EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვ... მე! - დუტა სხირტლაძე ტრანსგენდერის მკვლელობაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-11-13 20:04:17
-
პეკინზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან მოკლული ტრანსგენდერია, იმსახურებდა ასეთ მოპყრობას.
სწორედ მათ პასუხად საკუთარი მოსაზრება FACEBOOK-ზე გამოთქვა მსახიობმა დუტა სხირტლაძემ, რომელიც წერს:
"იცით, ვის მინდა ვაგინო?! მთელი გულით... აი იმ ხალხს, რუსთავში ლეკვის ჩაქოლვაზე ერთი ამბავი რომ ატეხეს და მოკლულ ტრანსგენდერზე ღირსიაო, რომ ამბობენ.
თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვტ...ნ მე!!! ვინ დაგზარდათ და სად?!", - წერს მსახიობი.
ასევე დაგაინტერესებთ| თინა მახარაძე: ღმერთმა მიაფუჩეჩა ბიბლია, უნდა დაკონკრეტებულიყო - არა ქალ, კაც, ტრანს კლა... (მომხდარს ეხმაურება მსახიობი თინა მახარაძე, რომელმაც მოსაზრება Facebook-ზე ვიდეოპოსტში დააფიქსირა. მსახიობი მაყურებლის წინაშე ბიბლიით ხელში წარსდგა და განაცხადა, რომ "იმ კაცმა" მიაფუჩეჩა...
"მე მგონი, იცით მაგ კაცს რა შეეშალა თავის დროზე? მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო: აი, რომ დაეწერა - არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ - კლა, მაშინ O.K., გავიგებდი, მაგრამ მიაფუჩეჩა...", - ამბობს მსახიობი.)
შეგახსენებთ, რომ პეკინის #14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შსს-მ 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. დააკავა, რომელმაც ტრანსგენდერი "საბი" დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად მოკლა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.
წყარო: AMBEBI.GE