EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დინოზავრები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-11-09 01:03:56
დინოზავრები (ლათ. Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები —თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომთბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში.
ხვლიკმენჯა დინოზავრი
ფრინველმენჯა დინოზავრები
ფრინველმენჯა დინოზავრები (ლათ. Ornithischia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი დინოზავრების ზერიგისა. ჰქონდათ ოთხსხივიანი მენჯი, ბოქვენის ძვალზე უკანა მორჩი, რითაც ფრინველებს ემსგავსებოდნენ. ყბების წინა, უკბილო ნაწილს ზოგჯერ ნისკარტის მოყვანილობა ჰქონდა და დაფარული იყო რქოვანი შალითით. კბილები გვერდებიდან შებრტყელებული იყო ხშირად ფოთლისებრი ფორმის გვირგვინით. უფრო გვიანდელი ხანის ფრინველმენჯა დინოზავრებს თითების ბოლო ფალანგები ჩლიქისებური აგებულების ჰქონდათ. იკვებებოდნენ მცენარეებით. სხეულზე ჰქონდათ ფარები, ეკლები, რქები. ცხოვრობდნენ იურულსა და ცარცულ პერიოდებში. ცნობილია 6 (4) ქვერიგი, მ.შ. სტეგოზავრები,ანკილოზავრები, რქოსანი დინოზავრები.