EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ იზრდებიან ჩმორები - დროული რჩევა ბიჭების მშობლებს »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-11-13 19:25:51
როგორ იზრდებიან "ჩმორები" - დროული რჩევა ბიჭების მშობლებს
ყველა მშობელს უნდა, მისი ვაჟი საამაყო ვაჟკაცი დადგეს. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს სურვილი ბევრს "უკუღმა" უსრულდება. შეუძლებელია, ამაში თავად მშობელი არ იყოს დამნაშავე. ამჯერად ერთ მომენტზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ.
ნუ დაივიწყებთ, რომ როცა ოჯახში ბიჭი გყავთ, ესე იგი მომავალი მამაკაცის ბუნების ჩამოყალიბება თქვენს ხელთაა.
მშობელი - დედაც და მამაც - ვაჟიშვილს ისე უნდა მოექცეს, როგორც ნამდვილ მამაკაცს. დიახ, მერე რა, რომ ბიჭუნა ჯერ 10 ან სულაც 7 წლისაა. ასაკი მთავარი როდია. მამა ხშირად უნდა ესაუბროს ვაჟს, დაიხმაროს საქმეებში, კაცურ ამბებზე უამბოს.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დედას. ხშირად სუსტი ბიჭები მეტისმეტად ძლიერი და გავლენის მოყვარული დედების გვერდით იზრდებიან.
დედამ უნდა უთხრას: "დამეხმარე, მე სუსტი ვარ და მალე ვიღლები, შენ კი კაცი ხარ და ჩემზე ბევრად ძლიერი. ძალიან მჭირდება შენი დახმარება".
თუ დედას შეუვალი პოზიცია უკავია და მისი მიმართვა ხშირად ასე ჟღერს "რაც გითხარი, გააკეთე!", ამით მშობელი ბიჭის მამაკაცურ ეგოს ამსხვრევს, ქალურ საწყისს მამაკაცურ საწყისზე მაღლა აყენებს. ეს კი მომავალ მამაკაცზე სასიკეთოდ ნამდვილად არ იმოქმედებს. ასე იზრდებიან "ჩმორები", რომლებსაც არაფერზე არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება. ისინი ვერცერთ ქალს ვერ გააბედნიერებენ. არც თავად უწერიათ იდილია ქალის გვერდით ცხოვრების შემთხვევაში.
კიდევ რა დროს ზრდის დედა სუსტ მამაკაცს? აი, რამდენიმე მაგალითი:
• დედა ცდილობს, ყველაფერი თავისი შვილის ნაცვლად გააკეთოს. ხან იმიტომ, რომ სულ ეჩქარება და ეზარება მისი ლოდინი, როდის ჩაიცვამს, როდის შეჭამს - ურჩევნია, თავად ჩააცვას, თავად აჭამოს, სწრაფად და მარტივად. ბავშვი კი ზარმაცდება და დამოუკიდებლობასაც კარგავს.
• მუდმივად ერევა შვილის საქმეებში. ეზოში ძმაკაცებთან, მეზობლის ბავშვებთან სულ მცირე კინკლაობაც კი არ სრულდება დედის ჩარევისა და მითითებების გარეშე. ბიჭუნა თანდათან ეჩვევა, რომ ყველაფერს დედა მოუგვარებს და სრულიად კარგავს მამაკაცურ თვისებებს.
• ოჯახში ძალაუფლება მთლიანად დედას აქვს აღებული და ამას არც მალავს და არც ნიღბავს. თუ ქმარი არ ჰყავს, მას ხშირად იგდებს აბუჩად და ამცირებს შვილების თვალწინ. ვაჟზე კი ეს განსაკუთრებულად დამთრგუნველად მოქმედებს - მამა მისთვის მისაბაძი, ავტორიტეტი უნდა იყოს. თუ მას თვალწინ ულანძღავენ და უმცირებენ, მისთვის სიმამაცისა და სიძლიერის ეტალონი დედა ხდება. ზოგადად, ასეთ, მეტისმეტად ძალაუფლებოს მოყვარულ და ძლიერ ქალებს ხშირად აქვთ მსგავსი პრობლემა - მათი ვაჟები "დედიკოს ბიჭები", "ჩმორები", "ქალაჩუნები" იზრდებიან. თუ მარტოხელა დედაა და მისდა უნებურად ყველაფერი მის კისერზეა, კიდევ მეტად ორმაგდება მისი გავლენა ოჯახზე, შვილებზე.
ნებისმიერ შემთხვევაში დედა უნდა ეცადოს, ბიჭი თავიდანვე მიაჩვიოს დამოუკიდებლობას, რაც უნდა არ მოსწონდეს თავისი მოქმედი თუ ყოფილი ქმარი, ბავშვის თვალში ის სამაგალითოდ უნდა დახატოს, გმირად, რომელიც ბიჭს ეიმედება და რომელიც კაცურ თვისებებს შთაუნერგავს. თუ სულ მარტო უწევს ბავშვის გაზრდა, ასეთ შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბიჭი გვერდით ამოიყენოს, როგორც ზრდასრული ადამიანი, ნამდვილი მამაკაცი, მას მიანოჭოს დედის მცველის, დამხმარის როლი, ასეთ შემთხვევაში ის ნამდვილი მამაკაცი გაიზრდება და არა დედიკოს ბიჭი.
დედამ და მამამ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვის აღზრდაზე, თუმცა მთავარი როლი, რასაკვირველია, მაინც დედას ენიჭება, რომელთანაც შვილი მეტ დროს ატარებს და რომელიც მისი ხასიათის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. რაც შეეხება მამას, მან გაცილებით უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს შვილის, განსაკუთრებით კი ბიჭის აღზრდაში, განსაკუთრებით, მას მერე, რაც ბიჭი 10 წლის გახდება - ამ ასაკიდან ყველაზე მეტად სჭირდება მამის გვერდში დგომა და მისი კარგი მაგალითი.
წყარო: http://mshoblebi.ge/