გაჩნდნენ პრიმიტიული ძუძუმწოვრები და პირველი კბილიანი ფრინველი (არქეოპტერიქსი). შუა ცარცულ ეპოქაში გაბატონდნენ ფარულთესლოვნები. ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში გრძელდებოდა ტორფნარის დაგროვება, რომელიც შემდეგ ქვანახშირად გადაიქცა. გავრცელდნენ მწერები, რამაც ფრინველების და შემდეგ ძუძუმწოვრების განვითარებას შეუწყო ხელი. მეზოზოური ერის ბოლოს ამოწყდნენ გიგანტური ქვეწარმავლები. მეზოზოურ ერაში გაჩნდნენ და გაბატონდნენ ძვლიანი თევზები.
მეზოზოური ჯგუფის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, საწვავი ფიქლების, ნავთობისა და აირის, რკინის, ბოქსიტების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.
მეზოზოური ერის ფლორა
მეზოზოური ერის წარმომადგენელი ანტეოზავრი
მეზოზოური ნიანგი- დეინოზუხი თავს ესხმის ალბერტოზავრს
ბელიმონიტი მეზოზოური ერიდან